კიდევ 400 თუ 500 გვერდი დამრჩა დასაწერი — ჯორჯ მარტინი "ზამთრის ქარებზე"
ფოტო: The New York Times
უკვე მთელ ათწლეულზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც ყინულისა და ცეცხლის სიმღერის ლეგენდარული საგის ამ დროისთვის ბოლო, მეხუთე წიგნი გამოვიდა. მას შემდეგ სატახტოთა თამაშის, იმავე Game of Thrones-ის, გულშემატკივრები მოთმინებით (ზოგიც მოუთმენლად) ელოდებიან, როდის გამოვა სერიის მეექვსე წიგნი, ზამთრის ქარები.
მარტინი ჯერ კიდევ ორი წლის წინ ირწმუნებოდა, კარანტინში ყოველდღიურად ვწერ და იმედია, 2021-ში პანდემიასთან ერთად ზამთრის ქარებიც დასრულდებაო. აბა, კი გემახსოვრებათ, რომ 2021-ში არც ერთი დასრულებულა და არც მეორე. და ახლა, როცა უკვე 2023 დგება, კორონავირუსის პანდემია შორეულ მოგონებად ჩანს, სატახტოთა თამაშის მეექვსე ტომს კი მკითხველები ისევ ელოდებიან.
ფანები მიხვდნენ, რომ მარტინზე არც დაპატიმრების მუქარა ჭრის, ამიტომ ახლა მართლა მოთმინებით უცდიან ზამთრის ქარებს.
ამერიკელ ტოლკინად წოდებულმა ავტორმა შარშან განაცხადა, რომ 2020-ში ფენტეზი საგის მეექვსე წიგნის "ასობით გვერდი" დაწერა. რამდენიმე თვის წინ ისიც დააზუსტა, რომ წიგნის, დაახლოებით, სამი მეოთხედი აქვს დასრულებული.
ჯორჯ მარტინი სერიალ Game Of Thrones-ის მსახიობებთან ერთად 2009 წელს
ფოტო: Adam Whitehead
ახლახან კი, მარტინი სტივენ კოლბერტის სატირულ ტელეგადაცემაში მიიწვიეს, სადაც სატელეფონო ზარით კიდევ ერთი ცნობილი ამერიკელი მწერალი, ჯეიმს პეტერსონი, ჩაერთო.
მარტინმა იხუმრა, რომ მისი დედლაინი 11 წლის წინ გავიდა, შემდეგ კი გაგვიმხილა, რომ ზამთრის ქარები უკვე ათას გვერდზე მეტს ითვლის.
"დაახლოებით, 1 100, 1 200, რაღაც მაგდენი გვერდი მაქვს დაწერილი", — ამბობს მარტინი, — "თუმცა, დასრულებული ჯერ არაა. კიდევ 400 თუ 500 გვერდი დამრჩა".
პეტერსონმა მას ურჩია, ის 1 100 გვერდი აიღე და სამ წიგნად გაყავი, ყოველ წელს თითო გამოუშვი, შენი მკითხველებიც ბედნიერები იქნებიან, შენ კი გეგმას გაუსწრებ წინო.
ჯეიმსმა კი იხუმრა, მაგრამ მარტინი ასე წინათაც მოქცეულა. ყინულისა და ცეცხლის სიმღერის ბოლო ორი ნაწილი, ყვავების ნადიმი და ცეკვა დრაკონებთან თავდაპირველად ერთ წიგნად იყო ჩაფიქრებული.
სხვათა შორის, ზამთრის ქარები მარტინის ამ ცნობილი საგის ბოლო ტომი არაა. ავტორი აპირებს, მეშვიდე წიგნიც დაწეროს — გაზაფხულის სიზმარი.
ყინულისა და ცეცხლის სიმღერის პირველი წიგნი, სატახტოთა თამაში, ჯერ კიდევ 1996 წელს დაიბეჭდა. მარტინმა კიდევ ოთხი წიგნი შემატა საგას, თუმცა სერიის პოპულარობა მას შემდეგ გაიზარდა, რაც HBO-მ 2011 წელს ნაწარმოების მიხედვით სერიალის გადაღება დაიწყო. სერიალი, რომელიც პირველი წიგნის სახელს ატარებს, გასული ათწლეულის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ტელეპროექტი აღმოჩნდა. ის, რვა სეზონის შემდეგ, 2019 წელს დასრულდა.
-
ახალი კვლევის თანახმად, ადამიანის ტვინი ორი ორგანოა და არა ერთი ახალი კვლევის თანახმად, ადამიანის ტვინი ორი ორგანოა და არა ერთი
გადახედვა
-
ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი? ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
გადახედვა
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა
გადახედვა
-
სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან
გადახედვა
-
EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
-
პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო
გადახედვა
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
კომენტარები