ირაკლი კობახიძე

15 Dec. 2022, 15:11

მილიონი განცხადება გააკეთა იუსტიციის სამინისტრომ, მაგრამ გრძელდებოდა მაინც ფეიკ კამპანია, იმასთან დაკავშირებით, რომ 400 დღე კვდება ეს კაცი. ენმ ამტკიცებს 400 დღე, რომ ეს კაცი ყოველდღე კვდება, მეორე დღეს მოკვდება აგერ. ეს იყო მათი მტკიცება.

შეგახსენებთ კიდევ ერთ რამეს, რომ პირველ ოქტომბერს შევიდა სააკაშვილი ციხეში თავისი ფეხით და პირველ ოქტომბერს დაიწყო შიმშილობა და მაშინ ნაცმოძრაობა, მაგალითად, მთავარი არხის ხელმძღვანელობა პირდაპირ მოუწოდებდა თვითდაზიანებისკენ. რა თქმა უნდა, ამ ადამიანებმა უნდა აიღონ პასუხისმგებლობა გარკვეულ ქმედებებზე.

რაც შეეხება საერთო სურათს, ნახა საზოგადოებამ, მე ამის ინტერპრეტირებას არ მოვახდენ, საზოგადოება თვითონ მოახდენს იმ კადრების ინტერპრეტირებას, რომელიც გუშინ ნახა, იქ იყო თუ არა სიმულაცია, როგორია ფიზიკური მდგომარეობა და ა.შ. საზოგადოებამ განმარტოს, ჩემი განმარტება ქართულ საზოგადოებას არ სჭირდება. [...]

მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა მძიმე იყო 2003-12 წლებში და სამწუხაროდ, მისი ეს ფსიქოლოგიური მდგომარეობა აისახა საქართველოს მოსახლეობაზე. არ შეიძლება, ადამიანს ჰქონდეს ჯანსაღი ფსიქიკური მდგომარეობა და ის ასეულობით ადამიანს იწირავდეს ციხეებში თუ ციხეებს გარეთ და არ შეიძლება, 2008 წელს რაც გააკეთა იმას აკეთებდეს და ა.შ

მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობის "დამსახურება" იყო ის უბედური შედეგები, რაც მან მოუტანა საქართველოს და საკუთარ ხალხს 2004-12 წლებში.

ამის შესახებ ქართული ოცნების ფრაქციის თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან ისაუბრა. სააკაშვილის ფსიქიკურ მდგომარეობაზე კობახიძის მიერ გაკეთებული დამამცირებელი განცხადებები ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანების მიმართ სტიგმას აღვივებს.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
  2. 1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება
  3. რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
  4. საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
  5. აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

მამუკა ფიფია: [დიდი ბრიტანეთის სანქცია] არის ჯილდო ჩემთვის

პარტია სოლიდარობა მშვიდობისთვის საერთაშორისო მდივანი და პოლიტიკური საბჭოს წევრი, პრორუსი ბიზნესმენი მამუკა ფიფია…