რატი ბრეგაძე

13 Dec. 2022, 22:40

გარკვეულ სიმულაციებთან ნამდვილად გვაქვს საქმე. ეს თამამად უნდა ვთქვათ. მე, ამ შემთხვევაში, არ ვსაუბრობ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, თუმცა გარკვეული სიმულაციები, რა თქმა უნდა, არის. ამის შესაბამისი მტკიცებულებებიც არის. ჩვენ აქამდე შეგნებულად ვიკავებდით თავს მსგავსი საუბრისგან, ყოველთვის მოვუწოდებდით მას, რომ დამორჩილებოდა ექიმების თხოვნას, ჩაეტარებინა სრულფასოვანი მკურნალობა, ხელი შეეწყო, როგორც მას, ასევე მის გარემოცვასაც მკურნალი ექიმებისთვის, მაგრამ, სამწუხაროდ, თამამად უნდა ითქვას, რომ სრულფასოვან მკურნალობასთან, ჩვენ ვერ ვხედავთ სრულფასოვან მკურნალობას და გარკვეულ სიმულაციებს აქვს ადგილი.

როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, როდესაც ვამბობთ რაიმეს და კონკრეტულად მეც ვთქვი ახლა, რომ გარკვეულ სიმულაციები შეგვიძლია ვიხილოთ, რა თქმა უნდა, ამას აქვს თავის დამადასტურებელი მასალა. ასეთი არის მათ შორის, ვიდეომასალა, შემიძლია ეს დაგიდასტუროთ. ასევე ეს ვიდეომასალა ნათლად აჩვენებს, გვაქვს გარკვეული მტკიცებულებები იმის შესახებ, რომ ეს ადამიანი, იყო შემთხვევები, როდესაც ხელს უშლიდა ექიმების საქმიანობას და ასევე, კონკრეტულად, ხელს უშლიდა სასამართლო საქმიანობას. შესაბამისად ჩვენ ძალიან ვერიდებით ამ ყველაფერზე საუბარს, მაგრამ თუ კი იმ მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, რასაც ჰქვია ქართველი ხალხის უსაფრთხოება, სახელმწიფოს უსაფრთხოება და ასევე, საქართველოს საერთაშორისო იმიჯი და იმის დადასტურება, რომ სახელმწიფოში არავის აწამებენ და საქართველოსგან არ უნდა შეიქმნას მტრის ხატი, ჩვენ იძულებულები გავხდებით, თუ არ შეწყდება ეს სიმულაციური ქმედებები, რომელიც მიზნად ისახავს სასამართლოზე ზეწოლას, პირდაპირ ვიტყვი, იმისთვის, რომ მოპოვებული იყოს თავისუფლება სამართლებრივი გზების გარეშე და განხორციელდეს კონსტიტუციით აკრძალული ქმედება, ამ მიზნით ჩვენ იძულებულები გავხდებით, სწორედ ამ ლეგიტიმური მიზნიდან გამომდინარე, რომ გავასაჯაროოთ გარკვეული კადრები, იმ შემთხვევაში, ხაზგასმით ვამბობ, თუ არ შეწყდება ეს სიმულაციური მოქმედებები, რომელიც შემდგომში საზოგადოებას ნათლად დაანახებს, იმ ყველაფერს, რაზეც ჩვენ ახლა ვსაუბრობთ.

ოპონენტი ყველა შესაძლო ბინძურ ხერხს მიმართავს იმისთვის, რომ სასამართლოს შეეშალოს ხელი და საზოგადოებაში ჩამოყალიბდეს არასწორი წარმოდგენები. ანუ მოხდეს არასწორი საზოგადოებრივი აზრის ფორმირება და ამის ნათელი დასტური არის ის, როდესაც ისინი საუბრობენ დასკვნის კონფიდენციალურობაზე ერთი ხელით, მეორე ხელით აქვეყნებენ ისეთ ფოტოებს და საუბრის ჩანაწერებს, რომელიც ცალმხრივად ხელს უწყობს არასწორი საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებას და ბუნებრივია, ამ ყველაფერს ჩვენ შევეწინააღმდეგებით.

იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგვაძემ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა და თქვა, რომ არსებობს "გარკვეული სახის კადრები", რომელიც გასაჯაროვდება თუ ექსპრეზიდენტი "სიმულაციას" არ შეწყვეტს.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ჩინეთმა რუსეთიდან ელექტროენერგიის შესყიდვა სრულად შეწყვიტა
  2. 17 იანვარს თბილისში თოვლია მოსალოდნელი — როგორი ამინდი იქნება საქართველოში 18 იანვრამდე?
  3. კადიროვმა, თირკმლის უკმარისობის შესახებ გავრცელებული ცნობების შემდეგ, ვიდეო გამოაქვეყნა
  4. სუს-მა "გაზპრომთან" დაკავშირებული კონტრაქტის დეტალების გასაჯაროების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
  5. ექსმაღალჩინოსნები საპყრობილეში — ვინ იმყოფება რუსთავის მე-12 დაწესებულებაში?

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ასტრონავტების "სამედიცინო ევაკუაციამ" წარმატებით ჩაიარა — ისინი უკვე დედამიწაზე არიან

საერთაშორისო კოსმოსური სადგურის 4-კაციანი ეკიპაჟი ისტორიაში პირველი "სამედიცინო ევაკუაციის" ფარგლებში შინ დაბრუნდა.…