რატი ბრეგაძე

14 Dec. 2022, 22:37

ეს ჩვენ გავასაჯაროვეთ იმ ლეგიტიმური მიზნიდან გამომდინარე, რასაც ჰქვია იმ ყველაფრის აღკვეთა, როდესაც რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, რომ სახელმწიფო წარმოადგინოს, როგორც მწამებელი, ამით დააზიანოს მისი იმიჯი როგორც ქვეყნის გარეთ, ასევე ქვეყნის შიგნით. მოგეხსენებათ, ჩვენ რა პერიოდშიც ვიმყოფებით ახლა, მიმდინარეობს ევროინტეგრაცია და სახელმწიფო აკეთებს ყველაფერს 12 პუნქტის შესასრულებლად და მათ შორის, კიდევ უფრო მეტს.

თუმცა, ეს ხალხი სახელმწიფოს ინტერესების საწინააღმდეგოდ და კონკრეტულად, მსჯავრდებული სააკაშვილის გამოყენებით ცდილობს, რომ აჩვენოს საზოგადოებას და მათ შორის, საერთაშორისო საზოგადოებას, გარკვეული ყალბი სიუჟეტების შექმნითა და არასწორი სიუჟეტების წარმოდგენით, რომ, თითქოსდა, სახელმწიფო არის ადამიანების უფლებების დამრღვევი, ნურას უკაცრავად, ამის უფლებას ვერავის მივცემთ და ყოველთვის ჩვენი პასუხი იქნება ადეკვატური.

აქვე იმასაც გეტყვით, რომ ჩვენ გარკვეული მორალური მოსაზრებებიდან გამომდინარე, არ გავასაჯაროვეთ ძალიან ბევრი სხვა კადრი, რომელშიც, შეიძლება, ანალოგიური ეპიზოდები იყოს წარმოდგენილი და ჩვენ ეს გარკვეული მორალური მოსაზრებების გამო არ გავასაჯაროვეთ და მაქსიმალურად თავშეკავებით ვიმოქმედეთ იმისთვის, რომ საზოგადოებას ჰქონდეს სრულყოფილი და ობიექტური ინფორმაცია.

ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა იმედთან ისაუბრა. დღეს პენიტენციურმა სამსახურმა გაასაჯაროვა  მიხეილ სააკაშვილის კადრები, რომლებიც დამონტაჟებულია და არ აქვს ხმა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. მოსკოვში ბიზნესმენ მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლის დანაწევრებული ცხედარი იპოვეს, 19 წლის შვილის გვამი კი — ეჭვმიტანილის ავტოფარეხში
  2. კახა კახიშვილი: პენსია 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს, დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?
  3. "სასურველია, პენსია 20-ის ნაცვლად 30 ლარით გაიზარდოს“ — ზაზა ლომინაძე
  4. თბილისის სამ უბანს წყალი 24 საათით შეუწყდება — ქუჩების ჩამონათვალი
  5. ვალერი გელაშვილი საგადასახადო ჯარიმის გამო ბიზნესს ყიდის და ვენესუელაში გადადის საცხოვრებლად

გირჩევთ

ახლა კითხულობენ