ბრუკლინ ბექჰემის აზრით, რომელსაც ბავშვობაში ფეხბურთი ძალიან უყვარდა, ზოდიაქოს ნიშანმა წარმატების მიღწევაში ხელი შეუშალა. დევიდ ბექჰემის ვაჟმა ახლახან მიცემულ ინტერვიუში პროფესიების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბავშვობაში სურდა, მამის კვალს გაჰყოლოდა, თუმცა 15 წლის შემდეგ აღარ უთამაშია.

"შფოთვები ხშირად მაქვს და მინდოდა, ისე მეცადა ცხოვრება, როგორც ეს მამაჩემმა გააკეთა. თუმცა მივხვდი, რომ სახელგანთქმული თავად მინდოდა გავმხდარიყავი, ჩემი შრომისმოყვარეობით. ზოგადად, ზოდიაქოთი თევზები ვარ, ამიტომ მგრძნობიარეც ვარ", — განაცხადა ბრუკლინ ბექჰემმა ინტერვიუში.

ფოტო: Getty Images

ბრუკლინ ბექჰემმა თავდაპირველად ფოტოგრაფია სცადა და ეს პროფესია წარმატებულადაც დაიწყო. თუმცა კოლეჯში 1-წლიანი სწავლის შემდეგ პროფესია მიატოვა და როგორც თავად ამბობს, ფოტოგრაფია ისე არ უყვარდა, რომ მთელი ცხოვრება ეს ეკეთებინა. მოგვიანებით კი, ბრუკლინს საკუთარი კულინარიული შოუ ჰქონდა, რომელიც ასევე აღარ გაუგრძელებია.

"არა უშავს, თუ 25, 26 ან 30 წლის ხარ და ჯერ კიდევ არ იცი, რისი გაკეთება გინდა", — ამბობს ბრუკლინ ბექჰემი. შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ბრუკლინ ბექჰემი ნიკოლა პელცზე დაქორწინდა. ბრუკლინმა და ნიკოლამ გადაწყვიტეს, გვარები გაეერთიანებინათ და ახლა ორივეს გვარი ბექჰემ-პელცია.