მეცნიერები ქმნიან ტვინის იმპლანტს, რომელიც მთლიანად მომხმარებლის სუნთქვით იკვებება
ტვინის სტიმულატორები, ტვინის იმპლანტის სახით შეიძლება იყოს უმნიშვნელოვანესი მათთვის, ვისაც ნევროლოგიური პრობლემები აქვს, როგორიცაა პარკინსონის დაავადება.
ახლა კი, მკვლევრები ამტკიცებენ, რომ შეიმუშავეს იმპლანტების დამუხტვის ახალი გზა — სუნთქვით. ეს ნიშნავს, რომ ადამიანის სხეულში ზედმეტი დამტენი ნივთიერებების მოთავსება საჭირო აღარ იქნება და იმპლანტი სუნთქვით იმუშავებს.
მოწყობილობა აგზავნის ელექტრულ იმპულსებს ტვინში ჩამონტაჟებული მავთულის საშუალებით, რათა ტვინის აქტივობის რეგულირება მოახდინოს, განსაკუთრებით იმ ადგილებში, რომლებიც აკონტროლებენ მოტორიკის ფუნქციებს.
ფაქტობრივად, ეს მნიშვნელოვანი იქნება პარკინსონთან დაკავშირებული პრობლემების შესარბილებლდ, და ასევე როგორც დეპრესიის სამკურნალო საშუალება.
ზოგადად, ტვინის სტიმულატორები არ არის სრულყოფილი. მათ ესაჭიროებათ ოპერაცია 2-3 წელიწადში ერთხელ ბატარეების გამოცვლისთვის, რაც ძვირია და ფიზიკურად შესრულებაც რთულია. ამიტომ, კონექტიკუტის უნივერსიტეტის მკვლევრებმა შეიმუშავეს სტიმულატორი, რომელიც პაციენტის მკერდში სუნთქვის მოძრაობებით გამომუშავებულ ენერგიას მოიხმარს. ის იყენებს ტრიბოელექტრიკულ დამუხტვას, რომლის დროსაც სტატიკური ელექტროენერგია წარმოიქმნება ხახუნის შედეგად.
მკვლევრებმა გამოიყენეს ეს ეფექტი გულმკერდის კედელთან ტრიბოელექტრული ნანოგენერატორის გამოყენებით. ჩასუნთქვა და ამოსუნთქვა იწვევს ახდენს გენერატორთან შეხებას, რაც ქმნის დენს, რომელიც მუხტავს სუპერკონდენსატორს. ეს თავის მხრივ კვებავს ტვინის სტიმულატორს.
"ჩვენ გვინდა ეს შეესაბამებოდეს დანარჩენ ხელმისაწვდომ ტექნოლოგიას ჩვეული გზით. თუ ვინმეს უკვე აქვს ტვინის ღრმა სტიმულატორი, ჩვენ შეგვიძლია უბრალოდ შევცვალოთ ბატარეა ამ გენერატორით, სრულიად ახალი მოწყობილობით მისი გადაკეთების გარეშე", — თქვა მკვლევარმა ჯიმ რასლინგმა, UConn-ის ქიმიკოსმა და ნაშრომის თანაავტორმა.
ამ ეტაპზე ნანოგენერატორი გამოცადეს ღორის იმიტირებულ გულმკერდში, რომელიც ღორის ნამდვილ ფილტვს იყენებდა. ექსპერიმენტების დროს, ნანოგენერატორი წარმატებით იკვებებოდა ღორის ფილტვით.
"ეს არის პირველი სისტემა, რომელიც აერთიანებს ყველა ელემენტს; ენერგიის ათვისება, შენახვა და კონტროლირებადი ტვინის სტიმულატორი. ჩვენ ვაჩვენეთ, რომ ჩვენს თვითმდგრად ღრმა ტვინის სტიმულატორს შეუძლია პერიოდულად გაააქტიუროს ტვინის ქსოვილი სტიმულაციის გარეშე პერიოდების მონაცვლეობით, რაც არის ტვინის ღრმა სტიმულაციის ეფექტური მიდგომა ფსიქიატრიული პრობლმების სამკურნალოდ", — ამბობენ მკვლევრები.
მეცნიერების თქმით, ისინი კვლევების გაგრძელებას აპირებენ და მომალში შეიძლება თვითკმარი იმპლანტები მივიღოთ.
კომენტარები