გიობექლი თეფე — ისტორიაში უძველესი ტაძარი, რომელიც სტოუნჰენჯამდე 6 000 წლით ადრე აიგო
ჯერ კიდევ 1960-იან წლებში, სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქეთის სასოფლო-სამეურნეო მიწების ნაკლებად ცნობილ ტერიტორიაზე უძველესი ძეგლის მტკიცებულება აღმოაჩინეს. ეს იმდენად ძველი იყო, რომ ბევრი არქეოლოგი ვერ იჯერებდა აღმოჩენას.
ამან ყველა დააბნია. აქამდე მიაჩნდათ, რომ ასეთ დროს ადამიანებს არ უნდა ჰქონოდათ მსგვსი ნაგებობების შექმნის საშუალება.
გიობელქი-თეფე, რომელიც იმ ბორცვის სახელს ატარებს, რომელზეც აღმოაჩინეს, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და უცნაური ადგილია. და ის მარტო არაა. დაახლოებით ათამდე სხვა მსგავსი ასაკის უბანი ასევე გათხრების პროცესშია ეგრეთ წოდებულ "ქვის ბორცვებში". ეს დაახლოებით 100 კვადრატული კილომეტრის გარშემო.
მოდით ვნახოთ რა ვიცით და რა არ ვიცით ამ უძველესი ნაგებობების შესახებ:
გიობელქი-თეფე არის ნეოლითური არქეოლოგიური ადგილი, თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ანატოლიის რეგიონში. ეს კი ნიშნავს, რომ ნაგებობა სულ მცირე 11 000 წლისაა.
აღმოჩენა მოიცავს რამდენიმე დიდ, წრიულ სტრუქტურას, რომლებიც გარშემორტყმულია მსოფლიოში უძველესი ცნობილი მეგალითებით. ამ სვეტებიდან ბევრი უხვად არის მორთული აბსტრაქტული და იდუმალი ანთროპომორფული დეტალებით (ცხოველები ადამიანის მახასიათებლები).
არქეოლოგები თვლიან, რომ ადგილი პირველად გამოიყენეს ნეოლითის ეპოქის დასაწყისში, როდესაც გაჩნდა მსოფლიოში უძველესი ადამიანთა მუდმივი დასახლებები.
ჯერ ზუსტად არ ვიცით რისთვის იყენებდნენ ამ ნაგებობას. ექსპერტების უმეტესობა ფიქრობს, რომ მას რაიმე საზეიმო ან რელიგიური მნიშვნელობა უნდა ჰქონოდა. ნაწილს კი მიაჩნია, რომ ეს შეიძლება იყოს ადამიანთა დასახლების ერთ-ერთი ყველაზე ადრეული მაგალითი.
თუმცა, ეს უკანასკნელი ალბათ ნაკლებად სავარაუდოა, რადგან ადგილს (კლდოვანი მთის მწვერვალზე, ხეობიდან 1 კილომეტრის სიმაღლეზე) არ აქვს წყლის წყარო. ეს კრიტიკული იქნებოდა ადამიანთა გრძელვადიანი დასახლებისთვის, თუმცა ქვემოთ მდებარე ველს ექნებოდა სახნავი მიწა და წყალი.
გიობელქი-თეფე გერმანელმა არქეოლოგმა კლაუს შმიდტმა პირველად 1963 წელს აღმოაჩინა. მაშინ არქეოლოგი ამტკიცებდა, რომ აღმოჩენა მსოფლიოში პირველი ტაძარი იყო. თუ ეს ასეა, ეს იქნებოდა მომთაბარე მონადირე-შემგროვებელთა ჯგუფების თაყვანისცემის ადგილი ფართო ტერიტორიებიდან.
ბოლოდროინდელმა კვლევებმა ახალი იდეები გააჩინა
შმიდტი ხელმძღვანელობდა გათხრებს 1995 წლიდან 2014 წლამდე. მას შემდეგ მუშაობას აწარმოებდნენ სტამბოლის უნივერსიტეტი, შანლიურფას მუზეუმი და გერმანიის არქეოლოგიური ინსტიტუტი. კვლევებს თურქი არქეოლოგი დოქტორი ნეჯმი კარლი ხელმძღვანელობდა.
არქეოლოგიური აღმოჩენა 2018 წელს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლად დასახელდა, რადგან ის არის "ადამიანის მიერ შექმნილი მონუმენტური არქიტექტურის ერთ-ერთი პირველი ნიმუში" და აქვს "გამორჩეული უნივერსალური ღირებულება".
რა არის განსაკუთრებული გიობექლი-თეფეში?
ბევრის აზრით, ერთ-ერთი უძველესი, თუ არა უძველესი, ტაძარი მსოფლიოში შედგება ტაძრების კომპლექსისგან, რომელიც სავარაუდოდ აშენებულია მონადირე-შემგროვებელთა კულტურის მიერ დაახლოებით 12 000 წლის წინ. ამ სტრუქტურის აღმოჩენამდე ითვლებოდა, რომ მხოლოდ აგრარული (მეურნეობის) კულტურები აღმართავდნენ მსგავს ტაძრებს.
მის აღმოჩენამდე და გარკვეულწილად დღესაც რეგიონს ადგილობრივები მიწათმოქმედებისთვის იყენებდნენ. სამწუხაროდ მათ არ იცოდნენ და ისინი შემთხვევით ანადგურებდნენ ფასდაუდებელ ნივთებს!
მას შემდეგ, რაც დადასტურდა, რომ ადგილი უძველესია, დიდი ძალისხმევა გახდა საჭირო გათხრებისა და არტეფაქტების დასცავად. 2017 წელს, გეოფიზიკურმა გამოკვლევებმა აღმოაჩინეს 200-ზე მეტი ობელისკი და კიდევ 15 ტაძარი დამარხული მიწის ქვეშ, რაც იმას ნიშნავს, რომ უახლოეს წლებში კიდევ ბევრი რამის აღმოჩენაა შესაძლებელი.
ჯერჯერობით, ყველაზე დიდი ტაძარი, რომელიც გათხრილია, დაახლოებით 30 მეტრი სიგრძისაა და აერთიანებს დიდ სვეტებს, რომელთა წონა თითო 40-დან 60 ტონამდეა. ამ სვეტების უმეტესობაზე ამოტვიფრულია გარეული ცხოველების სურათები და სხვა იდუმალი რელიეფები, რომლებიც ჯერ ბოლომდე არ არის გასაგები.
მნიშვნელოვანია, რომ აღმოჩენები ახლაც კი თითქმის ყოველდღე კეთდება და ჯერ კიდევ ბევრი რამ გვაქვს გასაგები.
არის თუ არა გიობექლი-თეფე უძველესი ცივილიზაციის შექმნილი და რატომ მიატოვეს ის?
არსებობს მრავალი მიზეზი, რის გამოც ადამიანები ტოვებენ ისეთ ადგილებს როგორიცაა გიობელქი-თეფე. მათ შორის უმთავრესია ომი და კლიმატის ცვლილება, ან უბრალოდ ის, რომ ობიექტმა დროთა განმავლობაში დაკარგა აქტუალობა.
თუ საქმე რელიგიასთან გვაქვს ეს შეიძლება მართლაც უძველესი ცივილიზაციის კვალი იყოს. მეორე საკითხია რამდენად იყო ეს ცივილიზაცია და შეიძლება უბრალოდ ტომების შეკრების ადგილთან გვქონდეს საქმე.
საინტერესოა, რომ ნამარხი ბევრად ძველია ვიდრე სხვა მეგალითები, მაგალითად სტოუნჰენჯი. ის ასევე უფრო ძველია, ვიდრე გიზის პირამიდები.
ჯერ ბევრი რამ არ ვიცით, მაგრამ ერთი რამ ფაქტია, ეს ჯერჯერობით უძველესი ნაგებობებია რაც კი ოდესმე აღმოგვიჩენია. დანარჩენს შემდგომი კვლევები იტყვის.
კომენტარები