ტესტი ჩაბარებულია — Porsche 911 Dakar-ის მსოფლიო პრემიერა ლოს-ანჯელესის ავტოშოუზე გაიმართება
ფოტო: თეგეტა
- Porsche 911 Dakar-მა თოვლზე, ყინულზე, ქვიშასა და ხრეშზე ურთულესი გამოცდები უკვე ჩააბარა;
- სპორტული ავტომობილების ფლაგმანის 911-ის განსაკუთრებულ ვერსიას, ახალ 911 Dakar-ს, გერმანული პრემიუმ ბრენდი 16 ნოემბერს ლოს-ანჯელესის ავტოშოუზე წარადგენს (შოუ თბილისის დროით 17 ნოემბერს, 06:00-ზე გაიმართება).
პირველი ორკარიანი სპორტქარი სოლიდური ოფროუდშესაძლებლობებით — Porsche 911-ის ახალმა ვერსიამ ავტომოყვარულებს კიდევ ერთხელ უნდა გაახსენოს პორშეს ტრიუმფი პარიზ-დაკარის რალიზე, რომელსაც სპორტული ავტომობილების გერმანულმა მწარმოებელმა გადაკეთებული 911-ით 1984 წელს მიაღწია. მაშინ პორშემ პირველად გამოიყენა სრული ამძრავი.
10 000-კილომეტრიანი ტესტი ოფროუდზე
ფოტო: თეგეტა
პროექტის ხელმძღვანელმა, ახიმ ლამპარტერმა და მისმა გუნდმა ავტომობილს ურთულესი გამოცდა მოუწყვეს. 911 Dakar მთელი მსოფლიოს მასშტაბით ექსტრემალურ პირობებში გაიტესტა — ავტომობილმა, ჯამში, ნახევარ მილიონ კილომეტრზე მეტი დაფარა, მათ შორის 10 000 კილომეტრზე მეტი უგზოობაზე. მაგალითად, მანქანის შესაძლებლობები სამხრეთ საფრანგეთში, Chateau Lastours-ის სატესტო ტრეკზეც გამოცადეს.
"აქ დაკარის გუნდები ხშირად ჩამოდიან, რათა თავიანთი ავტომობილები ევროპის რალის წინ გატესტონ", — აცხადებს პორშეს ტესტ-დრაივერი, რომენ დიუმა.
მას თავიდან ძალიან გაუკვირდა, როცა შეიტყო, რომ Chateau Lastours-ის რთულ ტრეკზე 911 უნდა გაეტესტათ, მაგრამ გაოცება მალევე აღფრთოვანებაში გადაიზარდა — 911 Dakar-მა ოფროუდზე იმედები გაამართლა. გაზრდილი კლირენსი და გაძლიერებული სავალი ნაწილი რალისთვის დამახასიათებელ სირთულეებს უნაკლოდ გაუმკლავდა. დიუმას თქმით, ასეთ პირობებში არც გრძელი დრიფტი წარმოადგენდა სირთულეს.
"კარგად ვიცოდი, რა შეუძლია 911-ს კარგ გზაზე, მაგრამ გაოცებული დავრჩი ავტომობილის შესაძლებლობებით ხრეშზე", — ამბობს ის.
გამოცდა ყინულსა და თოვლზე
ფოტო: თეგეტ
911 Dakar, რა თქმა უნდა, რალის ორგზის მსოფლიოს ჩემპიონმა, ლეგენდარულმა ვალტერ რიორლმაც გატესტა. მან Porsche 911-ის ეს განსაკუთრებული ვერსია არიეპლუგში (შვედეთი) გამოცადა. ავტომობილი გაყინულ ტბებზე და თოვლშიც გაიტესტა. პორშეს ელჩი, ვალტერ რიორლი ამბობს, რომ "ეს მანქანა გამაოგნებელია. სოლიდურად ფუნქციონირებს, ყოველგვარი ნერვიულობის გარეშე. ალბათ პორშეს მომხმარებელს ვერც კი წარმოუდგენიათ ის, რაც ამ მანქანას უგზოობაზე შეუძლია. თუმცა ეს მანამ, სანამ მას თვითონ არ გამოცდიან".
ინტენსიური სატესტო პროგრამა უდაბნოებში
ფოტო: თეგეტა
გამოცდა Porsche 911 Dakar-მა ქვიშის დიუნებზეც წარმატებით ჩააბარა — ავტომობილს დუბაისა და მაროკოში 45 გრადუს სიცხეში ცდიდნენ.
"911 Dakar-მა უდაბნოშიც სოლიდური პერფორმანსი აჩვენა", — აცხადებს 911 და 718 სამოდელო რიგის ხელმძღვანელი, ფრანკ მოზერი და ამბობს, რომ "მცირე წონის, ამაღლებული კლირენსის, მძლავრი უკან ჩადგმული ძრავისა და თვლების მოკლე ბაზის შესანიშნავი კომბინაციით გამორჩეული მოდელი უდაბნოს მძიმე პირობებსაც შესანიშნავად ართმევს თავს. საჰარაში მისმა მართვამ უდიდესი სიამოვნება მომანიჭა".
ფოტო: თეგეტა
911 Dakar პორშეს კიდევ ერთმა ელჩმა, იორგ ბერგმაისტერმაც გატესტა, რომელიც მანქანის სვლის დინამიკაზე ამახვილებს ყურადღებას: "ვერ ვიფიქრებდი, რომ ავტომობილი ასეთი კლირენსით, ასფალტზეც კი, ისე მოქმედებს, როგორც Porsche 911-ზე ხარ მიჩვეული".
დამუხრუჭების შესაძლებლობებს აფასებს პორშეს განვითარების დეპარტამენტის ტესტ-დრაივერი, ლარს კერნი და ამბობს: "თავიდან ამ ავტომობილის უგზოობაზე ბოლომდე დატვირთვას ვერც ვბედავდი, მოგვიანებით გავბედე. ძალიან კმაყოფილი ვარ. თვით ABS-იც კი ხრეშზე დამუხრუჭებისთვისაა ოპტიმიზებული. გასაოცარია, რა მოჭიდებას გვთავაზობენ ეს ოფროუდსაბურავებიც. მანქანა ძალიან სასიამოვნო სამართავია".
Porsche-ს მოყვარულების ყურადღება ახლა ლოს-ანჯელესისკენ არის მიმართული, სადაც გერმანული ავტოგიგანტი გამორჩეული მოდელის პრემიერას გეგმავს.
Porsche-ს საქართველოში ოფიციალურად პორშე ცენტრი თბილისი 2011 წლიდან წარმოადგენს. კომპანია მომხმარებელს პრემიუმ ბრენდის უახლეს ავტომობილებს, ასევე სრულ სადიაგნოსტიკო და სარემონტო მომსახურებას, ორიგინალ ნაწილებსა და აქსესუარებს სთავაზობს. შოურუმის გარდა, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, კომპანიის ვებგვერდზე კონფიგურატორის დახმარებით სასურველი კომპლექტაციის მოდელი საკუთარი გემოვნებით ააწყოს, რომლის ჩამოყვანასაც პორშე ცენტრი თბილისი უზრუნველყოფს.
-
ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი
გადახედვა
-
გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა
გადახედვა
-
ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი
გადახედვა
-
ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი" საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი"
გადახედვა
-
სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება
გადახედვა
-
100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის 100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის
-
Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა
გადახედვა
-
10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში 10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში
გადახედვა
-
19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა 19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა
გადახედვა
-
ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ? ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ?
-
ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის კრიზისი დასტაბილურდა — ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის კრიზისი დასტაბილურდა — ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა
გადახედვა
-
გიორგი ბარამიძე დააკავეს გიორგი ბარამიძე დააკავეს
გადახედვა
-
WSJ: ირანმა ბალისტიკური რაკეტების წარმოება განაახლა WSJ: ირანმა ბალისტიკური რაკეტების წარმოება განაახლა
გადახედვა
-
კაია კალასს მიაჩნია, რომ ევროპულ პროკურატურას რუსეთისთვის სანქციების აცილებაში დამხმარეთა დასჯის უფლება უნდა მიენიჭოს კაია კალასს მიაჩნია, რომ ევროპულ პროკურატურას რუსეთისთვის სანქციების აცილებაში დამხმარეთა დასჯის უფლება უნდა მიენიჭოს
გადახედვა
-
დავით ჯინჭარაძე და თეონა ჭალიძე რუსთაველის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მერიას 3 მოთხოვნით მიმართავენ დავით ჯინჭარაძე და თეონა ჭალიძე რუსთაველის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მერიას 3 მოთხოვნით მიმართავენ
გადახედვა
-
საფარი: 20 წელი მიესაჯა პირს, რომელმაც ბავშვზე სექსუალურად იძალადა და ქვეყნიდან გაიქცა საფარი: 20 წელი მიესაჯა პირს, რომელმაც ბავშვზე სექსუალურად იძალადა და ქვეყნიდან გაიქცა
გადახედვა
-
"ამოიღეთ ხმა" — შალვა ნათელაშვილი საპატრიარქოს დავით გარეჯის საკითხზე რეაგირებისკენ მოუწოდებს "ამოიღეთ ხმა" — შალვა ნათელაშვილი საპატრიარქოს დავით გარეჯის საკითხზე რეაგირებისკენ მოუწოდებს
გადახედვა
-
ირაკლი ზარქუა: წარმოიდგინეთ, კუბილიუსებმა, ანა ფოტიგებმა, რაისა "კომუნისტკებმა" და მარტა კოსებმა უნდა დაგვიწესონ როგორ ვიცხოვროთ ირაკლი ზარქუა: წარმოიდგინეთ, კუბილიუსებმა, ანა ფოტიგებმა, რაისა "კომუნისტკებმა" და მარტა კოსებმა უნდა დაგვიწესონ როგორ ვიცხოვროთ
გადახედვა
-
შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა "იკუმშება" შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა "იკუმშება"
გადახედვა
-
ძაღლის განავალი ალექს გიბნიზე მეტ პატივისცემას იმსახურებს — მასკმა გათათხა რეჟისორი, რომელმაც მასზე ფილმი გადაიღო ძაღლის განავალი ალექს გიბნიზე მეტ პატივისცემას იმსახურებს — მასკმა გათათხა რეჟისორი, რომელმაც მასზე ფილმი გადაიღო
გადახედვა
კომენტარები