"მონაცემთა შუამავლები", აქტივიზმი და Datafest Tbilisi — ინტერვიუ ანჟელეს ბრიონესთან
17-დან 19 ნოემბრის ჩათვლით საქართველოში DataFest Tbilisi გაიმართება, რომელიც აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში ყველაზე მასშტაბური მონაცემთა ფესტივალია. კონფერენცია Rooms Hotel-სა და ონლაინ, Zoom-ში ჩატარდება.
DataFest Tbilisi ყოველწლიური ღონისძიებაა და ის ამჯერად მეექვსედ ტარდება. ფესტივალის ფარგლებში ასობით სტუმრის წინაშე 40-ზე მეტი სპიკერი წარდგება, რომლებიც 5 ძირითად თემაზე ისაუბრებენ. ესენია: მონაცემთა ანალიტიკა, მონაცემთა ჟურნალისტიკა, მონაცემთა ვიზუალიზაცია, მონაცემთა აქტივიზმი და ღია მმართველობა, მონაცემთა მეცნიერება და ხელოვნური ინტელექტი.
DataFest Tbilisi-ის ერთ-ერთი სპიკერი ანჟელეს ბრიონესია. ის არის მკვლევარი დიზაინის მიმართულებით Density Design Research lab-ში და პროფესორი დიზაინის სკოლა Politecnico di Milano-ში. მისი კვლევითი ინტერესები მონაცემთა ვიზუალიზაციასა და მონაცემთა აქტივიზმს მოიცავს.
ანჟელესი თავის საქმიანობაზე, DataFest-ის ღონისძიების მნიშვნელობასა და თანამედროვე სამყაროში მონაცემთა ვიზუალიზაციის როლზე მესაუბრა. მან მითხრა, რომ ის ჩილეში დაიბადა და აქვე ისწავლა დიზაინი, რა დროსაც კონცენტრირდა ინფორმაციულ დიზაინსა და ტიპოგრფუიულ კვლევებზე.
"სწავლის დასრულების შემდეგ დავიწყე ლექციების კითხვა უნივერსიტეტში და კვლევების კეთება Information Design UC ჯგუფში. ამ კვლევით ჯგუფთან ერთად ჩვენ შევიმუშავეთ რამდენიმე გამოყენებითი კვლევითი პროექტი ინფორმაციის დიზაინში საჯარო სერვისებისთვის, როგორიცაა საინფორმაციო სისტემა სანტიაგოში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომხმარებლებისთვის", — მითხრა ანჟელესმა.
სწავლის დასრულების შემდეგ ანჟელესი საცხოვრებლად მილანში გადავიდა და მუშაობა Politecnico di Milano-ში დაიწყო. ის იკვლევდა თუ როგორ არის მონაცემთა ვიზუალიზაცია აქტივიზმის ინსტრუმენტი.
2019 წელს დაამთავრა დოქტორანტურა და ახლა ასევე მუშაობს როგორც ფრილანსერი. ის მონაცემთა ვიზუალიზაციას იყენებს როგორც კვლევის, თანამშრომლობისა და კომუნიკაციების ინსტრუმენტს.
შეკითხვაზე, თუ რა არის ის ძირითადი თემები, რომლებზეც DataFest-ზე ისაუბრებს ანჟელესმა მიპასუხა, რომ აქტივიზმისთვის მონცემთა ვიზუალიზაცია უნდა მიჰყვეს ჰაკერულ და ღია წყაროებს. ხოლო მთავარი თემა რომელზეც გამოსვლისას ისაუბრებს ისაა, რომ ძირითადი ვიზუალიზაცია, რომელიც გამოიყენება მონაცემთა აქტივიზმის პროექტებში, არ ასახავს მათი წარმოების პროცესს. ამაში იგულისხმება ის თუ როგორ შეგროვდა მონაცემები, ვის მიერ, რა მოტივაციებით, როგორ დამუშავდა, რა ანალიზი გაკეთდა და რა ინსტრუმენტებით შეიქმნა ვიზუალიზაცია. ეს ნიშნავს, რომ ყველაფერი პირდაპირ არ უნდა მივიღოთ და საჭიროა ჩაღრმავება. უნდა ვიცოდეთ რა როგორ იქმნება.
ანჟელესი ზოგადად მონაცემების ვიზუალიზაციასა და აქტივიზმზეც მესაუბრა. მისი თქმით, მონაცემთა აქტივიზმი არის იმ სახის აქტივიზმი, რომელიც კრიტიკულად უდგება ძალაუფლებას და ცდილობს სოცილური ცვლილებების მოხდენას. მაშინ როდესაც მონაცემთა ვიზუალიზაცია არის მონაცემთა ვიზუალური წარმოდგენა მონაცემების ინფორმაციად გარდაქმნისთვის.
"მონაცემთა ვიზუალიზაციის როლი, როდესაც ის მონაცემთა აქტივიზმის ინსტრუმენტად გამოიყენება, არის კონფლიქტების გამოვლენა და თვალსაჩინო მტკიცებულების წარმოდგენა, რომელიც ხელისუფლების წარმომადგენლებმა შეიძლება არ დაგვანახონ. ამავდროულად მსგავსი აქტივიზმის როლი კონფლიქტის მიზეზების გარკვევაში უნდა იყოს", — მითხრა ანჟელესმა.
ამ პერსპექტივიდან, მას მიაჩნია, რომ ადამიანები, რომლებიც ჩართული არიან მონაცემთა ვიზუალიზაციაში აქტივიზმისთვის, იღებენ "მონაცემთა შუამავლების" როლს, რომლებსაც შეუძლიათ მონაცემები არაექსპერტებისთვისაც გასაგები გახადონ. ეს კი ხდება მონაცემების ვიზუალური ფორმით თარგმნით. შესაბამისად, ინფორმაციის დიზაინი არის მონაცემებისთვის ფორმის მიცემის პრაქტიკა, რათა ის გახდეს მნიშვნელოვანი და ეფექტიანი.
ანჟელესთან იმაზეც ვისაუბრე თუ რა როლი აქვს მონაცემებს თანამედროვე სამყაროში და რას ფიქრობს ის DataFest-ის შესახებ.
"დღეს ბევრი ამბობს, რომ მონაცემები ახალი ნავთობია, თუმცა, მონაცემები ყოველთვის იყო. ახლა ერთი განსხვავებაა, გვაქვს ტექნოლოგიები, რითაც მათი აღრიცხვა და დამუშავება ხდება", — მითხრა ანჟელემ.
მისი თქმით, გარდა მონაცემთა როლის განსაზღვრისა მნიშვნელოვანია ისეთი სივრცეები და ღონისძიებები როგორიცაა DataFest. ეს მნიშვნელოვანია განათლებისთვის და იმისთვის, რომ უკვეთ გავუმკლავდეთ თანამედროვე გამოწვევებს და ხელი შევუწყოთ სოციალურ ცვლილებებს.
შეგახსენებთ, რომ DataFest Tbilisi-ის ორგანიზატორია ფორსეტი, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციის, კრეატიული სააგენტოს, დიზაინის სტუდიისა და დეველოპერული კომპანიის უნიკალური ჰიბრიდია. მისი მიზანია სოციალურად მნიშვნელოვან თემებზე საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდა მონაცემების, დიზაინისა და ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით.
ფესტივალის მთავარი პარტნიორები საქართველოს ბანკი, Grant Thornton, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო, ევროპის საბჭო და თბილისის მერია არიან. პარტნიორები AskGov.ge, National Endowment for Democracy, Tactical Tech, Alliance of Democracies, ევროკავშირი და პარტნიორობა ღია მმართველობისთვის. ქომიუნითი პარტნიორები Tbilisi School of Communication, WiFisher, მედია პარტნიორები კი არიან: NEXT.On.ge, On.ge, Marketer და Entrepreneur არიან. ღონისძიების მხარდამჭერები Zinc Network, D Block, CRISP Berlin არიან.
ბილეთების შესაძენად ეწვიეთ ფესტივალის ვებგვერდს www.datafest.ge
ასევე იხილეთ:
კომენტარები