Undark-ის მიერ გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, მისი ავტორი, Northumbria University-ის ბიომეცნიერების მკვლევარი, დევიდ პირსი, იკვლევს, თუ როგორ გავლენას ახდენს კოსმოსი ჩვენს მუცელში არსებულ მიკრობიომაზე. თავის მხრივ, მიკრობიომა ჩვენს სხეულში არსებული მიკროორგანიზმების (ბაქტერიები, სოკოები, ვირუსები და ა.შ.) ერთობლიობაა, რომელიც საჭიროა ჩვენი ორგანიზმის ფუნქციონირებისთვის და გავლენას ახდენს იმუნურ სისტემაზე.

დევიდ პირსი ახლა ცდილობს გაარკვიოს, კოსმოსში მოგზაურობის დროს, შევლენ თუ არა ასტრონავტები ისეთ მდგომარეობაში რასაც "დისბიოზი" ეწოდება, რომლის დროსაც მნიშვნელოვნად და შესაძლოა საშიში გზებითაც მოხდეს მიკრობიომის ცვლილება.

მას გაუჩნდა კითხვა: "იქნება თუ არა დისბიოზი მნიშვნელოვანი პრობლემა იმ ასტრონავტისთვის, რომელიც დიდ დროს ატარებს კოსმოსში და შეუშლის თუ არა ეს მის ორგანიზმს ხელს ნორმალურად ფუნქციონირებაში?"

მიტოქონდრია

რადგან კოსმოსშსი მხოლოდ 600-მდე ადამიანია ნამყოფი, ამ კვლევის ზუსტი შედეგის მიღება რთულია. 2020 წელს ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ სივრცეში ამ ცვლილებების უკან შეიძლება ერთი ბიოლოგიური ორგანელა — მიტოქონდრია იმალებოდეს. ამ კვლევაზე 200-ზე მეტი მეცნიერი მუშაობდა და ის ჟურანლ Cell-ში გამოქვეყნდა.

მთავარი კითხვა რაზეც ისინი ფოკუსირდნენ, იყო: "არსებობს თუ არა "გადამრთველი", რომელსაც შეეძლება მთელი სხეულის შეცვლა კოსმოსში".

ფოტო: iStockphoto

მიტოქონდრია არის ორგანელა, რომელიც მუშაობს ჩვენი სხეულის უჯრედების გასაძლიერებლად, საკვები ნივთიერებების ენერგიად გარდაქმნის მიზნით. მკვლევრებმა შეამჩნიეს, რომ მიტოქონდრია დისტრესირებული იყო ისეთ გარემოში, როგორიცაა კოსმოსი, რამაც გამოიწვია ცვლილებები ასტრონავტების მეტაბოლიზმში და იმუნურ სისტემაში. კვლევაში აღნიშნულია, რომ ეს ცვლილებები შეიძლება კავშირში იყოს იმ სხვა პრობლემებთან რომლებსაც ასტრონავტები განიცდიან: ძვლის და მხედველობის პრობლემები, კუნთების მასის კარგვა და ასე შემდეგ.

"ახალი კვლევის შედეგები გვეხმარება გავიგოთ მიკროგრავიტაციის გავლენა უჯრედის ელექტროსადგურზე: მიტოქონდრიაზე. ეს შედეგები მივიღეთ წლების განმავლობაში შეგროვებული მონაცემებით, 59 ასტრონავტის ნიმუშების ჩათვლით".

კვლევა ხაზს უსვამს იმას, რომ ჯერ კიდევ შესაფასებელია, წარმოიქმნება თუ არა ეს ცვლილებები სხვა პროცესების შედეგად, თუ თავად მიტოქონდრია იწვევს მათ ორგანიზმში.

ფოტო: NASA

ამავდროულად, 2022 წლის იანვარში, რეიჩელ დემპსიმ, Translational Research Institute for Space Health (TRISH)-ის კომუკიაციების ოფიცერმა, CES 2022-ზე კონფერენციის დროს განაცხადა, რომ არსებობს რამდენიმე საფრთხე, რომელიც ჯერ კიდეც საჭიროებს შესწავლას, როდესაც საქმე ეხება ადამიანის კოსმოსში ფრენას.

ესენია: იზოლაცია, გრავიტაციის ნაკლებობა, კოსმოსური გამოსხივებები და დედამიწიდან დიდ დისტანციაზე სამედიცინო დახმარების განხორციელება.

"საჭიროა მეტი ინფორმაცია ცალკეული ასტრონავტისა და მათი მიკრობების შესახებ. ამჟამად შეუძლებელია იმის შეფასება თუ როგორ შეიცვლება ადამიანის მიკორბიომა დიდი დროით მარსზე მოგზაურობისას, რადგან საერთაშორისო კოსმოსური სადგური შედარებით ხანმოკლე დროით რჩება იქ", — აცხადებს დევიდ პირსი.

თუმცა, რადგან NASA ასეთ მოგზაურობას 2030-იანი წლების ბოლოს ან 2040-იანი წლების დასაწყისში გეგმას, მკვლევარებმა უნდა გამონახონ დრო და რესუსრები, რათა უკეთ გაიგონ რა როლი შეიძლება ჰქონდეს მიკრობიომის შესაძლო ცვლილებას ასტრონავტის ჯანმრთელობაში.

ამ დღის დადგომამდე, მეცნიერებმა უნდა გააგრძელონ მათთვის ხელმისაწვდომი კვლევების შესწავლა. მათ შორის შედის კვლევები, რომლებიც ხმელეთზე ქმნიან კოსმოსის გარემოს, თავად კოსმოსში არსებული დაკვირვებები და ის გამოკვლევები, რომლთა მიზანიცაა დედამიწაზე მყოფი ადამიანების მიკრობიომის უკეთ შესწავლა.

"არ არსებობს მხოლოდ ერთი გზა, რომელიც მოგვცემს იმ პასუხს რაც გვჭირდება," — თქვა დევიდ პირსმა. საჭიროა მეცნიერებმა ბევრ ხერხს მიმართონ რათა საბოლოოდ მივიღოთ პასუხი კითხვაზე — რა გავლენა აქვს კოსმოსში მოგზაურობას ადამიანის ორგანიზმზე.