გილდიას შეფასებით, მაყაშვილის მოხსნა არაპროპორციული და გაუმართლებელი ჩარევაა და მსახიობთა დაშინებას ისახავს მიზნად
კულტურისა და მედიის დამოუკიდებელი პროფკავშირები გილდია, სოციალურ ქსელში თამარ მაყაშვილის შესახებ განცხადებას ავრცელებს.
რატომ არის მნიშვნელოვანი: იმედის ეთერში მსახიობმა თამარ მაყაშვილმა თქვა ფრაზა — "აცვია ხულელი ბავშვივით რაღაცა საშინელი ბეშუმური კაბა" — რასაც საზოგადოების კრიტიკა მოჰყვა.
- მოქალაქეები მსახიობს დისკრიმინაციული განცხადების გამო ბოდიშის მოხდას სთხოვდნენ.
- მაყაშვილმა არაერთხელ მოიხადა ბოდიში და თქვა, რომ ნანობს.
- ამის მიუხედავად, ბათუმის დრამატული თეატრის ხელმძღვანელმა, ქართული ოცნების ყოფილმა დეპუტატმა, ნუკრი ქანთარიამ ის მიმდინარე რეპერტუარიდან მოხსნა.
გილდია აცხადებს, რომ მსახიობის ნათქვამი შეიცავდა იუმორისტული კონტექსტს, მაგრამ არაკორექტული იყო. მათთვის, გაუგებარია, მაყაშვილი ბოდიშის შემდეგ, რას ემსახურება სამხატვრო ხელმძღვანელის ქმედება, მაშინ, როცა მოსაზრება არც თეატრის სცენიდან და არც მასთან დაკავშირებული პლატფორმიდან არ გაჟღერებულა.
- ორგანიზაცია განმარტავს, რომ თეატრს, როგორც დამსაქმებელს აქვს უფლება, გაემიჯნოს მოსაზრებას, მაგრამ არ აქვს უფლება, ჩაერიოს გამოხატვის თავისუფლებაში და გააკონტროლოს, სად რა განცხადებას გააკეთებს მსახიობი.
- "შრომის კოდექსის მე-2 მუხლის თანახმად, შრომითი ურთიერთობა წარმოადგენს სამუშაოს შესრულებას დამსაქმებლის მიერ ორგანიზებულ პირობებში განსაზღვრულ დროსა და ადგილზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს ურთიერთობა შემოსაზღვრულია მხოლოდ იმ დროითა და ადგილით, რომელშიც და სადაც სრულდება სამუშაო. შესაბამისად, დამსაქმებელი არ არის უფლებამოსილი, რაიმე ღონისძიება გაატაროს სამუშაო დროისა და ადგილის მიღმა მომხდარ ფაქტებზე", — აცხადებს ორგანიზაცია.
დეტალები: გილდია ხაზს უსვამს, რომ მაყაშვილის დასჯას სოციაურ ქსელებში აქტიურად ითხოვდნენ აჭარის მთავრობის წარმომადგენლები და მუნიციპალიტეტების თანამშრომლები. მათი თქმით, ჩნდება ეჭვი, რომ ქანთარიას გადაწყვეტილებაზე ამან იქონია გავლენა, რაც საფრთხეს უქმნის თეატრის დამოუკიდებლობასა და შემოქმედებით საქმიანობას.
- გილდიას შეფასებით, სამხატვრო ხელმძღვანელის გადაწყვეტილება არის არაპროპორციული და გაუმართლებელი ჩარევა კონსტიტუციით გარანტირებული გამოხატვის თავისუფლებაში და მხოლოდ მსახიობთა დაშინებას ისახავს მიზნად.
- მათივე თქმით, მსახიობის რეპერტუარიდან მოხსნა არის დისკრიმინაცია აზრის გამოხატვის ნიშნით, რაც გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს არა მხოლოდ მაყაშვილის, არამედ მსახიობების როგორც შრომით უფლებებს, ასევე, გამოხატვის თავისუფლებას.
- "აღნიშნული ქმედება წარმოადგენს პოპულისტურ გადაწყვეტილებას, რასაც შესაძლოა მსუსხავი ეფექტი ჰქონდეს — ის ხაზს უსვამს, რომ მსახიობის ნებისმიერი პირადი ხასიათის განცხადებამ შეიძლება, მისი შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა განაპირობოს", — ვკითხულობთ განცხადებაში.
ორგანიზაცია მიმართავს თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს, ბათილად ცნოს გადაწყვეტილება და უზრუნველყოს თეატრში შრომითი უფლებების დაცვის მაღალი სტანდარტი.
- "მხარს ვუჭერთ მსახიობ თამარ მაყაშვილს და სოლიდარობისკენ მოვუწოდებთ მის კოლეგებს. დღეს ერთი მსახიობის უფლებების დარღვევა იმოქმედებს ზოგადად კულტურის სფეროში დასაქმებულთა უფლებებზე!" — ვკითხულობთ განცხადებაში.
-
შიო III-მ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო შიო III-მ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო
გადახედვა
-
აი, როგორი ელფოსტა მოგივათ, თუ OpenAI-ს მოდელი თქვენს ორგანიზაციას "დაჰაკავს" აი, როგორი ელფოსტა მოგივათ, თუ OpenAI-ს მოდელი თქვენს ორგანიზაციას "დაჰაკავს"
გადახედვა
-
"თბილისობასთან" დაკავშირებით, დედაქალაქის რამდენიმე ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა ეტაპობრივად იზღუდება "თბილისობასთან" დაკავშირებით, დედაქალაქის რამდენიმე ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა ეტაპობრივად იზღუდება
გადახედვა
-
Huawei-მ ტელეფონზე მისამაგრებელი კამერა გამოუშვა — იგი ზოგ ფლაგმანურ სმარტფონზე ძვირია Huawei-მ ტელეფონზე მისამაგრებელი კამერა გამოუშვა — იგი ზოგ ფლაგმანურ სმარტფონზე ძვირია
გადახედვა
-
ველისციხის სკოლაც არსებულ შენობაში გააგრძელებს სწავლას — პროტესტის შედეგი და შეთანხმება სამინისტროსთან ველისციხის სკოლაც არსებულ შენობაში გააგრძელებს სწავლას — პროტესტის შედეგი და შეთანხმება სამინისტროსთან
გადახედვა
-
აშშ-ში კრისტა პაიკის სიკვდილით დასჯა ჩაიშალა — ის ორ სასიკვდილო ინექციას გადაურჩა აშშ-ში კრისტა პაიკის სიკვდილით დასჯა ჩაიშალა — ის ორ სასიკვდილო ინექციას გადაურჩა
გადახედვა
-
ფაშინიანს მოქალაქეების მიერ მთავრობისთვის ერთი და იმავე საკითხზე წერილების გაგზავნაზე შეზღუდვების დაწესება სურს ფაშინიანს მოქალაქეების მიერ მთავრობისთვის ერთი და იმავე საკითხზე წერილების გაგზავნაზე შეზღუდვების დაწესება სურს
გადახედვა
-
რუსეთი ქვეყნიდან უნგრელ დიპლომატებს აძევებს რუსეთი ქვეყნიდან უნგრელ დიპლომატებს აძევებს
გადახედვა
-
შემოსავლების სამსახური განმარტავს, თუ რა უნდა გაითვალისწინოთ წელს ქონების გადასახადთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური განმარტავს, თუ რა უნდა გაითვალისწინოთ წელს ქონების გადასახადთან დაკავშირებით
გადახედვა
-
რატომაა პეპლების დაჭერა ასეთი რთული? — მეცნიერებმა მათი საიდუმლო ამოხსნეს რატომაა პეპლების დაჭერა ასეთი რთული? — მეცნიერებმა მათი საიდუმლო ამოხსნეს
გადახედვა
-
60%-მდე ფასდაკლება ელექტრონულ სატენდერო გარანტიაზე საქართველოს ბანკისგან 60%-მდე ფასდაკლება ელექტრონულ სატენდერო გარანტიაზე საქართველოს ბანკისგან
-
ბაქო-თბილისის სარკინიგზო მარშრუტს რეისები ემატება, მგზავრობის ფასი მცირდება — აზერბაიჯანის რკინიგზა ბაქო-თბილისის სარკინიგზო მარშრუტს რეისები ემატება, მგზავრობის ფასი მცირდება — აზერბაიჯანის რკინიგზა
გადახედვა
-
რა ვიცით კორნელის უნივერსიტეტში მომხდარი ჯგუფური გაუპატიურების საქმეზე რა ვიცით კორნელის უნივერსიტეტში მომხდარი ჯგუფური გაუპატიურების საქმეზე
გადახედვა
-
საფრანგეთში პროტესტმა 356 სკოლა მოიცვა, დაკავებულია 600-ზე მეტი ადამიანი — რას აპროტესტებენ? საფრანგეთში პროტესტმა 356 სკოლა მოიცვა, დაკავებულია 600-ზე მეტი ადამიანი — რას აპროტესტებენ?
გადახედვა
-
რუსეთის საპატრიარქო: პატრიარქ კირილმა საქართველოს ეკლესიის მეთაურს ძმური მოკითხვა და კეთილი სურვილები გადასცა რუსეთის საპატრიარქო: პატრიარქ კირილმა საქართველოს ეკლესიის მეთაურს ძმური მოკითხვა და კეთილი სურვილები გადასცა
გადახედვა
-
ისრაელის საელჩო მადლობას უხდის ქართული წარმოშობის ისრაელელ ექიმს, რომელმაც Flydubai-ს რეისზე დაჭრილი პილოტი გადაარჩინა ისრაელის საელჩო მადლობას უხდის ქართული წარმოშობის ისრაელელ ექიმს, რომელმაც Flydubai-ს რეისზე დაჭრილი პილოტი გადაარჩინა
გადახედვა
-
NASA-ს მავალმა მარსზე ტბების, ზედაპირქვეშა და ცხელი წყლების კვალს ერთ ადგილზე მიაგნო NASA-ს მავალმა მარსზე ტბების, ზედაპირქვეშა და ცხელი წყლების კვალს ერთ ადგილზე მიაგნო
გადახედვა
-
გარი კასპაროვის თქმით, ის გააფრთხილეს, რომ მისი სიცოცხლე საფრთხეშია გარი კასპაროვის თქმით, ის გააფრთხილეს, რომ მისი სიცოცხლე საფრთხეშია
გადახედვა
-
"ტელეიმედის" ჯამური ზარალი ₾500 მლნ-ს აღწევს — რა წერია არხის ფინანსურ ანგარიშში? "ტელეიმედის" ჯამური ზარალი ₾500 მლნ-ს აღწევს — რა წერია არხის ფინანსურ ანგარიშში?
გადახედვა
-
შსს ენმ-ს რიყის დოქებთან დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით აფრთხილებს შსს ენმ-ს რიყის დოქებთან დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით აფრთხილებს
გადახედვა
-
TORCAL-ის პრემიერა — ბენტლიმ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა TORCAL-ის პრემიერა — ბენტლიმ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
კომენტარები