IDFI გვარამიას შეწყალებას პრეზიდენტის პირად კონსტიტუციურ პასუხისმგებლობად განიხილავს
ფოტო: კადრი ვიდეოდან / მთავარი არხი
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი ნიკა გვარამიას პატიმრობაში დატოვებას განცხადებით ეხმაურება.
რატომ არის მნიშვნელოვანი: სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოქვეყნების შემდეგ კვლავ გააქტიურდა დისკუსია პრეზიდენტის მიერ გვარამიას შეწყალებასთან დაკავშირებით.
- IDFI-მ გვარამიას შეწყალების კონსტიტუციური წინაპირობები მიმოიხილა.
შეწყალების საფუძვლები: სამართლის დოქტრინა შეწყალების ინსტიტუტის სამ ტრადიციულ მიზანს განიხილავს:
- დამნაშავის პატიება, როგორც ჰუმანური აქტი.
- მართლმსაჯულების ხარვეზის გამოსწორება.
- სახელმწიფო ინტერესების დაცვა.
IDFI-ის შეფასებით, გვარამიას შეწყალება სწორედ სახელმწიფო ინტერესების დაცვას ემსახურება. რადგან:
- საქართველოს მოსახლეობის განცხადებული სურვილია ევროკავშირში გაწევრიანება.
- კანონი პრეზიდენტს ავალებს უფლებამოსილების ფარგლებში მიიღოს ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად.
- 2022 წლის 23 ივნისს ევროკავშირმა საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მიანიჭა და მიუთითა, რომ საქართველომ უნდა შეასრულოს ევროკომისიის 17 ივნისის მოსაზრებით განსაზღვრული 12 პრიორიტეტული ამოცანა – მედიის თავისუფლების დაცვა და პოლარიზაციის შემცირება მათ შორისაა.
გარდა ამისა, IDFI აქვეყნებს ევროსტრუქტურების მიერ მიღებულ დოკუმენტებს, სადაც ნიკა გვარამიას საქმე პირდაპირ არის მოხსენიებული.
- ევროპული პარლამენტის 2022 წლის 9 ივნისის რეზოლუცია „მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტთა უსაფრთხოების დარღვევების შესახებ“ პირდაპირ გმობს ნიკა გვარამიას დაპატიმრებას.
- ევროკომისია 17 ივნისის მოსაზრებაში მიუთითებს, მედიის მფლობელთა წინააღმდეგ სამართალწარმოება მოქმედებს მედიის თავისუფლებაზე და ასეთ საქმეებში საჭიროა უმაღლესი სამართლებრივი სტანდარტების დაკმაყოფილება სახელმწიფოს მხრიდან.
- პოლიტიკურად სენსიტიურ საქმედაა დასახელებული ნიკა გვარამიას დაკავება 12 აგვისტოს, ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის ანგარიშში.
ორგანიზაციის დასკვნით, პრეზიდენტის მიერ შეწყალების ინსტიტუტის გამოყენება თავსებადია შეწყალების ინსტიტუტის კონსტიტუციურ მიზნებთან.
- ერთ-ერთი მთავარი კრიტიკული მედიის დირექტორის დაკავება იქცეს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების ერთ-ერთ დამაბრკოლებელ გარემოებად.
- ნიკა გვარამიას შეწყალება საქართველოს პრეზიდენტის პირად კონსტიტუციურ პასუხისმგებლობად შეიძლება იქნეს განხილული.
-
რა არის Muse — Meta-ს ახალი AI აგენტი, რომელმაც აპლიკაციების რეიტინგში ChatGPT-ს გაუსწრო რა არის Muse — Meta-ს ახალი AI აგენტი, რომელმაც აპლიკაციების რეიტინგში ChatGPT-ს გაუსწრო
გადახედვა
-
თვალის სკანირებით შეიძლება გაიგოთ, რამდენად სწრაფად ბერდება თქვენი ორგანიზმი — კვლევა თვალის სკანირებით შეიძლება გაიგოთ, რამდენად სწრაფად ბერდება თქვენი ორგანიზმი — კვლევა
გადახედვა
-
კახა კალაძე: რუსთაველის გამზირზე ორი მიწისქვეშა გადასასვლელის გამაგრება მიმდინარეობს კახა კალაძე: რუსთაველის გამზირზე ორი მიწისქვეშა გადასასვლელის გამაგრება მიმდინარეობს
გადახედვა
-
ევროკავშირი სომხური ექსპორტის 80%-ზე ტარიფებს აუქმებს ევროკავშირი სომხური ექსპორტის 80%-ზე ტარიფებს აუქმებს
გადახედვა
-
კროსვორდი: გამოიცნობ ბრენდს სლოგანით? კროსვორდი: გამოიცნობ ბრენდს სლოგანით?
გადახედვა
-
ლაშა დარსალიამ აშშ-ის სახდეპის ინიციატივით გამართულ მაღალი დონის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა ლაშა დარსალიამ აშშ-ის სახდეპის ინიციატივით გამართულ მაღალი დონის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
გადახედვა
-
ტეილორ ლოტნერსა და მის მეუღლე, ტეილორ ლოტნერს, პირველი შვილი — ლენონ ტეილორ ლოტნერი შეეძინათ ტეილორ ლოტნერსა და მის მეუღლე, ტეილორ ლოტნერს, პირველი შვილი — ლენონ ტეილორ ლოტნერი შეეძინათ
გადახედვა
-
ისარგებლეთ საქართველოს ბანკის ქეშბექის შეთავაზებებით ბათუმში ისარგებლეთ საქართველოს ბანკის ქეშბექის შეთავაზებებით ბათუმში
-
ფაშინიანი: "ჩვენ ვსხედვართ ერთ სომხურ სკამზე" ფაშინიანი: "ჩვენ ვსხედვართ ერთ სომხურ სკამზე"
გადახედვა
-
გენპროკურორი კოვიდით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის მამას შეხვდა გენპროკურორი კოვიდით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის მამას შეხვდა
გადახედვა
-
საპატრიარქო: უნდა დადგინდეს, რა სამუშაოები მიმდინარეობს ქურმუხის ტაძრის ტერიტორიაზე და ვინ ახორციელებს საპატრიარქო: უნდა დადგინდეს, რა სამუშაოები მიმდინარეობს ქურმუხის ტაძრის ტერიტორიაზე და ვინ ახორციელებს
გადახედვა
-
დღეს, თბილისის მე-11 საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი გაიხსნა დღეს, თბილისის მე-11 საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი გაიხსნა
გადახედვა
-
ნახეთ: 6 წლის გოგომ რუბიკის კუბი უსწრაფესად ააწყო — ახალი მსოფლიო რეკორდი ქალებში ნახეთ: 6 წლის გოგომ რუბიკის კუბი უსწრაფესად ააწყო — ახალი მსოფლიო რეკორდი ქალებში
გადახედვა
-
ტექგიგანტების ხელმძღვანელები გაეროს უშიშროების საბჭოს AI-ს რეგულირებისკენ მოუწოდებენ ტექგიგანტების ხელმძღვანელები გაეროს უშიშროების საბჭოს AI-ს რეგულირებისკენ მოუწოდებენ
გადახედვა
-
Kordz-ის წინააღმდეგ სახელისუფლებო კამპანიის ფონზე გორში "კამარა ფესტივალი" გადაიდო — რა მოხდა? Kordz-ის წინააღმდეგ სახელისუფლებო კამპანიის ფონზე გორში "კამარა ფესტივალი" გადაიდო — რა მოხდა?
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ გაფრთხილებას აქვეყნებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ გაფრთხილებას აქვეყნებს
გადახედვა
-
მეცნიერებმა ენდომეტრიოზის მკურნალობის პოტენციურ გზას მიაგნეს მეცნიერებმა ენდომეტრიოზის მკურნალობის პოტენციურ გზას მიაგნეს
გადახედვა
-
რუსეთმა, ოკუპირებულმა ცხინვალმა და აფხაზეთმა საქართველოსგან ძალის გამოუყენებლობის შესახებ სამართლებრივი გარანტიები მოითხოვეს რუსეთმა, ოკუპირებულმა ცხინვალმა და აფხაზეთმა საქართველოსგან ძალის გამოუყენებლობის შესახებ სამართლებრივი გარანტიები მოითხოვეს
გადახედვა
-
როგორ შეიძლება დაგვხოცოს ხელოვნურმა ინტელექტმა? — 5 სცენარი როგორ შეიძლება დაგვხოცოს ხელოვნურმა ინტელექტმა? — 5 სცენარი
გადახედვა
-
ზელენსკიმ პუტინს "ნულოვანი პაციენტი" უწოდა, ვისგანაც ომის იდეა ვრცელდება ზელენსკიმ პუტინს "ნულოვანი პაციენტი" უწოდა, ვისგანაც ომის იდეა ვრცელდება
გადახედვა
-
ერთწლიანი ბოიკოტის შემდეგ, ნიდერლანდები ევროვიზიაზე ბრუნდება ერთწლიანი ბოიკოტის შემდეგ, ნიდერლანდები ევროვიზიაზე ბრუნდება
გადახედვა
კომენტარები