რა ვიცით რუსული სამხედრო გემების დაზიანებაზე, რაც რუსეთმა მარცვლეულის შეთანხმების ჩასაშლელად გამოიყენა
ფოტო: JOHNB_SCHNEIDER
უკრაინულ მედიებსა და სოციალურ ქსელებში ვრცელდება ფოტო-ვიდეო მასალა, რომელიც აჩენს ვარაუდს, რომ მინიმუმ 3 რუსული სამხედრო გემი დაზიანდა.
რატომ არის მნიშვნელოვანი: კუნძულ ზმეინის მცველების საკულტოდ ქცეული ფრაზა "რუსულო სამხედრო გემო, იძი ნა**ი" და რამდენიმე თვის შემდეგ ფლაგმან "მოსკოვის" ჩაძირვა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სიმბოლური გამარჯვება იყო, რომელსაც უკრაინამ მიაღწია.
- ამავდროულად, რუსეთი აქტიურად იყენებს ფლოტს მშვიდობიანი ქალაქების დასაბომბად, შესაბამისად, სამხედრო გემების დაზიანება უკრაინისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
- თუმცა, რუსეთმა ეს უკრაინის წინააღმდეგ გამოიყენა და მარცვლეულის შეთანხმება ჩაშალა, რაც არამხოლოდ უკრაინაში არამედ მსოფლიოში ჰუმანიტარული კრიზისის ასარიდებლად უმნიშვნელოვანესი იყო.
დეტალები: 29 ოქტომბერს რუსულ და უკრაინულ მედიებზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ სევასტოპოლში აფეთქებების ხმა ისმოდა — საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. გუბერნატორი აცხადებდა, რომ შავი ზღვის ფლოტი დრონების თავდასხმას იგერიებდა.
- მოგვიანებით, უკრაინის შს მინისტრის მრჩეველმა, ანტონ გერაშენკომ გაავრცელა სევასტოპოლის ნავსადგურში გადაღებული აფეთქების კადრები.
- გერაშენკო წერდა, რომ დაუდასტურებელი ინფორმაციით, 4 გემი დაზიანდა, მათ შორის, ფლაგმანი "ადმირალი გრეგოროვიჩი".
- ეს გემი საკრუიზო რაკეტების მატარებელია და სწორედ მას იყენებდნენ რუსები ვინიცის დასაბომბად.
- აღსანიშნია ისიც, რომ რუსული გემების დაზიანებაზე უკრაინას ოფიციალური პასუხისმგებლობა არ აუღია და არც გენერალური შტაბის დღევანდელ მონაცემებში ასახულა.
ვრცლად: რუსეთმა სევასტოპოლში თავდასხმები დაადასტურა და ამტკიცებდა, რომ უკრაინელების სამიზნე 1 გემი სამოქალაქო იყო, სხვები კი მონაწილეობენ "მარცვლეულის დერეფნის" უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.
- მათივე მტკიცებით, უკრაინამ ბრიტანელი სპეციალისტების ჩართულობით, გამოიყენა 9 უპილოტო საფრენი აპარატი და 8 ავტომატიზებული საზღვაო დრონი, რის შედეგადაც "უმნიშვნელოდ დაზიანდა" მხოლოდ ერთი გემი — "ივან გოლუბეცი"
- თუმცა, როგორც უკრაინსკა პრავდა წერს, ამ დღეს მინიმუმ 3 სამხედრო გემი, მათ შორის "ადმირალი გრეგოროვიჩი" დაზიანდა.
- ასევე, მოხალისეთა ჯგუფის, GeoConfirmed-ის გამომძიებლებმა გავრცელებული კადრების ანალიზით დაადგინეს, რომ "ადმირალ გრეგოროვიჩს" და "ადმირალ მარაკოვს", დრონები შეეჯახა, რასაც აფეთქება მოჰყვა.
- GeoConfirmed-ის მოსაზრებით, საერთო ჯამში, უკრაინამ გამოიყენა 6 ან 8 დრონი, რომელთაგანაც 3 გემებს შეეჯახა, 2 კი სავარაუდოდ რუსებმა გაანადგურეს.
კონტექსტი: რუსული პროპაგანდისტული მედიები, ტრადიციულად, აქტიურად იმეორებდნენ თავდაცვის სამინისტროს პოზიციას, თითქოს "ტერორისტული თავდასხმის" სამიზნე გემები მარცვლეულის შეთანხმებაში უსაფრთხოების უზრუნველყოფაში მონაწილეობდნენ — საფუძველის შემზადების შემდეგ, რუსეთმა განაცხადა, რომ შეთანხმებიდან გამოდის.
- მაგრამ მკვლევარები ეჭვქვეშ აყენებენ რუსეთის პოზიციას — მათი თქმით, რუსეთის მიერ კონტროლირებად ყურეში მარცვლეულის დერეფნების კონტროლი ალოგიკურია.
- ამავდროულად, ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო "ეპიკურ ტყუილს" უწოდებს რუსეთის ბრალდებებს, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი კი ამბობს, რომ რუსეთმა შორსმჭვრეტელი საბაბი იპოვა, გამოსულიყო მარცვლეულის შეთანხმებიდან.
-
10 სელებრითი, რომლებმაც ტატუსალონში ზედმეტად იფანტაზიორეს 10 სელებრითი, რომლებმაც ტატუსალონში ზედმეტად იფანტაზიორეს
გადახედვა
-
მეგარაკეტა Starship უკვე კოსმოსშია! — ის ორბიტაზე პირველად გაუშვეს მეგარაკეტა Starship უკვე კოსმოსშია! — ის ორბიტაზე პირველად გაუშვეს
გადახედვა
-
შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში — ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში — ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო
-
Crossroad AI-ს პროგრამა ცნობილია — 3 ოქტომბერს თბილისში ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება Crossroad AI-ს პროგრამა ცნობილია — 3 ოქტომბერს თბილისში ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება
-
მიკრობებმა სატურნის თანამგზავრის ოკეანის სიმულირებულ პირობებში გადარჩენა შეძლეს მიკრობებმა სატურნის თანამგზავრის ოკეანის სიმულირებულ პირობებში გადარჩენა შეძლეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა DataIQ-ის დაჯილდოებაზე მონაცემთა და AI-ის მიმართულებით ოთხი ჯილდო მიიღო საქართველოს ბანკმა DataIQ-ის დაჯილდოებაზე მონაცემთა და AI-ის მიმართულებით ოთხი ჯილდო მიიღო
-
როგორ წარმოიქმნება მატერია ენერგიიდან? — ამის სიმულაცია კვანტური კომპიუტერით შექმნეს როგორ წარმოიქმნება მატერია ენერგიიდან? — ამის სიმულაცია კვანტური კომპიუტერით შექმნეს
გადახედვა
-
რა უნდა ვიცოდეთ Lion Trans-ის გლობალური ლოგისტიკური ეკოსისტემის შესახებ რა უნდა ვიცოდეთ Lion Trans-ის გლობალური ლოგისტიკური ეკოსისტემის შესახებ
-
Red Wings-ს საქართველოში პირდაპირი ფრენების დაწყება რუსეთის 23 ქალაქიდან სურს Red Wings-ს საქართველოში პირდაპირი ფრენების დაწყება რუსეთის 23 ქალაქიდან სურს
გადახედვა
-
კანალიზაციის წყალი, ტარაკნები და ვირთხები — რას წერს არჩილ მუსელიანცი და რას პასუხობს პენიტენციური სამსახური კანალიზაციის წყალი, ტარაკნები და ვირთხები — რას წერს არჩილ მუსელიანცი და რას პასუხობს პენიტენციური სამსახური
გადახედვა
-
როგორ ჩნდება "მე" — რას გვეუბნება მეცნიერება ცნობიერებაზე როგორ ჩნდება "მე" — რას გვეუბნება მეცნიერება ცნობიერებაზე
გადახედვა
-
OpenAI-ს ბაზიდან მომხმარებლების ფოტოებმა გაჟონა: ხელოვნურმა ინტელექტმა ისინი უნებართვოდ დაპოსტა OpenAI-ს ბაზიდან მომხმარებლების ფოტოებმა გაჟონა: ხელოვნურმა ინტელექტმა ისინი უნებართვოდ დაპოსტა
გადახედვა
-
New York Times-მა 21-ე საუკუნის 100 საუკეთესო სერიალი დაასახელა — იხილეთ სია New York Times-მა 21-ე საუკუნის 100 საუკეთესო სერიალი დაასახელა — იხილეთ სია
გადახედვა
-
ახალი კვლევის თანახმად, უძილობა ინსულტის გაზრდილ რისკთანაა დაკავშირებული ახალი კვლევის თანახმად, უძილობა ინსულტის გაზრდილ რისკთანაა დაკავშირებული
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს
გადახედვა
-
სამადაშვილი: ანტიდემოკრატიული კანონებით ივანიშვილმა საქართველოს EU-ში წევრობა შეუძლებელი გახადა სამადაშვილი: ანტიდემოკრატიული კანონებით ივანიშვილმა საქართველოს EU-ში წევრობა შეუძლებელი გახადა
გადახედვა
-
თეგეტა Farizon—ის სერვისის სტანდარტებს აძლიერებს — გეზის ფილიალმა საერთაშორისო ტრენინგს უმასპინძლა თეგეტა Farizon—ის სერვისის სტანდარტებს აძლიერებს — გეზის ფილიალმა საერთაშორისო ტრენინგს უმასპინძლა
-
თბილისის საჯარო საბავშვო ბაღებში კვების შეზღუდვები მოიხსნა თბილისის საჯარო საბავშვო ბაღებში კვების შეზღუდვები მოიხსნა
გადახედვა
-
კახეთში გზების მშენებლობისთვის საქართველო AIIB-სგან €158.5 მლნ-იან სესხს მიიღებს კახეთში გზების მშენებლობისთვის საქართველო AIIB-სგან €158.5 მლნ-იან სესხს მიიღებს
გადახედვა
-
არტემ გრიბული: მე და ანასტასია ზინოვკინას არ გვაძლევენ დაქორწინების საშუალებას არტემ გრიბული: მე და ანასტასია ზინოვკინას არ გვაძლევენ დაქორწინების საშუალებას
გადახედვა
-
ოკუპირებულ აფხაზეთში რუსი ტურისტი გაგუდული იპოვეს — დააკავეს 25 წლის კაცი ოკუპირებულ აფხაზეთში რუსი ტურისტი გაგუდული იპოვეს — დააკავეს 25 წლის კაცი
გადახედვა
კომენტარები