Translive.ge — საერთაშორისო ლოგისტიკური პლატფორმა ალდაგთან პარტნიორობით შეიქმნა
ფოტო: ალდაგი
გადაზიდვების დაგეგმვა უკვე ციფრულადაა შესაძლებელი. ახალი ინოვაციური პლატფორმა — Translive იმპორტიორ/ექსპორტიორ კომპანიებს აძლევს შესაძლებლობას, ციფრულად, ელექტრონულ სივრცეში დაგეგმონ გადაზიდვა და ამავდროულად, მიიღონ ექსკლუზიური შეთავაზებები როგორც გადაზიდვის, ისე დაზღვევის მიმართულებით.
Translive-ის საშუალებით საერთაშორისო გადაზიდვები მთლიანად ციფრულ სივრცეში გადაინაცვლებს. იმპორტიორი/ექსპორტიორი კომპანიები, რომლებსაც დღემდე უწევდათ ტვირთის გადაზიდვისთვის საუკეთესო პირობების მოძიება სხვადასხვა არხებით, ახლა უკვე ერთ პლატფორმაზე შეძლებენ სრული ინფორმაციის მოპოვებასა და სერვისის მიღებას ოპტიმალურ ფასად.
Translive მომხმარებელს სთავაზობს ონლაინ აუქციონს, რომელიც დაეხმარება მას, შეარჩიოს კონკრეტული გადამზიდავი კონკრეტულ მარშრუტზე. პლატფორმის მეშვეობითვე შესაძლებელია ყველა აქტიური გადაზიდვის დაზღვევა, დოკუმენტების სწრაფი მიმოცვლა, რაც ამარტივებს გადაზიდვის პროცესს, ამცირებს დროს, ზოგავს ფინანსებს და ამაღლებს სერვისის ეფექტიანობას.
Translive ბენე ჯგუფის, კაიროს ლოჯისტიკის და ლემონდუს ერთობლივი პროექტია. ამ კომპანიებს საერთაშორისო გადაზიდვებსა და ციფრული ტექნოლოგიების მიმართულებით 10-წლიანი გამოცდილება აქვთ.
პროექტის ექსკლუზიური პარტნიორია სადაზღვევო კომპანია ალდაგი.
"მოხარულები ვართ, რომ დავასრულეთ გადაზიდვების ციფრულ პლატფორმაზე მუშაობა. ვფიქრობთ, ეს ინიციატივა რეალურად გააჯანსაღებს ბაზარს, მომხმარებელი მიიღებს საუკეთესო შეთავაზებებს, უსაფრთხოების გარანტიებს, ხოლო გადამზიდავი კომპანიებისთვის ეს იქნება ახალი შესაძლებლობა. დღეს წარმატებული ბიზნეს გადაწყვეტილებები წარმოუდგენელია ტექნოლოგიური განვითარებისა და ციფრული ხელსაწყოების გარეშე. გვჯერა, რომ ჩვენი პროექტით გავამარტივებთ საერთაშორისო გადაზიდვებს და გავზრდით ეფექტურობას", — აცხადებს Translive-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი მიხეილ ნამადოვი.
"ალდაგი წლებია, თანამშრომლობს ბენე ჯგუფთან და კაიროს ლოჯისტიკთან. მოხარულები ვართ, რომ ჯგუფი სტაბილურად ვითარდება, ქმნის ინოვაციებს და ჩვენ ამ ინოვაციების ნაწილი ვართ. ზოგადად, იმპორტისა და ექსპორტის პროცესში ტვირთის დაზღვევა — ეს აღარ არის არჩევანი, ეს არის ბიზნესის წარმატების აუცილებელი წინაპირობა და ჩვენი პარტნიორობა გვაძლევს საშუალებას, Translive-ის კლიენტებს შევთავაზოთ ექსკლუზიური პროდუქტები და ფასები. ალდაგის ტვირთის დაზღვევა, ეს ნიშნავს სწორად შერჩეულ და ფართო დაფარვების მქონე დაზღვევას, რომელიც კომპანიებს ეხმარება რისკების მინიმიზებასა და ფინანსური დანაკარგების თავიდან არიდებაში," — აცხადებს თამარ ძნელაძე, ალდაგის მცირე და საშუალო ბიზნესის დაზღვევის ხელმძღვანელი.
-
Anthropic-მა ახალი მოდელი Opus 5.5 გამოუშვა — კომპანია სიმძლავრეს უფრო იაფად გვპირდება Anthropic-მა ახალი მოდელი Opus 5.5 გამოუშვა — კომპანია სიმძლავრეს უფრო იაფად გვპირდება
გადახედვა
-
რუსთაველზე მინიქანდაკებების რესტავრაცია/ხელახლა დამზადებისთვის მერია 273 815 ლარს გადაიხდის რუსთაველზე მინიქანდაკებების რესტავრაცია/ხელახლა დამზადებისთვის მერია 273 815 ლარს გადაიხდის
გადახედვა
-
5000 წლის წინ ძველ ეგვიპტეს, შესაძლოა, ქალი მართავდა — ახალი აღმოჩენა 5000 წლის წინ ძველ ეგვიპტეს, შესაძლოა, ქალი მართავდა — ახალი აღმოჩენა
გადახედვა
-
თბილისის საჯარო ბაგა-ბაღების მენიუდან რძის პროდუქტი ამოიღეს თბილისის საჯარო ბაგა-ბაღების მენიუდან რძის პროდუქტი ამოიღეს
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ გოგა კიკილაშვილი დანიშნა მიხეილ ყაველაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ გოგა კიკილაშვილი დანიშნა
გადახედვა
-
კიდევ 5 წუთი — რატომ გვღლის მაღვიძარას გადაწევა უფრო მეტად, ვიდრე ადრე ადგომა კიდევ 5 წუთი — რატომ გვღლის მაღვიძარას გადაწევა უფრო მეტად, ვიდრე ადრე ადგომა
-
ბოლო 100 წელში პირველად, მეცნიერებმა პინგვინის ახალი სახეობა აღმოაჩინეს ბოლო 100 წელში პირველად, მეცნიერებმა პინგვინის ახალი სახეობა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: იმედი გვაქვს, რომ გვექნება შესაძლებლობა, აღვადგინოთ დიალოგი ევროკავშირის ინსტიტუციებთან შალვა პაპუაშვილი: იმედი გვაქვს, რომ გვექნება შესაძლებლობა, აღვადგინოთ დიალოგი ევროკავშირის ინსტიტუციებთან
გადახედვა
-
Nvidia-ს ხელმძღვანელი: "0%-ია იმის შანსი, რომ 2030 წლისთვის AI სამყაროს გაანადგურებს" Nvidia-ს ხელმძღვანელი: "0%-ია იმის შანსი, რომ 2030 წლისთვის AI სამყაროს გაანადგურებს"
გადახედვა
-
რა არის ნოროვირუსი — ინფექცია, რომელსაც ბაგა-ბაღების აღსაზრდელთა ავადობას უკავშირებენ რა არის ნოროვირუსი — ინფექცია, რომელსაც ბაგა-ბაღების აღსაზრდელთა ავადობას უკავშირებენ
გადახედვა
-
კოვიდით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის მამამ პროკურატურასთან შიმშილობა დაიწყო კოვიდით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის მამამ პროკურატურასთან შიმშილობა დაიწყო
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა აზიის განვითარების ბანკისგან საერთაშორისო ჯილდო — Supply Chain Finance Award მოიპოვა საქართველოს ბანკმა აზიის განვითარების ბანკისგან საერთაშორისო ჯილდო — Supply Chain Finance Award მოიპოვა
-
დენიელ რედკლიფმა ხინკალს შქმერული ამჯობინა — ნახეთ ჰარი პოტერი ქართულ რესტორანში დენიელ რედკლიფმა ხინკალს შქმერული ამჯობინა — ნახეთ ჰარი პოტერი ქართულ რესტორანში
გადახედვა
-
ტექნიკოსებმა iPhone 18 Pro-ს კამერა გახსნეს და შიგნიდან დაათვალიერეს — აი, რას ფიქრობენ ტექნიკოსებმა iPhone 18 Pro-ს კამერა გახსნეს და შიგნიდან დაათვალიერეს — აი, რას ფიქრობენ
გადახედვა
-
"გრანტის გადარიცხვა არ მომხდარა" — ევროპის საბჭო პოლიტიკური სწავლების სკოლის ბახმაროს სემინარზე "გრანტის გადარიცხვა არ მომხდარა" — ევროპის საბჭო პოლიტიკური სწავლების სკოლის ბახმაროს სემინარზე
გადახედვა
-
როგორ დავუსტვინოთ — 4 ხერხი როგორ დავუსტვინოთ — 4 ხერხი
გადახედვა
-
მევენახეების პროტესტის ფონზე მთავრობა ყურძნის შესასყიდ ფასს ზრდის მევენახეების პროტესტის ფონზე მთავრობა ყურძნის შესასყიდ ფასს ზრდის
გადახედვა
-
თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი 770 000-მდე ლარის მითვისება-გაფლანგვისთვის მეგის ქარდავას 5.5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი 770 000-მდე ლარის მითვისება-გაფლანგვისთვის მეგის ქარდავას 5.5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
გადახედვა
-
რატომაა ვენერა უთანამგზავრო პლანეტა? — შესაძლოა, მან საკუთარი "მთვარე" შთანთქა რატომაა ვენერა უთანამგზავრო პლანეტა? — შესაძლოა, მან საკუთარი "მთვარე" შთანთქა
გადახედვა
-
აუტიზმის მქონე შვილთან საკომუნიკაციოდ, დედამ მკლავზე კლავიატურა ამოისვირინგა აუტიზმის მქონე შვილთან საკომუნიკაციოდ, დედამ მკლავზე კლავიატურა ამოისვირინგა
-
21-ე სკოლის გადასარჩენად შექმნილი საინიციატივო ჯგუფი საინჟინრო დასკვნის გადამოწმებას და შენობის რეაბილიტაციის განხილვას ითხოვს 21-ე სკოლის გადასარჩენად შექმნილი საინიციატივო ჯგუფი საინჟინრო დასკვნის გადამოწმებას და შენობის რეაბილიტაციის განხილვას ითხოვს
გადახედვა
კომენტარები