ლონდონის ეროვნულ გალერეაში აქტივისტებმა ვან გოგის "მზესუმზირებს" პამიდვრის წვნიანი შეასხეს
ერთ-ერთი მოძრაობის აქტივისტებმა ლონდონის ეროვნულ გალერეაში ვან გოგის მზესუმზირებს პამიდვრის წვნიანი შეასხეს. ტილო, საბედნიეროდ, მინით იყო დაცული, თუმცა, აქტივისტების ქმედებას ადგილზე აღშფოთების შეძახილები მაინც მოჰყვა.
ნახატზე წვნიანის შესხმის შემდეგ, აქტივისტებმა კედელზე თავი "მიიწებეს". როგორც აღმოჩნდა, ისინი მოძრაობა Just Stop Oil-ს წარმოადგენდნენ. აღნიშნული ორგანიზაცია კლიმატის კრიზისის საკითხებზე ყურადღების გამახვილებას და ნავთობისა და გაზის მოხმარების შემცირებას მოითხოვს.
"რა უფრო მნიშვნელოვანია, ხელოვნება თუ სიცოცხლე?", — განაცხადა გალერეაში ერთ-ერთმა აქტივისტმა, — "საკვებზე მნიშვნელოვანია? სამართლიანობაზე მნიშვნელოვანია? ნახატის დაცვა უფრო გადარდებთ თუ ჩვენი პლანეტისა და ხალხის?".
ახალგაზრდებმა ასევე თქვეს, რომ "ცხოვრების გაძვირება ნავთობის გაძვირებით გამოწვეული კრიზისის ნაწილია. ნავთობი სიცივეში მცხოვრები მილიონობით მშიერი ოჯახისთვის ხელმიუწვდომელია. მათთვის წვნიანის ქილაც კი ხელმიუწვდომელია".
აქტივისტები დარბაზიდან მალევე გაიყვანეს.
მოძრაობა Just Stop Oil-ის აქტივისტები საპროტესტო ქმედებებს ბოლო დღეებში აქტიურად აწყობდნენ. მართალია, ზოგიერთისთვის მოტივი გასაგებია, მაგრამ გალერეაში ახალგაზრდების ქმედებამ გულისწყრომა მაინც გამოიწვია.
"შეიძლება ცდილობენ, ხალხი ამ პრობლემებზე დააფიქრონ, მაგრამ მხოლოდ მათი გაღიზიანება და გაბრაზება გამოსდით", — განაცხადა მუზეუმში მყოფმა ერთ-ერთმა პირმა.
"ადამიანს, რომელიც პლანეტის გლობალურ პრობლემებზე არ ფიქრობს, ეროვნულ გალერეაში ვერ შეხვდებით".
Just Stop Oil-ის წარმომადგენელი კი აცხადებს, რომ ისინი "ცვლილებას მოითხოვენ, ცვლილება კი, სამწუხაროდ, ასე ხდება".
-
გადახედვააფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს აფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს
-
გადახედვაარსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს არსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს
-
გადახედვაორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში ორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
კომენტარები