ხარაგაულში ლევან ხაბეიშვილს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ — რა მოხდა
ენმ-ის წევრი ხარაგაულში, მერიაში მივიდა კითხვით, თუ რატომ დაენიშნათ სოციალური დახმარება საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, დავით კიკნაძის შვილებს.
რატომ არის მნიშვნელოვანი: ხაბეიშვილმა ამის შესახებ ინფორმაცია 3 ოქტომბერს გაავრცელა და სოციალურ ქსელში დაწერა, რომ კიკნაძეს თვიური დეკლარირებული შემოსავალი 3 000 ლარზე მეტი აქვს, ხოლო მისი ცოლი მერიის თანამშრომელია.
- მისივე ინფორმაციით, კიკნაძემ 2021 წელს ქართულ ოცნებას 5 000 ლარი შესწირა.
- ამ საკითხის განხილვას კონფლიქტი მოჰყვა — სხვადასხვა მედიის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ადგილზე სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება იყო.
დეტალები: თავდაპირველად ხაბეიშვილი ხარაგაულის სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელის, კიაზო გამრეკელაშვილის კაბინეტში შევიდა. სოციალურ დახმარებაზე დასმულ კითხვას კი მათ შორის კონფლიქტი მოჰყვა.
- "თქვენ ხართ მიკერძოებული, ქართული ოცნების მაჟორიტარი, ამ პარტიის წევრი ხართ და შესაბამისად, სოციალურ დახმარებასაც, დოკუმენტურად დადასტურებულია, რომ გასცემთ ამ ნიშნით", — განაცხადა ხაბეიშვილმა.
- პასუხად, გამრეკელაშვილმა ბრალდებები უარყო და ხაბეიშვილს მოუწოდა კითხვებისთვის პრესცენტრისთვის მიემართა.
- "კანონიერად მაქვს გაკეთებული ყველაფერი [...] თქვენ ტყუილებს ლაპარაკობთ".
კითხვაზე, აქვს თუ არა კიკნაძეს ხელფასი 3 000 ლარი, გამრეკელაშვილი ამბობს, რომ ახლა აქვს, "იმ დროს არ ჰქონდა, როდესაც დეკლარაცია გაიგზავნა".
- "ბავშვი რომ ავად არის რა თანხები სჭირდება [...] სამი შვილი ჰყავს და მიეცა პროგრამულად, პროგრამულად გადაითვალა ყველაფერი".
უფრო ვრცლად: დაპირისპირება შენობის გარეთაც გაგრძელდა. ხაბეიშვილთან საკრებულოს თავმჯდომარე, მანანა ბარბაქაძე მივიდა და მას ომის პარტიის წარმომადგენელი უწოდა.
- კადრებში ჩანს, საკრებულოს თავმჯდომარე მას ხელით შეეხო, რაზეც ხაბეიშვილმა უთხრა: "მაგიტომ მოგიყვანეს, რომ ქალი ხართ და ამას აკეთებთ?!"
- ბარბაქაძემ და ადგილზე შეკრებილებმა ოპოზიციონერს ტერიტორიის დატოვება აიძულეს. მან ენმ-ის წევრს სექსისტური, შეურაცხმყოფელი ფრაზებით მიმართა.
- "ჩანჩურა კურდღელო, შენ თუ კაცი ხარ, რად გინდა დაცვა".
- ბარბაქაძემ შეურაცხმყოფლად მიმართა TV პირველის ჟურნალისტსაც და უთხრა, "მიდი, დაახვიე".
- რაც შეეხება სოციალურ დახმარებას, საკრებულოს თავმჯდომარე ამბობს, რომ კიკნაძემ ის კანონიერად მიიღო.
ხაბეიშვილი ფორმულასთან აცხადებს, რომ თავდასხმა ორგანიზებული იყო. მისივე თქმით, გამრეკელაშვილთან დაკავშირებით შესაბამის სამართლებრივ ღონისძიებებს გაატარებს.
- "ეს ორგანიზება გაუკეთეს ყველა იმ ადამიანს, ვინც ქურდობაში და წურბელობაში ჰყავთ ჩართული და უთხრეს, დღეს თუ არ დაიცავთ ამ სააგენტოს ხელმძღვანელს, თქვენს მაჟორიტარს და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს, ხვალ თქვენთან მოვა ხაბეიშვილი".
-
ადამიანის უჯრედები თაგვის ტვინში — რა აჩვენა ახალმა ექსპერიმენტმა ადამიანის უჯრედები თაგვის ტვინში — რა აჩვენა ახალმა ექსპერიმენტმა
გადახედვა
-
ახალი მიღწევა მარსის თხელი ატმოსფეროსგან სარაკეტო საწვავის შექმნის შესაძლებლობას აჩენს ახალი მიღწევა მარსის თხელი ატმოსფეროსგან სარაკეტო საწვავის შექმნის შესაძლებლობას აჩენს
გადახედვა
-
ბრალდების 4 ეპიზოდი: პროკურატურა ლილუაშვილის განაჩენთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს ბრალდების 4 ეპიზოდი: პროკურატურა ლილუაშვილის განაჩენთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
გადახედვა
-
ტრამპი: კენედის ცენტრი იხურება, თუმცა რემონტი ვერ დაიწყება მანამ, ვიდრე სასამართლო მის სახელზე გადაწყვეტილებას არ მიიღებს ტრამპი: კენედის ცენტრი იხურება, თუმცა რემონტი ვერ დაიწყება მანამ, ვიდრე სასამართლო მის სახელზე გადაწყვეტილებას არ მიიღებს
გადახედვა
-
ბოჭორიშვილი: ჩვენ არ გვაქვს ევროპული ოჯახის ნაწილად ყოფნის გამოცდილება, არც ევროპას აქვს სამხრეთ კავკასიაში ყოფნის გამოცდილება ბოჭორიშვილი: ჩვენ არ გვაქვს ევროპული ოჯახის ნაწილად ყოფნის გამოცდილება, არც ევროპას აქვს სამხრეთ კავკასიაში ყოფნის გამოცდილება
გადახედვა
-
ქვიზი: რომელი სუპერმარკეტი ხარ? ქვიზი: რომელი სუპერმარკეტი ხარ?
-
SOLO 19 სექტემბერს, ისთ ფოინთის დაბადების დღეს, SOLO VISA ბარათის მფლობელებს განსაკუთრებულ შეთავაზებას უკეთებს SOLO 19 სექტემბერს, ისთ ფოინთის დაბადების დღეს, SOLO VISA ბარათის მფლობელებს განსაკუთრებულ შეთავაზებას უკეთებს
-
მეცნიერებმა დაბინძურებული ჰაერი სუიციდის რისკთან დააკავშირეს მეცნიერებმა დაბინძურებული ჰაერი სუიციდის რისკთან დააკავშირეს
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტის აგენტები კოლოსალურ ელექტროენერგიას მოიხმარენ — ახალი ანგარიში ხელოვნური ინტელექტის აგენტები კოლოსალურ ელექტროენერგიას მოიხმარენ — ახალი ანგარიში
გადახედვა
-
რუსული ავიაკომპანია Nordwind სოჭის ნაცვლად ფრენებს სოხუმში ამატებს რუსული ავიაკომპანია Nordwind სოჭის ნაცვლად ფრენებს სოხუმში ამატებს
გადახედვა
-
მეცნიერებმა მზის წყალქვეშა ელემენტები წარმატებით გამოცადეს — როგორ მუშაობს ტექნოლოგია მეცნიერებმა მზის წყალქვეშა ელემენტები წარმატებით გამოცადეს — როგორ მუშაობს ტექნოლოგია
გადახედვა
-
ახმეტაში უცნობმა კაცმა, სავარაუდოდ, ბავშვის გატაცება სცადა — გამოძიება დაიწყო ახმეტაში უცნობმა კაცმა, სავარაუდოდ, ბავშვის გატაცება სცადა — გამოძიება დაიწყო
გადახედვა
-
სუს-ის ყოფილ უფროსს, გრიგოლ ლილუაშვილს 13 წლით პატიმრობა მიესაჯა სუს-ის ყოფილ უფროსს, გრიგოლ ლილუაშვილს 13 წლით პატიმრობა მიესაჯა
გადახედვა
-
NAEC ე.წ მეორადი ჩარიცხვების მონაწილეებს ურჩევს გადაამოწმონ არჩეული პროგრამა, ქალაქი, ადგილების რაოდენობა NAEC ე.წ მეორადი ჩარიცხვების მონაწილეებს ურჩევს გადაამოწმონ არჩეული პროგრამა, ქალაქი, ადგილების რაოდენობა
გადახედვა
-
სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლომ TRIPP-ის პროექტის შეთანხმება კონსტიტუციასთან შესაბამისად ცნო სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლომ TRIPP-ის პროექტის შეთანხმება კონსტიტუციასთან შესაბამისად ცნო
გადახედვა
-
ევროპარლამენტმა სომხური პროდუქციისთვის საბაჟო გადასახადების დროებით გაუქმებას მხარი დაუჭირა ევროპარლამენტმა სომხური პროდუქციისთვის საბაჟო გადასახადების დროებით გაუქმებას მხარი დაუჭირა
გადახედვა
-
მინსკი 25 პოლიტპატიმარს ათავისუფლებს, აშშ კი ბელარუსის წინააღმდეგ სანქციებს ამსუბუქებს მინსკი 25 პოლიტპატიმარს ათავისუფლებს, აშშ კი ბელარუსის წინააღმდეგ სანქციებს ამსუბუქებს
გადახედვა
-
გიგა ფარულავა: თუ ეს ტექნიკური ხარვეზი იყო, შეკრება-მანიფესტაციების კანონპროექტზე კენჭისყრა ხელახლა ჩატარდეს გიგა ფარულავა: თუ ეს ტექნიკური ხარვეზი იყო, შეკრება-მანიფესტაციების კანონპროექტზე კენჭისყრა ხელახლა ჩატარდეს
გადახედვა
-
FSB: ჩრდილოეთ კავკასიის ხუთ რესპუბლიკაში იარაღის ამოღების მიზნით ჩხრეკები ჩატარდა FSB: ჩრდილოეთ კავკასიის ხუთ რესპუბლიკაში იარაღის ამოღების მიზნით ჩხრეკები ჩატარდა
გადახედვა
-
თბილისში კვების ორ ობიექტს, კრიტიკული დარღვევების გამო, საწარმოო პროცესი შეუჩერდა თბილისში კვების ორ ობიექტს, კრიტიკული დარღვევების გამო, საწარმოო პროცესი შეუჩერდა
გადახედვა
-
"ტოიოტა ცენტრი თეგეტამ" საქართველოში სრულად ელექტრო Toyota bZ4X წარადგინა "ტოიოტა ცენტრი თეგეტამ" საქართველოში სრულად ელექტრო Toyota bZ4X წარადგინა
კომენტარები