ბიტკოინის მაინინგი პლანეტისთვის ისეთივე დამაზიანებელია, როგორც ნავთობის მოპოვება — კვლევა
როდესაც საქმე გვაქვს გარემოს დაზიანებასთან, ბიტკოინის მოპოვება უფრო უარესია, ვიდრე ოქროს მოძიება. მეტიც, ახალ კვლევაში ის ნედლი ნავთობის მოპოვებასა და მეცხოველეობასთან დაკავშირებულ ეკოლოგიურად დამღუპველ ინდუსტრიებთან გაიგივდა.
ჟურნალ Scientific Reports-ში გამოქვეყნებული კვლევა გვეუბნება, რომ კრიპტოს მაინინგი სულ უფრო დამაზიანებელია.
"ჩვენ ვერ ვნახეთ მტკიცებულება, რომ ბიტკოინის მაინინგი დროთა განმავლობაში უფრო მდგრადი ხდება. პირიქით, ჩვენი შედეგები საპირისპიროს გვთავაზობს: ბიტკოინის მაინინგი დროთა განმავლობაში უფრო დამაზიანებელია და საზიანო ხდება კლიმატისთვის", — ნათქვამია კვლევაში.
მკვლევრები ვარაუდობენ, რომ ბიტკოინის მოპოვება ისეთივე ენერგოინტენსიურიაა, როგორც საქონლის ხორცის მოშენება და ნედლი ნავთობის მოძიება და გადამუშავება. ეს ორი კი ყველაზე დესტრუქციული ინდუსტრიაა დედამიწაზე.
"მარტივად რომ ვთქვათ, ბიტკოინის მოპოვება პლანეტისთვის სახიფათოა", — ამბობენ კვლევის ავტორები.
მიუხედავად ამისა, მკვლევარები ხაზს უსვამენ, რომ კრიპტოს დამაზიანებლობასთან დაკავშირებით ჯერ კიდევ ბევრი რამ არის გასარკვევი. თუმცა, ფაქტი სახეზეა, რომ ის პლანეტას ვნებს.
რაც უფრო უარესია: იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად მერყეობდა კრიპტოვალუტის ღირებულება 2016-დან 2021 წლამდე, კვლევა გვეუბნება, რომ იყო შემთხვევები, როდესაც მონეტა ფაქტიურად არ ღირდა იმ ზარალად, რასაც ის პლანეტას ანიჭებდა.
"სხვაგვარად რომ ვთქვათ, ბიტკოინის მიერ მიღებული ზიანი აღემატება მონეტის ღირებულებას", — ნათქვამია კვლევაში.
მეტიც, 2016 წლიდან ბიტკოინის მოპოვებისას ელექტროენერგიის ხარჯი 126 პროცენტით გაიზარდა.
"გამოთვლები გვეუბნება, რომ 2021 წელს მოპოვებული თითოეული ბიტკოინი 11 314 აშშ დოლარის (USD) ზარალთანაა დაკავშირებული. გლობალური ზარალი აღემატება 12 მილიარდ აშშ დოლარს და ეს მხოლოდ 2016-2021 წლებში", — ამბობენ მკვლევრები.
კომენტარები