როგორ ვისწავლოთ 3D გრაფიკა და ანიმაცია — T4L პროგრამა გარნამატაკისგან
კომპიუტერული გრაფიკა რომ თანამედროვე სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე მზარდი და აქტუალური სფეროა, ამაში ყოველდღიურად ვრწმუნდებით. გაზრდილია მოთხოვნა ციფრული პროფესიების შესწავლასა და დაუფლებაზე. მიუხედავად ამისა, ისეთ სფეროებში, როგორიცაა 3D გრაფიკა და ანიმაცია, ჩვენს ქვეყანაში გაცილებით ნაკლებია საჭირო ცოდნისა და უნარების მქონე სპეციალისტისების რაოდენობა. ერთადერთი გზა იმისთვის, რომ ადამიანური რესურსის დეფიციტი შეივსოს, ახალი პროფესიონალების მომზადება და არსებულის გადამზადებაა.
რა განაპირობებს იმას, რომ საქართველოში სამგანზომილებიანი გრაფიკის და ანიმაციის შესწავლა ნაკლებად აქტუალურია?
3D ანიმაციის (მოიცავს 3D მოდელირებას, მოძრავ გრაფიკას, 3D ანიმაციას და ვიზუალურ ეფექტებს) გლობალური ბაზრის ეკონომიკური მოცულობა 2030 წლისთვის 44 მილიარდს მიაღწევს (244%-იანი ზრდა 2022 წელთან შედარებით). თუმცა საქართველოში ნაკლები ყურადღება ექცევა პრაქტიკულ გამოცდილებასა და საერთაშორისო სტანდარტებს. GARNAMATAC სწორედ ამ მიმართულებას ავსებს. ცდილობს ცოდნა და გამოცდილება სხვებს გაუზიაროს რეალურ პროექტებზე მუშაობის პრინციპით. გამორჩეულ სტუდენტებს სტაჟირებას სთავაზობს, რაც საერთაშორისო პროექტების პორტფოლიოს ფორმირებაში შეუწყობთ ხელს.
T4L კურსის გავლა რთულია?
უმთავრესი ინგრედიენტი მონდომებაა. შემდეგ შრომა. რთული რომ არ იყოს, შედეგიც ვერ იქნებოდა შთამბეჭდავი. ამ ორი კომპონენტის პირობებში ნებისმიერი სირთულის დაძლევა შესაძლებელია, რაშიც ნიკა მაისურაძის ხელმძღვანელობით ჩატარებული კურსი გვარწმუნებს. ნიკას საკმაოდ ინტენსიური კურსი ერთნაირი წარმატებით გაიარეს როგორც დამწყებმა, ასევე სფეროში შედარებით გამოცდილმა არტისტებმა.
მაშასადამე, მივდივართ ერთადერთ ლოგიკურ დასკვნამდე — სფეროს პროფესიონალების სიმცირე გამოწვეულია პრაქტიკული და რელევანტური სასწავლო პროგრამების ნაკლებობით. არაერთი სასწავლო ცენტრი ასწავლის 3D გრაფიკას და ანიმაციას, უფასო რესურსიც უამრავია, მაგრამ რამდენად ფოკუსირებულია ეს ყველაფერი პროფესიონალების მომზადებასა და მათ რეალურ სამუშაო პროცესებში ინტეგრაციაზე?
3D გრაფიკა: მარიამ ტაბლიაშვილი
3D გრაფიკა: შორენა ჩაჩანიძე
Training 4 life – USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერით შევქმენით. ანიმაციის სფეროს განვითარებასთან ერთად, პროექტის მიზანი ინდუსტრიაში ახალგაზრდა სპეციალისტების ბაზის შექმნაა. ჩვენი განზრახვა არ ყოფილა მორიგი სასწავლო მოდულის შექმნა, რომელიც ორიენტირებული იქნებოდა ხანმოკლე შედეგებზე. გვინდოდა დაინტერესებული ადამიანებისთვის მიგვეცა შესაძლებლობა მოქმედი ანიმაციური სტუდიისგან მიეღოთ საჭირო თეორიული თუ პრაქტიკული ცოდნა, გამორჩეული, მონდომებული სტუდენტებისთვის კი შეგვეთავაზებინა დასაქმების და საერთაშორისო პროექტებზე მუშაობის გამოცდილება. ამის დადასტურება ის 10 სტუდენტია, რომლებიც კურსების წარმატებით დასრულების შემდეგ ჩვენს გუნდს შემოუერთდნენ და აქტიურად არიან ჩართულები ადგილობრივ თუ საერთაშორისო კომერციულ პროექტებში. 2022 წლის იანვრიდან დასახულ მიზნებს წარმატებით ვასრულებთ, ჩვენს სტუდენტებთან ერთად ვვითარდებით და ვიზრდებით.
T4l პროგრამა ანიმაციურ პროექტებზე მუშაობისთვის ურთიერთშემავსებელ დამოუკიდებელ კურსებს მოიცავს. წარმატებულ კურსდამთავრებულებს უკვე შეუძლიათ სამუშაო გუნდების ფორმირება და საერთო ძალებით მუშაობა. ამის ილუსტრაციაა პროექტი "ბაჭია", რომელზეც სრულიად დამოუკიდებლად იმუშავეს GARNAMATAC-ის 3D გრაფიკისა და ანიმაციის კურსდამთავრებულებმა.
T4L პროგრამის ანიმაციისა და გრაფიკის კურსებზე ბოლო ჯგუფების რეგისტრაცია 30 სექტემბერს სრულდება. 1 წლის წინ დაწყებულმა პროგრამამ მკაფიოდ დაგვანახა, რა მეთოდოლოგიაა ყველაზე ეფექტიანი. მივიღეთ მნიშვნელოვანი უკუკავშირი და ვისწავლეთ საკუთარი შეცდომებიდან. T4L მდგრადი საფუძველია იმისთვის, რომ უფრო დიდი მიზნები დავსახოთ, ამ მიზნებისკენ სავალ გზაზე კი გაცილებით მეტი პროფესიონალი შევმატოთ ინდუსტრიას. შესაძლოა სწავლება მომავალ წელს განვაახლოთ განსხვავებული, ჰიბრიდული ფორმატით. მანამდე კი აღვნიშნავთ მიღებულ გამოცდილებას და უამრავ ნიჭიერ ახალგაზრდას, ვისთან დამეგობრებაც მოვასწარით.
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
-
გადახედვაქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად ქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად
-
-
გადახედვა2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი 2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი
-
გადახედვამოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს მოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს
-
გადახედვადააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა დააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა
-
გადახედვასომხეთმა და აზერბაიჯანმა, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, შეთანხმებას მიაღწიეს — სომხეთში გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ სომხეთმა და აზერბაიჯანმა, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, შეთანხმებას მიაღწიეს — სომხეთში გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ
-
-
-
გადახედვასაქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს — TI საქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს — TI
-
გადახედვაარსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს არსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს
-
გადახედვაორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში ორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
კომენტარები