ელექტრონული პეტიციებისთვის მთავრობა პორტალს ქმნის
ფოტო: On.ge / Shutterstock
ელექტრონული პეტიციებისთვის მთავრობა პორტალს ქმნის. პორტალის ichange.gov.ge-ს შექმნის შესახებ საქართველოს მთავრობამ დადგენილება 2017 წლის 18 მაისს გამოსცა. დადგენილების მიღებიდან 30 დღეში კი, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი კომისიაში შემავალი ექსპერტების სიას განსაზღვრავს.
საქართველოს მთავრობის წინაშე ელექტრონული პეტიციის ინიცირება და ელექტრონულ პეტიციაზე ხელმოწერის უფლება აქვს საქართველოს ყველა სრულწლოვან მოქალაქეს. ამისთვის აუცილებელი იქნება მოქალაქის ichange-ის პორტალზე დარეგისტრირება.
როგორც მთავრობის ელექტრონული მმართველობის თანამშრომელი, გიორგი პაიჭაძე ამბობს, ვებგვერდი დაახლოებით ერთი წლის წინ დამზადდა და შესაბამისი კომისიის დაკომპლექტების შემდეგ ჩაეშვება. მისივე ინფორმაციით, მის დამზადებაზე სახელმწიფოს დამატებითი ხარჯები არ გაუწევია და სსიპ მონაცემთა დაცვის სააგენტომ დაამზადა.
პაიჭაძის თქმით, ამ დრომდე ვებგვერდი იმ მიზეზით არ ჩაეშვა, რომ მას მთავრობის სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებს აცნობდნენ.
პეტიცია არ მიიღება და არ გამოქვეყნდება თუ:
- იმ მოსაზრების/წინადადებების შემცველია, რომელთა თემატიკაც არ განეკუთვნება საქართველოს მთავრობის კომპეტენციას;
- გარკვევით და ნათლად არ გადმოსცემს მოსაზრებას, იდეას/შეთავაზებას;
- პოლიტიკური, პროპაგანდის, კომერციული შინაარსის შემცველია;
- მოიცავს შეურაცხმყოფელ, უხამს, გამომწვევი შინაარსის განაცხადებს, ან ხუმრობის მიზნითაა ინიციირებული;
- სიძულვილის, დისკრიმინაციის, ძალადობის საფრთხის, ინდივიდის ან რომელიმე ჯგუფისთვის ზიანის მომტანი მოწოდებების შემცველია;
- საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობის ან ძალადობით შეცვლის, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის ან ისეთი მოწოდების შემცველია, როგორიც არის ომისა და ძალადობის პროპაგანდა, აღვივებს ეროვნულ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს და ქმნის ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედების აშკარა, პირდაპირ და არსებით საფრთხეს, ასევე საქართველოს კანონმდებლობის დაუმორჩილებლობის მოწოდებების შემცველია;
- ეხება მხოლოდ ერთი კონკრეტული პიროვნების ინტერესებს, პერსონალურ გარემოებას ან საკითხს;
- ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს.
პეტიციიაში მოცემულ შინაარსსა და განხილვისთვის საჭირო უწყებებს სპეციალური კომისია არჩევს. კომისია გადაწყვეტილებას დამსწრეთა უმრავლესობით იღებს.
კომისიის შემადგენლობაში შედიან:
- საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის იურიდიული დეპარტამენტის წარმომადგენელი;
- საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის კომუნიკაციის დეპარტამენტის წარმომადგენელი;
- საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სამდივნოს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში (სამსახურის) წარმომადგენელი;
- საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პოლიტიკის ანალიზის, სტრატეგიული დაგეგმვისა და კოორდინაციის დეპარტამენტის სამთავრობო გეგმებისა და ინოვაციების სამსახურის წარმომადგენელი;
- საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პოლიტიკის ანალიზის, სტრატეგიული დაგეგმვისა და კოორდინაციის დეპარტამენტის ელექტრონული მმართველობის სამსახურის წარმომადგენელი;
- საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელი.
ელექტრონული პეტიციის განსახილველად და მასზე ოფიციალური პასუხის მისაღებად საჭიროა, ელექტრონულ პეტიციას მხარი დაუჭიროს არანაკლებ 10 ათასმა მომხმარებელმა.
ხელმოწერების შესაგროვებლად გამოქვეყნებიდან 30-დღიანი ვადაა დაწესებული. თუ ამ დროის განმავლობაში ხმების საჭირო რაოდენობა ვერ მოგროვდება პეტიცია ვადაგასულად მიიჩნევა და ხელმოწერების დამატება შეუძლებელი იქნება.
-
მარინ ლე პენს თანამდებობის დაკავების აკრძალვის ვადა შეუმცირეს — ის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას შეძლებს მარინ ლე პენს თანამდებობის დაკავების აკრძალვის ვადა შეუმცირეს — ის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას შეძლებს
გადახედვა
-
POG: ფაშისტური იდეოლოგიური დაჯგუფების ორგანიზატორ არასრულწლოვანს 14 წლით პატიმრობა მიესაჯა POG: ფაშისტური იდეოლოგიური დაჯგუფების ორგანიზატორ არასრულწლოვანს 14 წლით პატიმრობა მიესაჯა
გადახედვა
-
მტრედები გზას მხოლოდ მზით არ პოულობენ — მეცნიერებმა მათ ორგანიზმში "შიდა კომპასი" აღმოაჩინეს მტრედები გზას მხოლოდ მზით არ პოულობენ — მეცნიერებმა მათ ორგანიზმში "შიდა კომპასი" აღმოაჩინეს
გადახედვა
-
ალექსანდრ ვუჩიჩი: ბევრი რამ ვისწავლე შალვა პაპუაშვილისგან, ასევე პრემიერმინისტრ კობახიძისგან და პრეზიდენტ ყაველაშვილისგან ალექსანდრ ვუჩიჩი: ბევრი რამ ვისწავლე შალვა პაპუაშვილისგან, ასევე პრემიერმინისტრ კობახიძისგან და პრეზიდენტ ყაველაშვილისგან
გადახედვა
-
ვოლოდიმირ ზელენსკი ანკარაში NATO-ს სამიტზე ჩავიდა ვოლოდიმირ ზელენსკი ანკარაში NATO-ს სამიტზე ჩავიდა
გადახედვა
-
რატომ დაიტბორა თბილისი? — ლაშა სუხიშვილის განმარტება რატომ დაიტბორა თბილისი? — ლაშა სუხიშვილის განმარტება
გადახედვა
-
დონალდ ტრამპი ანკარაში, NATO-ს სამიტზე ჩავიდა დონალდ ტრამპი ანკარაში, NATO-ს სამიტზე ჩავიდა
გადახედვა
-
პოლ მაკარტნიმ Beatles-ის სიმღერა 60 წლის შემდეგ პირველად, ტეილორ სვიფტის ქორწილში შეასრულა პოლ მაკარტნიმ Beatles-ის სიმღერა 60 წლის შემდეგ პირველად, ტეილორ სვიფტის ქორწილში შეასრულა
გადახედვა
-
ისტორიაში პირველად, დედამიწის "კვაზი-თანამგზავრი" ახლოდან გადაიღეს ისტორიაში პირველად, დედამიწის "კვაზი-თანამგზავრი" ახლოდან გადაიღეს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტი სოციალური დიზაინის დღეების მხარდამჭერია თეგეტა გრინ პლანეტი სოციალური დიზაინის დღეების მხარდამჭერია
-
ტერაბანკში ახალი და არსებული მომხმარებლებისთვის USD და GBP ვალუტებში საერთაშორისო გადარიცხვებზე სპეციალური პირობები მოქმედებს ტერაბანკში ახალი და არსებული მომხმარებლებისთვის USD და GBP ვალუტებში საერთაშორისო გადარიცხვებზე სპეციალური პირობები მოქმედებს
-
სოფელ ჭვანის საჯარო სკოლაში საქართველოს ბანკის 29-ე თანამედროვე ბიბლიოთეკა გაიხსნა სოფელ ჭვანის საჯარო სკოლაში საქართველოს ბანკის 29-ე თანამედროვე ბიბლიოთეკა გაიხსნა
-
ლითიუმის დაბალი დოზა ალცჰაიმერის პროგრესირების შენელებაში შეიძლება დაგვეხმაროს ლითიუმის დაბალი დოზა ალცჰაიმერის პროგრესირების შენელებაში შეიძლება დაგვეხმაროს
გადახედვა
-
საქართველოს დიპლომატთა საზოგადოება: დღეს საქართველო პრაქტიკულად გამქრალია ალიანსის [NATO-ს] პოლიტიკური დღის წესრიგიდან საქართველოს დიპლომატთა საზოგადოება: დღეს საქართველო პრაქტიკულად გამქრალია ალიანსის [NATO-ს] პოლიტიკური დღის წესრიგიდან
გადახედვა
-
20 წლის ფატიმა კარიმოვას მკვლელობისთვის მის ბიძაშვილს, ემინ ალიევს ბრალი წარედგინა 20 წლის ფატიმა კარიმოვას მკვლელობისთვის მის ბიძაშვილს, ემინ ალიევს ბრალი წარედგინა
გადახედვა
-
მონაკოში უკრაინელი ბიზნესმენის მკვლელობის მცდელობაში ეჭვმიტანილი ქალი კიევთან მოკლული იპოვეს მონაკოში უკრაინელი ბიზნესმენის მკვლელობის მცდელობაში ეჭვმიტანილი ქალი კიევთან მოკლული იპოვეს
გადახედვა
-
სექსუალური ძალადობა, ძარცვა, ფიზიკურ დაპირისპირებაში მონაწილეობა — პოლონეთიდან საქართველოს 15 მოქალაქე გამოაძევეს სექსუალური ძალადობა, ძარცვა, ფიზიკურ დაპირისპირებაში მონაწილეობა — პოლონეთიდან საქართველოს 15 მოქალაქე გამოაძევეს
გადახედვა
-
ვინ მართავს დრაკონს ყველაზე კარგად — ჩვენი მკითხველის არჩევანი ვინ მართავს დრაკონს ყველაზე კარგად — ჩვენი მკითხველის არჩევანი
გადახედვა
-
ოცნებებით შედგენილი მარშრუტი — 6 სოფელი, 200 ბავშვი და უამრავი ახალი ისტორია ლიბერთისგან ოცნებებით შედგენილი მარშრუტი — 6 სოფელი, 200 ბავშვი და უამრავი ახალი ისტორია ლიბერთისგან
-
შსს: საქართველოდან უცხო ქვეყნის 54 მოქალაქე გააძევეს შსს: საქართველოდან უცხო ქვეყნის 54 მოქალაქე გააძევეს
გადახედვა
-
კანონიერი ქურდი, რომელიც 18 წელი ძებნაში იყო, სანქტ-პეტერბურგში დააკავეს კანონიერი ქურდი, რომელიც 18 წელი ძებნაში იყო, სანქტ-პეტერბურგში დააკავეს
გადახედვა
კომენტარები