მთავრობის მიერ წარმოდგენილი არგუმენტაცია საფუძვლიან ანალიზს საჭიროებს — "სამოქალაქი იდეა" ანაკლიის პორტზე
"ჩვენი შეფასებით, მზარდ საინვესტიციო ინტერესს, როგორც წესი, მსგავსი გადაწყვეტილებით არ პასუხობენ. თუ პროექტი მართლაც რამდენიმე სანდო და ძლიერი პრეტენდენტის ინტერესს იწვევს, პრაქტიკაში, როგორც წესი, ტენდერი გაუმჯობესებული პირობებით ხელახლა ცხადდება და არა ის, რომ სახელმწიფო მთლიანად საკუთარ თავზე იღებს პროექტის დაფინანსებასა და განხორციელებას" — ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტთან დაკავშირებით ორგანიზაცია "სამოქალაქო იდეა" განცხადებას აქვეყნებს და აცხადებს, რომ მთავრობის მიერ კონცესიის მოდელზე უარის თქმა და ე.წ. "ლენდლორდის მოდელზე" გადასვლა პროექტის დაფინანსებას, რისკებსა და გამჭვირვალობასთან დაკავშირებით სერიოზულ კითხვებს აჩენს.
ორგანიზაციის განცხადება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, მარიამ ქვრივიშვილის, ბრიფინგს მოჰყვა, სადაც მინისტრმა განაცხადა, რომ მთავრობამ ანაკლიის პორტის მსოფლიოში ფართოდ გავრცელებული "ლენდლორდის მოდელით" განვითარების გადაწყვეტილება მიიღო. მისი თქმით, სახელმწიფო დარჩება ანაკლიის პორტის ძირითადი საზღვაო და საპორტო ინფრასტრუქტურის მესაკუთრედ, თავად უზრუნველყოფს მის განვითარებასა და მართვას, ხოლო ტერმინალების მოწყობისთვის საჭირო ინვესტიციებს საერთაშორისო ინვესტორები და კერძო ოპერატორები განახორციელებენ.
- მარიამ ქვრივიშვილი: სახელმწიფო დარჩება ანაკლიის პორტის ძირითადი საზღვაო და საპორტო ინფრასტრუქტურის მესაკუთრედ
- მარიამ ქვრივიშვილი: 2029 წელს ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტში პირველ გემს მივიღებთ
ქვრივიშვილის განცხადებით, ახალი მოდელი სახელმწიფოს შესაძლებლობას მისცემს, პორტი ერთდროულად რამდენიმე ქვეყანასა და კომპანიასთან პარტნიორობით განავითაროს. მინისტრმა აქვე აღნიშნა, რომ მთავრობა განსაკუთრებულად მიესალმება ანაკლიის პორტში ჩინეთიდან, ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან და აზერბაიჯანიდან განხორციელებულ ინვესტიციებს.
"სამოქალაქო იდეის" შეფასებით, მთავრობის არგუმენტი, თითქოს პროექტის მიმართ გაზრდილი საერთაშორისო ინტერესის გამო შეიცვალა განვითარების მოდელი, საფუძვლიან ანალიზს საჭიროებს.
"ჩვენი შეფასებით, მზარდ საინვესტიციო ინტერესს, როგორც წესი, მსგავსი გადაწყვეტილებით არ პასუხობენ. თუ პროექტი მართლაც რამდენიმე სანდო და ძლიერი პრეტენდენტის ინტერესს იწვევს, პრაქტიკაში, როგორც წესი, ტენდერი გაუმჯობესებული პირობებით ხელახლა ცხადდება და არა ის, რომ სახელმწიფო მთლიანად საკუთარ თავზე იღებს პროექტის დაფინანსებასა და განხორციელებას. 2024 წლის შეთანხმებით საქართველოში დაახლოებით 600 მილიონი აშშ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია უნდა განხორციელებულიყო, თუმცა ამჟამად ეს ინვესტიცია აღარ არსებობს და მის ნაცვლად სახელმწიფოს დამატებით 200 მილიონი აშშ დოლარის მობილიზება მოუწევს," — აცხადებს ორგანიზაცია.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ მინისტრს დამატებითი დაფინანსების შესაძლო კრედიტორი არ დაუსახელებია, თუმცა ორგანიზაცია არ გამორიცხავს, რომ ერთ-ერთი წყარო, შესაძლოა, ჩინეთის სახელმწიფო პოლიტიკის ბანკები იყოს.
ორგანიზაციის შეფასებით, კონცესიის მოდელზე უარის თქმა ნიშნავს, რომ პროექტის ძირითადი რისკები კერძო ინვესტორებიდან სახელმწიფოზე გადადის, ხოლო პორტი კარგავს იმ გამოცდილებასა და ტვირთნაკადების უზრუნველყოფის შესაძლებლობას, რომელიც სტრატეგიულ ინვესტორს უნდა მოეტანა.
"ეს ნიშნავს, რომ რისკები ინვესტორებიდან გადასახადის გადამხდელებზე გადადის. თვითმშენებლობის მოდელში ნებისმიერი ხარჯის ზრდა და ნებისმიერი წლით დაგვიანება პირდაპირ სახელმწიფო ბიუჯეტზე აისახება. ამასთან, აღარ არსებობს მხარე, რომელიც საკუთარ თავზე აიღებს იმ ტვირთნაკადების უზრუნველყოფას, რომლებმაც ანაკლია კომერციულად მდგრადი უნდა გახადოს," — წერს Civic IDEA.
განცხადებაში ყურადღება ეთმობა გამჭვირვალობის საკითხსაც. ორგანიზაციის შეფასებით, ტენდერის გაუქმების შემდეგ სამშენებლო კონტრაქტების სახელმწიფო შესყიდვების გზით გაცემა ზრდის რისკს, რომ პროექტში ქვეკონტრაქტორების მეშვეობით კვლავ გამოჩნდნენ China Communications Construction Company (CCCC)-თან დაკავშირებული კომპანიები ან სხვა პოლიტიკურად პრივილეგირებული აქტორები.
"სამოქალაქო იდეა" ასევე აღნიშნავს, რომ ეს ანაკლიის პროექტის ბოლო ექვსი წლის განმავლობაში უკვე მესამე შეცვლილი ფორმატია, რაც, მათი შეფასებით, საერთაშორისო ინვესტორებს უგზავნის სიგნალს, რომ საქართველოში სტრატეგიულ ინფრასტრუქტურულ პროექტებში თამაშის წესები შესაძლოა გამარჯვებულის გამოვლენის შემდეგაც შეიცვალოს.
"ეს გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ პროექტი, რომელსაც მთავრობა პირდაპირი უცხოური ინვესტიციის წარმატებულ მაგალითად წარმოაჩენდა, საჯარო ხარჯად გარდაიქმნა იმ ფონზე, როდესაც საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა ისედაც შეშფოთების საგანია. ჩვენი შეფასებით, ამ უკუსვლების მიღმა არა გაურკვევლობა, არამედ განზრახვა იკითხება — პროცესი იმდენად იწელება, რომ ანაკლია საბოლოოდ უბრალოდ არ შენდება", — ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
"სამოქალაქო იდეა" აცხადებს, რომ მომდევნო თვეების განმავლობაში დააკვირდება დამატებითი 200 მილიონი აშშ დოლარის დაფინანსების წყაროებს, სამშენებლო კონტრაქტების გაცემის პროცესს, ტერმინალების ოპერატორების შერჩევას და იმას, დაბრუნდებიან თუ არა პროექტში CCCC-თან დაკავშირებული კომპანიები.
-
სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა
გადახედვა
-
სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი
გადახედვა
-
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
გადახედვა
-
რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან
გადახედვა
-
საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს
გადახედვა
-
სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს
გადახედვა
-
თეგეტა ჰოლდინგმა სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა თეგეტა ჰოლდინგმა სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
-
შეიძინეთ RKENA-ს ბილეთები საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით და ისარგებლეთ 20%იანი ფასდაკლებით შეიძინეთ RKENA-ს ბილეთები საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით და ისარგებლეთ 20%იანი ფასდაკლებით
-
რატომ გვეცვლება ხასიათი სეზონებთან ერთად? რატომ გვეცვლება ხასიათი სეზონებთან ერთად?
-
ბერდია სიჭინავა: "[ე.წ. ჩორჩანას საქმეზე] დოკუმენტებზე დაფუძნებული მტკიცებულებებით ვამტკიცებთ გიორგი გახარიას უდანაშაულობას" ბერდია სიჭინავა: "[ე.წ. ჩორჩანას საქმეზე] დოკუმენტებზე დაფუძნებული მტკიცებულებებით ვამტკიცებთ გიორგი გახარიას უდანაშაულობას"
გადახედვა
-
იაპონიაში ძილის კონკურსი გაიმართა — გამარჯვებულმა ¥2,22 მილიონი მიიღო იაპონიაში ძილის კონკურსი გაიმართა — გამარჯვებულმა ¥2,22 მილიონი მიიღო
გადახედვა
-
გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრიოდერი რუსეთში გადავიდა სამუშაოდ გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრიოდერი რუსეთში გადავიდა სამუშაოდ
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ თუმო ქუთაისი გახსნეს საქართველოს ბანკის მხარდაჭერით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ თუმო ქუთაისი გახსნეს
-
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება — Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება — Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
-
სომხეთი და აზერბაიჯანი "ტრამპის მარშრუტის" ფარგლებში ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას განიხილავენ სომხეთი და აზერბაიჯანი "ტრამპის მარშრუტის" ფარგლებში ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას განიხილავენ
გადახედვა
-
"ინფო იმერეთი": ტყიბულის შახტში მუშა დაშავდა "ინფო იმერეთი": ტყიბულის შახტში მუშა დაშავდა
გადახედვა
-
ადამიანის ტვინის გენის ფრაგმენტი ვირუსში აღმოაჩინეს — კვლევა ადამიანის ტვინის გენის ფრაგმენტი ვირუსში აღმოაჩინეს — კვლევა
გადახედვა
-
სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების გაცემის წესი დამტკიცდა სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების გაცემის წესი დამტკიცდა
გადახედვა
-
უკრაინის მასშტაბით ელექტრომომარაგების საავარიო გათიშვა დაიწყო უკრაინის მასშტაბით ელექტრომომარაგების საავარიო გათიშვა დაიწყო
გადახედვა
-
მარია ზახაროვა ნიკოლოზ მჟავანაძეს ურჩევს, კლუნების ფონდ მიმართოს, რომ ლონდონის სანქციებისგან დაიცვან მარია ზახაროვა ნიკოლოზ მჟავანაძეს ურჩევს, კლუნების ფონდ მიმართოს, რომ ლონდონის სანქციებისგან დაიცვან
გადახედვა
-
იოსებ სიგუა: ამ ეტაპზე თანამდებობაზე აღდგენას არ ველოდები, ვისვენებ იოსებ სიგუა: ამ ეტაპზე თანამდებობაზე აღდგენას არ ველოდები, ვისვენებ
გადახედვა
კომენტარები