Global Finance-მა კობა გვენეტაძე საუკეთესო ცენტრალური ბანკების მმართველთა შორის ზედიზედ მეხუთედ დაასახელა
ფოტო: საქართველოს ეროვნული ბანკი
მსოფლიოს წამყვანმა ფინანსურმა გამოცემამ, Global Finance-მა, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, კობა გვენეტაძე 2022 წლის მსოფლიოს ცენტრალური ბანკების საუკეთესო მმართველთა შორის დაასახელა — მისთვის ეს ზედიზედ მეხუთე ჯილდოა.
Global Finance ცენტრალური ბანკების მმართველების რეიტინგს 1994 წლიდან აქვეყნებს და მათი შეფასება "A"-დან "F"-მდე შკალით დგება, სადაც "A" ბრწყინვალე შედეგების ხოლო "F" სრულ ჩავარდნას ნიშნავს. რეიტინგი რამდენიმე მნიშვნელოვანი კრიტერიუმის გათვალისწინებით ყალიბდება, როგორებიცაა ინფლაციის კონტროლი, ეკონომიკური ზრდის მიზნები, ვალუტის სტაბილურობა და საპროცენტო განაკვეთების მართვა. ეს ჯილდო საერთაშორისო ფინანსურ საზოგადოებაში ფართოდ არის აღიარებული, დაჯილდოებული პირებისა და ცენტრალური ბანკების მაღალ რეპუტაციასა და წარმატებულ საქმიანობაზე მეტყველებს და მრავალი წელია, ბრწყინვალე სამუშაო შედეგების აღიარებულ და სანდო სტანდარტად იქცა.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი Global Finance-მა თავის რეიტინგებში პირველად 2018 წელს ჩართო და ის, უკვე მეხუთე წელია, ცენტრალური ბანკების იმ საუკეთესო მმართველთა სიაში ხვდება, რომელთაც A და A- შეფასება მიიღეს. მმართველების ამ ჯგუფის დაჯილდოების ცერემონია, ტრადიციულად, ოქტომბერში, ვაშინგტონში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიური შეხვედრების დროს გაიმართება.
ფოტო: საქართველოს ბანკი
2022 წლის Central Banker Report Cards-ში 96 ცენტრალური ბანკირი, მათ შორის, ევროკავშირის ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელებიც შეფასდნენ და მხოლოდ 21-მა მმართველმა მოიპოვა უმაღლესი შეფასება. კობა გვენეტაძესთან ერთად, Global Finance-ის მიერ გამოვლენილ ცენტრალური ბანკის საუკეთესო მმართველებში შვედეთის, ახალი ზელანდიის, ბრაზილიის, ჩინეთის, ისრაელის და სხვა, როგორც განვითარებული, ისე განვითარებადი ქვეყნის ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელებიც შედიან.
"ახლა, როდესაც მსოფლიო გლობალური რეცესიის შიშმა მოიცვა, ცენტრალური ბანკების ლიდერები ყურადღების ცენტრში ექცევიან, რადგან მათი ამოცანაა ამ სცენარისთვის თავის ასარიდებლად შესაბამისი პოლიტიკის გატარება", — აღნიშნა ჟურნალ Global Finance-ის დამფუძნებელმა და მთავარმა რედაქტორმა ჯოზეფ ჯარაპუტომ, — "Global Finance-ის ყოველწლიურ ანგარიშში მოცემულია ფინანსური პოლიტიკის იმ ლიდერთა საქმიანობის ანალიზი და შეფასება, რომლებიც საუკეთესო გადაწყვეტილებას იღებენ და ასევე, იმ ლიდერებისა, რომლებიც გაუმჯობესებას საჭიროებენ".
1987 წელს დაარსებული Global Finance მიმოქცევაში 160-ზე მეტ ქვეყანაშია. ჟურნალის მკითხველებს შორის არიან მულტინაციონალურ კომპანიებსა და ფინანსურ ინსტიტუტებში საინვესტიციო და სტრატეგიულ გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებელი მაღალ თანამდებობებზე მყოფი კორპორაციული და ფინანსური მენეჯერები. ჟურნალის ვებგვერდზე ქვეყნდება 192 ქვეყნის შესახებ მონაცემები, ანალიტიკური და მიმოხილვითი სტატიები, რომლებიც საერთაშორისო ფინანსურ ბაზრებზე 35-წლიანი გამოცდილების შედეგია. Global Finance-ის სათავო ოფისი ნიუ-იორკში მდებარეობს, აქვს ოფისები ლონდონსა და მილანში.
ანგარიშის სრული ვერსია ჟურნალის ოქტომბრის ბეჭდურ და ციფრულ გამოცემებში გამოქვეყნდება. ის, ასევე, ხელმისაწვდომი იქნება ონლაინ მისამართზე: GFMag.com.
-
ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი
გადახედვა
-
ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი" საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი"
გადახედვა
-
100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის 100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის
-
Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა
გადახედვა
-
10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში 10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში
გადახედვა
-
19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა 19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა
გადახედვა
-
ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ? ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ?
-
ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის კრიზისი დასტაბილურდა — ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის კრიზისი დასტაბილურდა — ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა
გადახედვა
-
გიორგი ბარამიძე დააკავეს გიორგი ბარამიძე დააკავეს
გადახედვა
-
Carrefour-ში საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს შეთავაზებები დახვდებათ Carrefour-ში საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს შეთავაზებები დახვდებათ
-
საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს Biblusi-ში 40%-იანი ქეშბექი ელოდებათ საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს Biblusi-ში 40%-იანი ქეშბექი ელოდებათ
-
კაია კალასს მიაჩნია, რომ ევროპულ პროკურატურას რუსეთისთვის სანქციების აცილებაში დამხმარეთა დასჯის უფლება უნდა მიენიჭოს კაია კალასს მიაჩნია, რომ ევროპულ პროკურატურას რუსეთისთვის სანქციების აცილებაში დამხმარეთა დასჯის უფლება უნდა მიენიჭოს
გადახედვა
-
დავით ჯინჭარაძე და თეონა ჭალიძე რუსთაველის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მერიას 3 მოთხოვნით მიმართავენ დავით ჯინჭარაძე და თეონა ჭალიძე რუსთაველის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მერიას 3 მოთხოვნით მიმართავენ
გადახედვა
-
აშშ-მ ირანთან კავშირის გამო ერაყში, ლიბანსა და UAE-ში პირები და კომპანიები დაასანქცირა აშშ-მ ირანთან კავშირის გამო ერაყში, ლიბანსა და UAE-ში პირები და კომპანიები დაასანქცირა
გადახედვა
-
საფარი: 20 წელი მიესაჯა პირს, რომელმაც ბავშვზე სექსუალურად იძალადა და ქვეყნიდან გაიქცა საფარი: 20 წელი მიესაჯა პირს, რომელმაც ბავშვზე სექსუალურად იძალადა და ქვეყნიდან გაიქცა
გადახედვა
-
"ამოიღეთ ხმა" — შალვა ნათელაშვილი საპატრიარქოს დავით გარეჯის საკითხზე რეაგირებისკენ მოუწოდებს "ამოიღეთ ხმა" — შალვა ნათელაშვილი საპატრიარქოს დავით გარეჯის საკითხზე რეაგირებისკენ მოუწოდებს
გადახედვა
-
შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა "იკუმშება" შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა "იკუმშება"
გადახედვა
-
ძაღლის განავალი ალექს გიბნიზე მეტ პატივისცემას იმსახურებს — მასკმა გათათხა რეჟისორი, რომელმაც მასზე ფილმი გადაიღო ძაღლის განავალი ალექს გიბნიზე მეტ პატივისცემას იმსახურებს — მასკმა გათათხა რეჟისორი, რომელმაც მასზე ფილმი გადაიღო
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილის აზრით, საქართველოში შობადობის კლება კეთილდღეობის მატებას უკავშირდება შალვა პაპუაშვილის აზრით, საქართველოში შობადობის კლება კეთილდღეობის მატებას უკავშირდება
გადახედვა
-
სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანი: იგეგმება, რომ გარკვეულ ეტაპზე აზერბაიჯანს ვესტუმრო, თუმცა არა ბაქოს სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანი: იგეგმება, რომ გარკვეულ ეტაპზე აზერბაიჯანს ვესტუმრო, თუმცა არა ბაქოს
გადახედვა
კომენტარები