ბარბი ფერეირა ეიფორიის მე-3 სეზონში აღარ დაბრუნდება
HBO-ს პოპულარული თინეიჯერული დრამა ეიფორია მესამე სეზონით ბარბი ფერეირას გარეშე დაბრუნდება. ბარბი სერიალში ერთ-ერთ მთავარ პერსონაჟს, კეტს განასახიერებდა. ბარბიმ წასვლის შესახებ ფანებს ინსტაგრამზე შეატყობინა:
"4 წლის განმავლობაში ყველაზე განსაკუთრებული და იდუმალი პერსონაჟის, კეტის განსახიერების შემდეგ ცრემლებით მიწევს გამომშვიდობება. იმედი მაქვს, ბევრმა თქვენგანმა დაინახა მასში საკუთარი თავი, როგორც მე დავინახე და ბედნიერები იყავით მისი მოგზაურობის ყურებით. მასში ჩემი მზრუნველობა და სიყვარული ჩავაქსოვე და იმედი მაქვს, ეს იგრძენით. მიყვარხარ, კეტრინ ჰერნანდეზ", — დაწერა ბარბიმ.
მიუხედავად იმისა, რომ სერიალის პირველ სეზონში კეტს სხვა მთავარი პერსონაჟებივით დიდი დრო ეთმობოდა, მეორე სეზონში მას საკმაოდ პატარა როლი ჰქონდა. ფანები პერსონაჟის განვითარებითაც უკმაყოფილონი დარჩნენ — მეორე სეზონში კეტი მხოლოდ თავისი შეყვარებულისგან თავის დახსნას ცდილობს, შემდეგ კი ძალიან უცნაური საბაბით შორდება.
აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ თებერვალში გავრცელდა ჭორები ბარბი ფერეირასა და სერიალის შემქმნელის, სემ ლევინსონს შორის განხეთქილების შესახებ. გავრცელებული ინფორმაციით, ერთხელ გაბრაზებული ბარბი გადასაღები მოედნიდანაც კი წავიდა. წყაროების თქმით, სხვა მსახიობებიც უკმაყოფილო იყვნენ სამუშაო პირობებით — გადატვირთული რეჟიმით, ხანმოკლე შესვენებებითა და ცუდი საკვებით. HBO-მ ბრალდებები უარყო.
სემ ლევინსონთან დაპირისპირების შესახებ ინფორმაცია ბარბიმაც უარყო. მისი თქმით, გავრცელებული ჭორების უმეტესობა ტყუილი იყო, თუმცა ეს ყველაფერი უბრალოდ ფანების ენთუზიაზმსა და სიყვარულს მიაწერა.
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
-
გადახედვაქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად ქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად
-
-
გადახედვა2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი 2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი
-
გადახედვამოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს მოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს
-
-
-
გადახედვადააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა დააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა
-
-
გადახედვასაქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს — TI საქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს — TI
-
გადახედვააფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს აფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს
-
გადახედვაარსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს არსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს
-
გადახედვაორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში ორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
კომენტარები