უკომპრომისოდ სპორტული — ახალი Porsche 911 GT3 RS
ახალი Porsche 911 GT3 RS-ის კონცეფცია საიდუმლოს მის გამოსვლამდეც არავისთვის წარმოადგენდა: ეს უკომპრომისოდ, მაქსიმალური პერფორმანსისთვის შექმნილი მანქანაა. ახლა კი ის უკვე მზადაა: 525-ცხენისძალიანი სუპერსპორტული ავტომობილი ავტოსპორტის ტექნოლოგიებითა და პრინციპებით. სპორტული გენებისა და სარბოლო დნმ-ის მქონე ატმოსფერული ძრავისა და გონივრული მსუბუქი კონსტრუქციის გარდა, პირველ რიგში მისი ძრავის გაგრილებისა და აეროდინამიკის კონცეფცია ამტკიცებს მის "ახლო ნათესაურ კავშირს" სარბოლო ბოლიდ 911 GT3 R-თან.
ავტომობილის შესაძლებლობების ამ დონეზე გაზრდის ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი ცენტრალური რადიატორის კონცეფციაა, რომელიც პირველად ლე მანის კლასის ტრიუმფატორ მოდელში, 911 RSR-ში იქნა გამოყენებული და შემდეგ 911 GT3 R-შიც დაინერგა. ნაცვლად აქამდე არსებული 3-რადიატორიანი სისტემისა, ახალი 911 GT3 RS დიდ რადიატორზე აკეთებს აქცენტს, რომელიც იმ ადგილზეა პოზიციონირებული, სადაც 911-ის სხვა მოდელებს საბარგულები აქვთ. ამგვარად, შესაძლებელი გახდა, რომ გვერდით გათავისუფლებული სივრცეები ინჟინრებს აეროდინამიკის ელემენტების დასამატებლად გამოეყენებინათ.
განუწყვეტლივ რეგულირებადი ფრთის ელემენტების წინა და ორნაწილიანი უკანა ფრთა, აეროდინამიკის გასაუმჯობესებელ სხვა დეტალებთან ერთად, ზრუნავს იმაზე, რომ მიმჭერი ძალა (ქვემოთ მიმართული ძალა, რომელიც მანქანის გზასთან შეჭიდულობას აძლიერებს) 200 კმ/სთ სისწრაფის დროს 409 კილოგრამი იყოს. ეს იმას ნიშნავს, რომ ახალი 911 GT3 RS წარმოქმნის ორჯერ მეტ მიმჭერ ძალას, ვიდრე მისი წინამორბედი (Typ 991 II) და სამჯერ მეტს, ვიდრე ამჟამინდელი 911 GT3. აღსანიშნავია, რომ 285 კმ/სთ სისწრაფის დროს ჯამური მიმჭერი ძალა 860 კილოგრამს შეადგენს.
ასევე ძალიან მნიშვნელოვანი სიახლეა ის, რომ სერიული პორშე პირველად აღიჭურვა DRS სისტემით. აეროდინამიკური წინაღობის შესამცირებლად და ტრეკის სწორ მონაკვეთზე მეტი სისწრაფის უზრუნველსაყოფად, DRS-ის ღილაკით გააქტიურებით ფრთები გასწორდება. მაღალი სისწრაფიდან მაქსიმალური დამუხრუჭების დროს პნევმატიკური მუხრუჭი აქტიურდება: ფრთების ელემენტები წინ და უკან მაქსიმალურად იწევა და იწვევს სიჩქარის აეროდინამიკურ შემცირებას.
ახალი 911 GT3 RS-ის ძარის დიზაინი აეროდინამიკის საკმაოდ ბევრ ფუნქციურ ელემენტს მოიცავს. მთავარი დამახასიათებელი ნიშანი ყველა მიმართულებით ზომაში გაზრდილი უკანა ფრთაა. ის შედგება მყარად დამაგრებული მთავარი ფრთისა და ერთი ზედა, ჰიდრავლიკურად რეგულირებადი ელემენტისგან. პორშეს სერიულ ავტომობილში პირველად მოხდა ისე, რომ უკანა ფრთის ზედა კანტი უფრო მაღლაა, ვიდრე სახურავი. ამასთანავე, 911 GT3 RS-ს წინა მხარეს აღარ აქვს სპოილერი, არამედ აქვს ე.წ. სპლიტერი, რომელიც ჰაერის ნაკადს ყოფს. წინა თვლების თაღების ვენტილაცია წინა ფრთების ცხაურებით ხდება. ასევე, უკანა თაღებსაც აქვს შემშვები ჰაერის გარშემოდენის მაქსიმალური ოპტიმიზებისთვის. სწრაფად მოძრაობისას მანქანის ქვემოდან გამომავალი ჰაერის ნაკადის სიჩქარის შესამცირებლად და გზასთან შეჭიდულობის გასაზრდელად განკუთვნილი დიფუზორი 911 GT3-დანაა და ისიც ადაპტირდა.
სავალი ნაწილის ინჟინრებმა მაღალი სიჩქარიდან დამუხრუჭებისას წინა და უკანა ღერძებს შორის მიმჭერი ძალის ბალანსზეც იზრუნეს. 911 GT3 RS-ის წინა ღერძზე წინა ბურთულა სახსარი ახლა უფრო ქვემოთაა განთავსებული. დაიხვეწა მრავალბერკეტიანი უკანა საკიდარიც, შეიცვალა ზამბარის სიხისტის კოეფიციენტი. გაუმჯობესდა ასისტენტ-სისტემები და უკანა ღერძის მოხვევაც.
ახალ 911 GT3 RS-ს სვლის სამი რეჟიმი აქვს: ჩვეულებრივი, Sport და Track. Track, ანუ სარბოლო რეჟიმში ძირითადი პარამეტრების ინდივიდუალურად მორგებაა შესაძლებელი. ეს საკმაოდ სწრაფად და ინტუიციურად ხდება, რაც ასევე ავტოსპორტიდან გადმოტანილი მომსახურებისა და მაჩვენებლების კონცეფციის დამსახურებაა. საჭეზე 4 სელექტორია, ასევე DRS-ის ღილაკი. სელექტორები რეგულირების პროცესის დროს გრაფიკულად ხელსაწყოთა პანელზე აისახება. 911 GT3 RS-ს ასევე აქვს 911 GT3-იდან ნაცნობი track-ეკრანი. მძღოლს შეუძლია, ღილაკზე დაჭერით შეცვალოს ორივე გვერდითა 7-დუიმიან ეკრანზე გამოტანილი ინფორმაცია.
4,0 ლიტრი მოცულობის ატმოსფერული ძრავა 911 GT3-თან შედარებით ოპტიმიზებულია. სიმძლავრის მატება 525 ცხენის ძალამდე პირველ რიგში ახალი გამანაწილებელი ლილვის დამსახურებაა - შეიცვალა მისი მუშტას პროფილი. პორშეს 7-საფეხურიან გადაცემათა კოლოფს (PDK) 911 GT3-თან შედარებით შემცირებული საერთო გადაცემის რიცხვი აქვს. ახალი 911 GT3 RS ადგილიდან 100 კმ/სთ-მდე 3,2 წამში ჩქარდება და მეშვიდე გადაცემით აღწევს მაქსიმალურ სისწრაფეს — 296 კმ/სთ-ს.
ახალი 911 GT3 RS სერიულად ალუმინის ნაჭედი დისკებით იწარმოება. წინა სპორტული საბურავების ზომა 275/35 R 20-ია, ხოლო უკანა საბურავების — 335/30 R21. ავტომობილის გამსუბუქებისთვის მიღებული უამრავი გონივრული გადაწყვეტილების შედეგად, ახალი 911 GT3 RS მხოლოდ 1 450 კილოგრამს იწონის.
ინტერიერში RS-ის სტილის დეტალებს შეხვდებით: შავი ტყავი და კარბონის დეტალები პურისტულ სპორტულ სულისკვეთებაზე ზრუნავს. ავტომობილი ხელმისაწვდომია Clubsport პაკეტით – დამატებითი ფასის გარეშე. აღნიშნული პაკეტი მოიცავს ფოლადის დამცავ მილოვან ძელს (სარბოლო მანქანის ძარის გამაძლიერებელი ელემენტი), ცეცხლმაქრსა და ასევე სპეციალურ, სარბოლო, 6-წერტილიან უსაფრთხოების ღვედს. გაცილებით მეტ საინტერესო დეტალს შეხვდებით Weissach-პაკეტში, რომელიც ფასიანია.
ახალი Porsche 911 GT3 RS-ის შეკვეთა საქართველოში გერმანული ბრენდის ოფიციალურ წარმომადგენელ პორშე ცენტრი თბილისში უკვე შესაძლებელია.
-
Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა
გადახედვა
-
ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი? ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
გადახედვა
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან
გადახედვა
-
EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს
გადახედვა
-
23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება 23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა




კომენტარები