შიმშილის თამაშების ახალ ფილმში მთავარ ბოროტმოქმედს ვაიოლა დევისი ითამაშებს
ვაიოლა დევისი შიმშილის თამაშების ახალი ფილმის სამსახიობო გუნდს შეურთდა. ფილმში ბალადა მგალობელ ჩიტებსა და გველებზე, რომელიც შიმშილის თამაშების ერთგვარი წინაისტორიაა, ოსკაროსანი მსახიობი ბოროტმოქმედის როლს განასახიერებს; როგორც ცნობილია, მისი პერსონაჟი დოქტორი ვოლიუმნია გალი, რიგით მე-10 შიმშილის თამაშების მთავარი შემქმნელი იქნება.
ფილმის შემქმნელების თქმით, დოქტორი გალი სასტიკი და დაუნდობელი, თუმცა, ამავდროულად, შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებული ადამიანია. მასთან გატარებულმა დრომ სნოუს პოლიტიკური ფიგურის ჩამოყალიბებაში დიდი როლი ითამაშა.
ამ დროისთვის უკვე ვიცით ფილმში მონაწილე რამდენიმე სხვა მსახიობის ვინაობაც. ტომ ბლითი, მაგალითად, ახალგაზრდა კორიოლანუს სნოუს განასახიერებს — პანემის მომავალ პრეზიდენტს. რეიჩელ ზეგლერი მე-12 რაიონიდან შეწირულ ლუსი გრეი ბერდს ითამაშებს, Euphoria-ის ვარსკვლავი ჰანტერ შაფერი კი სნოუს ბიძაშვილისა და მესაიდუმლის, ტიგრისის, როლში მოგვევლინება. ფილმში მონაწილეობას მიიღებენ ჯოშ ანდრეს რივერა და პიტერ დინკლიჯიც.
ბალადა მგალობელ ჩიტებსა და გველებზე (The Ballad of Songbirds and Snakes) ეკრანებზე 2023 წლის 17 ნოემბერს გამოვა. ფილმი შიმშილის თამაშების ტრილოგიის წინაისტორიას ეფუძნება, რომელიც ამერიკელმა მწერალმა, სიუზენ კოლინზმა, 2020 წელს გამოსცა.
წინაისტორია პრეზიდენტი სნოუს ადრეული წლების შესახებ მოგვითხრობს — როგორ იქცა ამბიციური ახალგაზრდა პირსისხლიან ტირანად. რიგით მე-10 შიმშილის თამაშებში 18 წლის კორიოლანუსს მე-12 რაიონიდან შეწირული ლუსის მენტორად ირჩევენ. სწორედ მას შემდეგ ვითარდება ნაწარმოებში მოქმედება.
ახალი ფილმის რეჟისორი ფრენსის ლოურენსი იქნება, რომელმაც ასევე გადაიღო წინა ფილმები (პირველის გარდა). კინოსურათის სცენარის ავტორები მაიკლ არნდტი და მაიკლ ლესლი არიან.
შიმშილის თამაშების ტრილოგია, რომლის გამოცემაც ავტორმა 2008 წელს დაიწყო, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სერიად იქცა. ამ დრომდე საგა 51 ენაზეა თარგმნილი და გაყიდულია 100 მილიონზე მეტ ეგზემპლარად. წიგნების მიხედვით გადაღებულმა ოთხმა ფილმმა კი, ჯამში $3 მილიარდამდე გამოიმუშავა.
ბალადა მგალობელ ჩიტებსა და გველებზე კოლინზმა 2020 წლის მაისში გამოსცა. კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვებისა და დაკეტილი მაღაზიების მიუხედავად, წიგნი პირველივე კვირაში ნახევარ მილიონზე მეტ ეგზემპლარად გაიყიდა. Lionsgate-მა კი რომანის ეკრანიზაციის სურვილი ჯერ კიდევ მის გამოცემამდე გამოთქვა.
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
-
გადახედვაქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად ქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად
-
-
გადახედვა2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი 2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი
-
გადახედვამოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს მოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს
-
-
-
გადახედვადააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა დააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა
-
გადახედვასომხეთმა და აზერბაიჯანმა, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, შეთანხმებას მიაღწიეს — სომხეთში გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ სომხეთმა და აზერბაიჯანმა, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, შეთანხმებას მიაღწიეს — სომხეთში გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ
-
-
-
გადახედვასაქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს — TI საქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს — TI
-
გადახედვააფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს აფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს
-
გადახედვაორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში ორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
კომენტარები