მეცნიერებმა ადამიანის გენები საფუარის უჯრედებთან დააკავშირეს — რას ნიშნავს ეს
ბიოტექნოლოგმა პასკალ დარან-ლაპუჯადემ და მისმა გუნდმა დელფტის ტექნოლოგიური უნივერსიტეტიდან საფუარის დნმ წარმატებით შეცვალეს. შესაბამისად, ადამიანის "სასიცოცხლო თვისება" პირველად წარმატებით იქნა გადანერგილი საფუარის უჯრედებში.
ადამიანი ვერ გადარჩება ათი გენის ჯგუფის გარეშე და მკვლევრებმა სწორედ ისინი დაამატეს საფუარის უჯრედებს. ეს გენები შეიცავს ინსტრუქციებს მეტაბოლური ინფორმაციის შესახებ, რომელიც ამუშავებს შაქარს ენერგიის გამომუშავების მიზნით და ქმნის უჯრედულ სამშენებლო ბლოკებს კუნთების უჯრედებში.
შეცვლილი საფუარი შეიძლება გამოგვადგეს სამედიცინო კვლევებში, რადგან ზემოთ ხსენებული მექანიზმი მოიცავს სხვადასხვა დაავადებებს, მათ შორის კიბოს.
"ახლა, როდესაც ჩვენ გვაქვს კონკრეტული საფუარი, მეცნიერებს შეუძლიათ გამოიყენონ ეს როგორც წამლების გამოცდისა და კიბოს კვლევის ინსტრუმენტი", — ამბობს დარან-ლაპუჯადე.
აღმოჩნდა, რომ ადამიანის უჯრედები საკმაოდ ჰგავს საფუარის უჯრედებს
დარან-ლაპუჯადეს თქმით, საფუარსა და ადამიანს შორის ბევრი მსგავსებაა: "უცნაურად ჟღერს, რადგან საფუარი საერთოდ სხვაა და ადამიანი არსებითად უფრო რთული სისტემისგან შედგება, მაგრამ უჯრედები მოქმედებენ ძალიან მსგავსი გზით".
ამიტომ, მეცნიერები ხშირად ნერგავენ ადამიანის გენებს საფუარში. ასეთ შემთხვევაში მკვლევრებს კონკრეტული კვლევების ჩატარება უფრო მარტივად შეეძლებათ, რადგან საფუარი გამორიცხავს ყველა სხვა ურთიერთქმედებას, რომელიც შეიძლება მოხდეს ადამიანის სხეულში.
"ადამიანის უჯრედებთან ან ქსოვილებთან შედარებით, საფუარი ფანტასტიკური ორგანიზმია მისი ზრდის სიმარტივით და გენეტიკურობით. მისი დნმ ადვილად შეიძლება შეიცვალოს ფუნდამენტური საკითხების გადასაჭრელად. ბევრი მნიშვნელოვანი აღმოჩენა, როგორიცაა უჯრედის გაყოფის ციკლი, საფუარის წყალობით გაკეთდა", — განმარტავს დარან-ლაპუჯადე.
"ჩვენ მხოლოდ ადამიანის გენების საფუარში გადანერგვით არ შემოვიფქრგლეთ. ჩვენ ასევე ამოვიღეთ შესაბამისი საფუარის გენები და მთლიანად ჩავანაცვლეთ ადამიანის კუნთების გენებით. და ეს ყველაფერი მშვენივრად მუშაობს. ჩვენ მივიღეთ ადამიანი-საფუარის ჰიბრიდი!", — ამბობენ მკვლევრები.
მკვლევრების თქმით, ეს მხოლოდ დასაწყისია და მათ საფუარის შემდგომი ჰუმანიზაციაც შეუძლიათ. ეს კი მედიცინას აუცილებლად გამოადგება.
კვლევის სრულად ნახვა ჟურნალ Cell Reports-ში შეგიძლიათ.
კომენტარები