ნიკა მელია

6 Aug. 2022, 11:16

ქართულ საზოგადოებას ქსენოფობიაში ადანაშაულებს საქართველოსავე ხელისუფლება! თურმე, ერთ რომელიღაც პროვოკატორის ეროვნებას რა მნიშვნელობა აქვს, პროვოკაციას არ უნდა ავყვეთ, თორემ ეს ამბავი ცუდად დამთავრდება და ომამდე მიგვიყვანსო. იმ ერთმა რომ ჩვენამდე თავისიანები — ხუთი ათასი რუსი აიყოლია და ქართული ბარი გადათელეს გუგლში, ეგ არაფერი? ე.ი. ინტერნეტშიც აღარ უნდა გავცეთ თურმე პასუხი ოკუპანტს, თორემ შემოგვესევა!

ესენი ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან ქვეყანას მტრის ხატითა და გუდიანი კაცით დაშინების პრინციპით მართავენ. 10 წელი ჩვენით აშინებდნენ ხალხს — ნაციონალების ხელისუფლებაში დაბრუნებით. ეს ნარატივი რომ შემოაცვდათ, ახლა ომით აშინებენ საზოგადოებას.

ქართული ოცნების სტანდარტით, ეროვნული ღირსების დაცვა, ქსენოფობია და გოიმობაა, აი, ოკუპანტის ფეხქვეშ გაგება კი — კარგი ტონი. დრო ძალიან ცოტა გვაქვს, ამათ ხელში, 20% კი არა, ისე აღმოვჩნდებით მთლიანად ოკუპირებულნი, ოკუპაციის თარიღიც არ გვეცოდინება! ვინ სადაც არ უნდა ვიყოთ ახლა, ზღვაზე თუ მთაში, ქალაქში თუ აგარაკზე, კარგად უნდა დავფიქრდეთ და საბოლოოდ გავიაზროთ — წინ უბრალოდ პოლიტიკურად ცხელი შემოდგომა კი არა, საეტაპო შემოდგომა გველის! ამ შემოდგომით გადაწყდება, გაზაფხული საქართველოში მოვა, თუ ტფილისის გუბერნიაში


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი
  2. გიორგი ბარამიძე დააკავეს
  3. ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადის 40 000-ლარიანი ზღვარი 100 000 ლარამდე იზრდება
  4. საქართველოში ქიმიურ და ბიოლოგიურ საფრთხეებზე რეაგირების ერთობლივი სწავლება ჩატარდა — აშშ-ის საელჩო
  5. "ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო" — რაზე ისაუბრეს?

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ გრემის კანონპროექტის განხილვას მხარი დაუჭირა

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ15 სექტემბერს, მხარი დაუჭირა კანონპროექტის განხილვის დაწყებას, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტ…