ტაივანში ნენსი პელოსის ხანმოკლე და სადავო ვიზიტი დასრულდა — რა მოხდა
აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, ნენსი პელოსიმ ტაივანი უკვე დატოვა.
რატომ არის მნიშვნელოვანი: ტაივანში პელოსის ვიზიტს ჩინეთი ეწინააღმდეგებოდა
- ნენსი პელოსი არის პირველი სპიკერი, რომელიც ბოლო 25 წლის განმავლობაში ტაივანში ჩავიდა.
- ტაივანი თვითმმართველი დემოკრატიაა, რომელსაც ჩინეთი საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს და აშშ-ის ოფიციალური პირების ვიზიტს განიხილავს, როგორც კუნძულის დამოუკიდებლობის მომხრე ბანაკისთვის წამახალისებელი სიგნალის გაგზავნას.
დეტალები: კონგრესის ოფიციალური დელეგაციის ვიზიტი აზიის ქვეყნებში 29 ივლისს დაიწყო – ოფიციალურ მარშრუტში შედის იაპონია, სამხრეთ კორეა, მალაიზია და სინგაპური.
-
ტაივანში ჩასვლის შემდეგ სპიკერმა დატვიტა, რომ ვიზიტის მიზანი აშშ-ის მხარდაჭერის გამოხატულებაა.
- პარალელურად კი, ჩინეთმა ცეცხლსასროლი იარაღის წვრთნები დაიწყო.
ვიზიტისას პელოსი შეხვდა ტაივანის პრეზიდენტს, საკანონმდებლო ორგანოს ვიცე-პრეზიდენტს და ვიდეოზარით ესაუბრა თავმჯდომარეს.
- პელოსის თქმით, კიდევ ერთხელ დაადასტურეს მტკიცე მხარდაჭერა ტაივანის დემოკრატიისადმი, მათ შორის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხებში და თავმჯდომარეს სწრაფი გამოჯანმრთელება უსურვეს.
რა ხდებოდა მანამდე: ჩინეთმა გააფრთხილა ბაიდენის ადმინისტრაცია, რომ თუ დაგეგმილი ვიზიტი შესრულდებოდა, სახალხო განმათავისუფლებელი არმია ზომებს მიიღებდა.
- აშშ-ის პრეზიდენტმა ჯერ კიდევ ივლისში განაცხადა, რომ პენტაგონი არ უჭერს მხარს პელოსის იდეას და თავდაცვის უწყება ტაივანში აშშ-ის ოფიციალური პირების ჩასვლის წინააღმდეგია.
- სახელმწიფო მდივანმა კი აღნიშნა, რომ შედგება თუ არა ვიზიტი, სპიკერის გადასაწყვეტია.
- კრემლის სპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა დაგეგმილი ვიზიტი პროვოკაციად შეაფასა.
რატომ წავიდოდა პელოსი: ეს კითხვა ბევრს გაუჩნდა იმის ფონზე, რომ ვიზიტი დაძაბულობას იწვევს.
- როგორც CNN წერს, ვიზიტის მომხრეებს შორის უჩვეულოდ ბევრი რესპუბლიკელია და ისინი ამბობენ, რომ სპიკერისთვის მნიშვნელოვანია ტაივანისადმი მხარდაჭერა გამოხატოს და ხაზი გაუსვას, რომ ვაშინგტონი სერიოზულად არის განწყობილი იურიდიული ვალდებულების მიმართ.
- პელოსი ასევე პეკინის პოლიტიკის აქტიური კრიტიკოსი და დემოკრატიის სიმბოლოა — ცხოვრების წესის, რომელიც შენარჩუნებასაც სასოწარკვეთილად ცდილობენ ჩინეთის ავტორიტარული რეჟიმის ქვეშ.
- ამ საკითხზე მეტი ინფორმაციის მიღება პელოსის ოპ-ედიდან შეგიძლიათ.
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
-
ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი
გადახედვა
-
"ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს "ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს
გადახედვა
-
სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა საერთაშორისო საბანკო ურთიერთობები Standard Chartered Bank—თან გააფართოვა საქართველოს ბანკმა საერთაშორისო საბანკო ურთიერთობები Standard Chartered Bank—თან გააფართოვა
კომენტარები