უჯრედი, რომელიც თითოეულ ჩვენგანში გვხვდება, შეიძლება, სისხლის სიმსივნედ ტრანსფორმირდეს
ყველა ადამიანი მცირე რაოდენობით შეიცავს უჩვეულო თიმოციდურ უჯრედებს, რომლებმაც ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება, ლეიკემია გამოიწვიონ.
მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ T-უჯრედების მწვავე ლიმფობლასტური ლეიკემია (T-ALL), რომლითაც კვლევა ჟურნალ ამერიკაში ყოველწლიურად 6000 ადამიანი ავადდება, გამოწვეულია სპეციფიკური სახეობის თიმოციდის უჯრედის დისფუნქციით, რომელიც მცირე ოდენობით ყველა ადამიანშია.
T-ALL-ით დაავადებული თაგვების შესწავლისას მისურის უნივერსიტეტის მეცნიერებმა აღწერეს თიმოციდის უჯრედები — იმუნური უჯრედები, რომლებიც თიმუსშია (მკერდუკანა, ჩანგლისებრი ჯირკვალი) ლოკალიზებული. მათ აღმოაჩინეს, რომ იმავე ტიპის T უჯრედები, რომელიც მოლეკულური მარკერების უნიკალურ ნაკრებს ქმნიან, ასევე მღრღნელებში სიმსივნეების წყაროცაა. კვლევა ჟურნალ PNAS-ში გამოქვეყნდა
"როდესაც ჩვენ თაგვებში ეს უჯრედი აღმოვაჩინეთ, დავინტერესდით, არის თუ არა იგივე უჯრედი იმავე რაოდენობით ადამიანებშიც", — თქვა უფროსმა მკვლევარმა ადამ შრუმ. "ადამიანისგან აღებულმა ნიმუშებმა გვაჩვენა, რომ ჩვენც ზუსტად იმავე რაოდენობით შევიცავთ ამ T უჯრედებს."
ეს უიშვიათესი უჯრედი, რომელიც თიმუსის უჯრედების 0,01%-ია, ცნობილია როგორც "EADN". შრუმის გუნდს შემდეგ სურდა იმის გარკვევა, არის თუ არა EADN ადამიანთა T-ALL-ის მიზეზი.
"სამი წლის განმავლობაში ჩვენ მისურის უნივერსიტეტში მწვავე ლიმფობლასტური ლეიკემიის 5 შემთხვევა გამოვიკვლიეთ", — ამბობს შრუმი. "ჩვენ თითოეული პაციენტის უჯრედების ნიმუშებს დავაკვირდით და აღმოვაჩინეთ, რომ ხუთიდან ერთი შემთხვევის მიზეზი EADN უჯრედები იყო. ჩვენ არ ვამბობთ, რომ EADN ამ ტიპის სიმსივნის ერთადერთი გამომწვევია, მაგრამ ჩვენი კვლევით ჩანს, რომ ზოგიერთ შემთხვევებზე ზუსტად ისაა პასუხისმგებელი. ეს ნამდვილად გასაოცარი აღმოჩენაა".
შრუმის გუნდმა EADN უჯრედების შესახებ კიდევ ერთი უნიკალური რამ აღმოაჩინა. მოლეკულა MHC, რომელიც აუტოიმუნურ და იმუნიტეტის სხვა პასუხებს არეგულირებს, EADN-ის უჯრედებს უგზავნის სიგნალებს, რომ ისინი თაგვებში სიმსივნედ გარდაიქმნან.
"თითქოსდა აუტოიმუნური რეაქციაა, რაც EADN-ს სიმსევნედ აქცევს", — თქვა შრუმ. "თიმუსის ბევრ სხვა უჯრედს არ შეუძლია ამის გაკეთება. ახლა, როდესაც დავადგინეთ ეს სიგნალები, შეგვიძლია პოტენციური სტრატეგიებით ვუმკურნალოთ ამ ტიპის სიმსივნეს".
შრუმ თქვა, რომ შემდეგი ნაბიჯია იმის დადგენა. თუ რამდენად ხშირადაა ადამიანის T-ALL შემთხვევები EADN უჯრედებით პროვოცირებული. ამგვარად, ჩვენ შევძლებთ თითოეული ადამიანის სიმსივნის უნიკალურ შემთხვევას უკეთესი პერსონალიზებული მედიცინით ვუმკურნალოთ.
კომენტარები