კელი დეგნანი

28 Jul. 2022, 11:22

ჩვენი დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის აღსანიშნავად საქართველოს ყველა რეგიონში ვმოგზაურობ, რათა უშუალოდ შევხვდე ხალხს. რაც მესმის ადამიანებისგან, ვისაც ვხვდები, არის ის, რომ ისინი ძალიან დაიღალნენ და იმედგაცრუებულები არიან იმ პოლარიზაციის გამო, რაზეც თქვენ საუბრობთ. საქართველოს მოქალაქეების დიდმა უმრავლესობამ აირჩია ევროპული მომავალი, უფრო დემოკრატიული, უფრო აყვავებული, უფრო უსაფრთხო მომავალი. ამ მომავალს აფერხებენ პოლიტიკური ლიდერები, რომლებიც უფრო მეტ დროს ხარჯავენ ერთმანეთზე თავდასხმაზე, ვიდრე საქართველოს მოსახლეობისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე მუშაობაზე, როგორიცაა, მაგალითად, უმუშევრობის მაღალი მაჩვენებელი, გაზრდილი ფასები და განათლება.

საქართველოს პოლიტიკურმა ლიდერებმა საქართველოს გზა ევროკავშირისაკენ და ქვეყნის საუკეთესო ინტერესები მათ პარტიულ უთანხმოებაზე წინ უნდა დააყენონ. ისე, როგორც ამ 30 წლის განმავლობაში, დღესაც, შეერთებული შტატები როგორც, საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი, მზადაა დაეხმაროს ამ ქვეყანას, დაიკავოს თავისი მართებული ადგილი ევროატლანტიკურ ერთა ოჯახში.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი
  2. გიორგი ბარამიძე დააკავეს
  3. ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადის 40 000-ლარიანი ზღვარი 100 000 ლარამდე იზრდება
  4. საქართველოში ქიმიურ და ბიოლოგიურ საფრთხეებზე რეაგირების ერთობლივი სწავლება ჩატარდა — აშშ-ის საელჩო
  5. "ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო" — რაზე ისაუბრეს?

გირჩევთ

ახლა კითხულობენ