როგორ გადავრჩეთ თბილისში, ანუ რა დაგიჯდება აუზი
თუ შვებულება დაგიმთავრდა ან ჯერ არ გამოგიყენებია, თუ გამოცდები გაქვს და ქალაქიდან ვერ გადიხარ ან სხვა მიზეზის გამო გიწევს თბილისში დარჩენა, გაგრილების გზები უნდა ეძებო.
დროს დაგიზოგავთ და აუტანელ სიცხეს ასე მაინც შეგიმსუბუქებთ — თბილისში რამდენიმე აუზის ფასები გავარკვიეთ, სადაც ცხელი დღების გადაგორებას და დასვენებას შეძლებთ.
როგორც აღმოჩნდა, დედაქალაქში აუზით სარგებლობის ფასი 15 ლარიდან იწყება და ხანგრძლივობის ან მომსახურების შესაბამისად იზრდება.
არენა • Arena Sports Complex
არენა უნივერსიტეტის #2-ში მდებარეობს და ორი აუზი ფუნქციონირებს. არენა 1-ის აუზზე ერთდღიანი აბონემენტი 30 ლარი ღირს, მრავალჯერადი აბონიმენტების ფასები კი ასეთია:
- 8 ვიზიტი 30 დღის განმავლობაში — 140 ლარი;
- 10 ვიზიტი 30 დღის განმავლობაში — 160 ლარი;
- 12 ვიზიტი 30 დღის განმავლობაში — 180 ლარი.
რაც შეეხება არენა 2-ის აუზს, ერთჯერადი ვიზიტი 20 ლარი დაგიჯდებათ.
- 8 ვიზიტი — 60 ლარი;
- ერთთვიანი ულიმიტო აბონემენტი — 120 ლარი.
ოლიმპიური აუზი
ოლიმპიური აუზი ბობ უოლშის II შესახვევში მდებარეობს. აქ ტარიფები საათების მიხედვით ნაწილდება.
- სამუშაო დღეებში 07:00-11:00 საათებში აუზზე შესვლა 15 ლარი ღირს, უქმე დღეებში ამავე საათებში 20 ლარი.
- სამუშაო დღეებში 11:00-16:30 საათებში შესვლის ღირებულება 25 ლარია, შაბათ-კვირას ამავე საათებში 35 ლარი.
- სამუშაო დღეებში 16:30-22:00 საათებში აუზზე შესვლა 20 ლარი ღირს, უქმე დღეებზე ამავე საათებში 25 ლარი.
- სამუშაო დღეებში 07:00-16:30 საათებში ღირებულება 30 ლარია, შაბათ-კვირას ამავე საათებში 40 ლარი.
- სამუშაო დღეებში 11:00- 22:00 საათებში აუზზე 35 ლარად შეხვალთ, უქმე დღეებში კი 40 ლარად.
- დღიური ულიმიტო აბონემენტის ფასი ოლიმპიურ აუზზე სამუშაო დღეებში 45 ლარია, უქმეებზე 50 ლარი.
- 1-თვიანი ულიმიტო აბონემენტი 300 ლარი ღირს, 2-თვიანი 540 ლარი, ხოლო 3-თვიანი 765 ლარი.
Gino Paradise
თუ შენთვის ხელსაყრელი თბილისის ზღვის ტერიტორიაა, მაშინ ამ აკვაპარკის ტარიფებსაც გაგაცნობთ.
- სამუშაო დღეებში 1-დღიანი აბონემენტი — 59 ლარი, 17:00 საათიდან კი 39 ლარი;
- შაბათსა და კვირას 1-დღიანი აბონემენტი — 69 ლარი;
- 1-თვიანი ულიმიტო პაკეტი — 300 ლარი.
Neptune
განვიხილოთ ვაკეში მდებარე მეორე აუზის ტარიფები. Neptune-ში ერთჯერადი ვიზიტი სამუშაო დღეებში 50 ლარი ღირს, შაბათსა და კვირას კი 70.
- 8 ვიზიტი ერთი თვის განმავლობაში — 250 ლარი;
- 12 ვიზიტი თვეში — 300 ლარი;
- 1-თვიანი ულიმიტო აბონემენტი — 350 ლარი.
კრწანისის რეზიდენციის კომპლექსი
კრწანისის 49 ნომერში მდებარე კომპლექსში აუზზე შესვლის ღირებულება სამუშაო დღეებში 60 ლარია, შაბათსა და კვირას კი 80.
- 7-დღიანი აბონემენტი — 350 ლარი;
- 14-დღიანი — 550 ლარი;
- 1-თვიანი აბონემენტი — 650 ლარი.
Tbilisi Sea Terrace
Tbilisi Sea Terrace თბილისის ზღვის ქუჩაზე მდებარეობს. ამ აუზზე შესვლის ღირებულება 30 ლარია, 12 წლამდე ბავშვებისთვის 15 ლარი, 6 წლამდე ბავშვებისთვის კი უფასოა.
1-თვიანი ულიმიტო აბონემენტის სერვისი Tbilisi Sea Terrace-ს არ აქვს და აქ შესვლა მხოლოდ ერთჯერადი ანგარიშსწორებით შეგიძლიათ.
აუზი E60
თუ თბილისის აუზებიდან თქვენს მოთხოვნებს არცერთი არ აკმაყოფილებს, ან უბრალოდ, ქალაქგარეთ გასვლა გსურთ, ნარეკვავის აუზის ტარიფებსაც შემოგთავაზებთ. აქ სამუშაო დღეებში შესვლა, 20 ლარი ღირს, უქმე დღეებში კი 30.
აბონემენტების სისტემა ნარეკვავის აუზს არ აქვს, დაჯავშნა კი სააპლიკაციო ფორმით შეგიძლიათ, რომელსაც ფეისბუქგვერდზე ათავსებენ.
კომენტარები