მიხეილ ყაველაშვილი

20 Jul. 2022, 11:09

კითხვა ჩნდება, ხომ არ ყოფილა შეხვედრა კელი დეგნანსა და ბიძინა ივანიშვილს შორის უკრაინის ომის დაწყების შემდეგ? — იყო ამაზე საუბარი კაბინეტებში, რაღაც შეხვედრები არსებობდა, ამ კითხვას ბიძინა ივანიშვილმა უნდა უპასუხოს.

მე რომ გავემიჯნე ქართულ ოცნებას, ამის პირობაზე გავემიჯნე, რომ საზოგადოებას ღიად ვესაუბრებოდი. წრედი იკვრება. ევროპარლამენტის რეზოლუცია შეურაცხყოფას აყენებს ქართულ სახელმწიფოს, თქვენ არავინ ხართ, მონები ხართ და ერთი ადამიანი გმართავთო, ეს ჩაწერეს პირდაპირ რეზოლუციაში და ამაზე პასუხი არ შეუძლია გასცეს პრემიერს? ეს რა მონური დამოკიდებულებაა?! წრედი იკვრება — 20 ივნისი, 3 ივლისის მოთხოვნები, ეს მხარდაჭერა კელი დეგნანის, არასამთავრობო ორგანიზაციები, გადახდილი ფული ამერიკის სახელმწიფოს მხრიდან, ეს კითხვები იბადება, რომ რაღაც ძალას სურს და ფაქტია, ეს 6 თვეც ამიტომ გადაიდო, რომ ამ ძალამ ვერ შეძლო რევოლუციური სცენარის განვითარება.

აქედან გამომდინარე ახლა იბადება კითხვა, ხომ არ ყოფილა შეხვედრა კელი დეგნანსა და ბიძინა ივანიშვილს შორის უკრაინის ომის დაწყების შემდეგ? ხომ არ მოსთხოვეს მას რაიმე და ხომ არ ხდება ამის კვალობაზე შანტაჟი, რადგან ეს ადამიანი გასულია, არაფერში ერევა.

იყო ამაზე საუბარი კაბინეტებში, რაღაც შეხვედრები არსებობდა, ამ ეტაპზე მე ამაზე არ ვისაუბრებ, არ მაქვს უფლება ამაზე საუბრის, თუმცა, თუ კითხვებზე პასუხი არ გაეცემა, მივმართავთ ბიძინა ივანიშვილსაც, რადგან კითხვები სახელმწიფოს ეხება.

ვალდებულია (უპასუხოს), ადამიანს ქვეყნის განვითარევაში ხელის შემშლელად აღიქვამენ და ეს რას ნიშნავს?!

ხომ არ იყო პირდაპირი კავშირი კელი დეგნანსა და ივანიშვილს შორის? ამ ადამიანს პირდაპირ შეეხნენ. ივანიშვილის პასუხი არ გაინტერესებთ? მე მაინტერესებს, ამ პროცესში განზე როდემდე უნდა იყოს, სახელმწიფოს განვითარებას ეხება, ეს ადამიანები არ ჩერდებიან, აგრძელებენ გაურკვეველი მიზეზების ძიებას და დროა გამოვიდეს და პასუხი თქვას


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. "სასურველია, პენსია 20-ის ნაცვლად 30 ლარით გაიზარდოს“ — ზაზა ლომინაძე
  2. თბილისის სამ უბანს წყალი 24 საათით შეუწყდება — ქუჩების ჩამონათვალი
  3. გია ხუხაშვილი: პრემიერობის დაისი მოახლოებულია, დასაშვებია, რომ ახალი პრემიერი მარიამ ქვრივიშვილი იყოს
  4. გიორგი კაკაურიძე: მასწავლებლის ხელფასი საათზე დაახლოებით 2 ლარით მოიმატებს
  5. მამუკა წერეთლის ყოფილი ცოლისა და შვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დააკავეს — რა ვიცით სავარაუდო მკვლელზე?

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან

ხელოვნური ინტელექტი (AI) სხვა ყველაფერთან ერთად ბიოლოგიის გარდატეხასაც გვპირდება. AI-ს პრაქტიკული გამოყენების…