გაიცანით ტარგარიენები — რა უნდა იცოდეთ House of the Dragon-ის გმირებზე?
კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება ვესტეროსში — ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სერიალის, Game of Thrones-ის დასრულებიდან სამი წლის შემდეგ HBO ლეგენდარულ ფენტეზი სამყაროს ახალი პერსპექტივით აცოცხლებს. House of the Dragon ამერიკელი მწერლის, ჯორჯ რ.რ. მარტინის ნაწარმოებების მიხედვით გადაღებული ახალი სერიალია, რომელსაც მაყურებელი 21 აგვისტოდან იხილავს.
სერიალში მოქმედება GOT-ში განვითარებულ მოვლენებამდე 200 წლით ადრე, ტარგარიენების დინასტიის აღმავლობის ხანაში მიმდინარეობს. სანამ სერიალს ვნახავდეთ, ამ სტატიაში სწორედ ტარგარიენებს და სხვა მნიშვნელოვან პერსონაჟებს გაგაცნობთ.
პრინცესა რეინირა ტარგარიენი
სერიალის შემქმნელების, რაიან კონდელისა და მიგელ საპოჩნიკის თქმით, პროექტში ყველაზე მნიშვნელოვანი როლი ემა დ'არსის ერგო, რომელიც პრინცესა რეინირას ასახიერებს.
თავისი თანატოლებისგან განსხვავებით, რეინირა ადრეულ ასაკშივე იქცა მამის, ანუ მეფის, მარჯვენა ხელად. მეფე მას ტახტის მემკვიდრედაც ასახელებს, თუმცა, ყველაფერი რთულდება, როცა სამეფო ოჯახში ვაჟის მოლოდინი ჩნდება.
დ'არსის თქმით, თავისი პერსონაჟის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი იმის გააზრებაა, თუ რა გავლენას ახდენს სამეფო ოჯახში სქესი ძალაუფლებასა და ვიღაცის სიცოცხლეზეც კი.
მეფე ვისერის ტარგარიენი
Game of Thrones-ის მაყურებლები აქ სულ სხვანაირ მეფე ვისერისს იხილავენ. მონარქი, რომელმაც ვესტეროსში ათწლეულების განმავლობაში მშვიდობა შეინარჩუნა, სხვების გაღიზიანებას უფრთხის.
პერსონაჟის შემსრულებელი მსახიობის, პედი კონსოდაინის თქმით, ვისერისი კარგი ადამიანი, თუმცა, ცუდი მეფეა, რადგან მხოლოდ სხვების გულის მოგებაზე ფიქრობს.
"თუმცა, ამასთან, მას ეგოც აქვს", — ამატებს კონსოდაინი, — "ცხოვრებაში დიდი ტრაგედიაც შემთხვევია, მაგრამ მისი რაღაც ნაწილი ფიქრობს, ასობით წლის შემდეგ ხალხს როგორ დავამახსოვრდები, მათ ხომ არც მშვიდობიანი მეფეები და არც კარგი ხალხი არ ახსოვთ, მხოლოდ მეომრები და ტირანები ამახსოვრდებათო".
პრინცი დეიმონ ტარგარიენი
ვესტეროსში ამბობენ, ტარგარიენი რომ იბადება, ღმერთები მონეტას ჰაერში აგდებენ და სანამ ის დაეცემა, ყველა სუნთქვაშეკრული ელოდებაო. პრინცი დეიმონის შემსრულებელი მსახიობის, მეტ სმითის თქმით კი, თავისი პერსონაჟის მონეტა ჯერ ისევ ჰაერში ტრიალებს.
დეიმონ ტარგარიენი, რომელიც მეფე ვისერისის ძმაა, სერიალის ერთ-ერთი ყველაზე არაპროგნოზირებადი პერსონაჟია. ამასთან, იგი ტახტის კიდევ ერთი პოტენციური მემკვიდრეა. ზოგიერთი შიშობს, რომ პრინცი ტარგარიენების მომდევნო ტირანად იქცევა.
თუმცა, სმითი დასძენს, რომ პრინცის ამბიციები თავის ძმას უფრო უკავშირდება, ვიდრე ტახტს.
ჰაითაუერების გვარი
ჰაითაუერები ვესტეროსში უძველეს, უმდიდრეს და ყველაზე გავლენიან დინასტიებს შორის არიან. გვარის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წარმომადგენელი ოთო ჰაითაუერია, რომელიც რამდენიმე მონარქის განმავლობაში ინარჩუნებდა მეფის მრჩევლის პოზიციას. მისი შვილი კი, ალისენტ ჰაითაუერი, ვესტეროსში თავისი განსაკუთრებული გარეგნობითაა ცნობილი.
ჰაითაუერების ტრადიციულ ოჯახში ზოგიერთი სხვა დინასტიის წევრებზე განათლებულიცაა, შესაბამისად, გვერდში მათ დგომას ნებისმიერი მმართველი ისურვებდა.
ალისენტ ჰაითაუერი
ბავშვობაში დამეგობრებულ პრინცესა რეინირასა და ალისენტ ჰაითაუერს შორის ჩამოყალიბებული, ერთი შეხედვით, ურყევი ურთიერთობა ზრდასრულობაში არაერთი გამოწვევის წინაშე დგება.
ჯორჯ მარტინის წიგნში ცეცხლი და სისხლი ალისენტი აღწერილია, როგორც ჩუმად მოქმედი და ინტრიგების მომწყობი. თუმცა, თავისუფალი და თავნება რეინირასგან განსხვავებით, ჰაითაუერი უფრო მორჩილია. მისთვის რთულია იმის გააზრებაც, თუ რამდენად განსხვავებულად გაიზარდა საუკეთესო მეგობრისგან, რომელიც ყველაფერს იღებდა, რაც სურდა.
ოთო ჰაითაუერი
ოთო ჰაითაუერი ამბავში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული პოლიტიკური ფიგურაა, რომელიც სამეფოში მიმდინარე ინტრიგებს ბევრ სხვაზე უკეთ იცნობს.
პერსონაჟის შემსრულებელი მსახიობის თქმით, ოთოს შეუბრალებელი ხასიათი აქვს, თუმცა, მეფის მრჩევლობის გამო დაკისრებული ზოგიერთი გადაწყვეტილების მიღება მაინც უჭირს.
ველარიონების გვარი
ჰაითაურები კი მდიდრები არიან, მაგრამ ველარიონები — ბევრად უფრო მდიდრები. ვესტეროსის კიდევ ერთმა უძველესმა დინასტიამ გავლენა და სიმდიდრე დიდწილად ლორდ კორლის ველარიონის წყალობით მოიპოვა.
ამასთან, ვესტეროსში ტარგარიენების აღზევებისას ველარიონებმა გადამწყვეტი როლი ითამაშეს, რამაც ორ გვარს შორის კავშირი გაამყარა. ტარგარიენები თუ ცას განაგებენ, ველარიონების ფლოტები ზღვას მართავენ.
ლორდ კორლის ველარიონი
კორლისს კარგად აქვს გააზრებული, რომ დიდი გავლენის მფლობელია და ტარგარიენებს იგი სჭირდებათ.
სერიალის შემქმნელების თქმით, House of the Dragon-ის პერიოდში ვესტეროსში ომი არ მომხდარა; კაცებს ბავშვობიდანვე ამზადებდნენ საბრძოლველად, თუმცა, ნასწავლის პრაქტიკაში განხორციელება მათ შეჯიბრების გარდა არსად დასჭირვებიათ. ამ მხრივ ლორდი გამოირჩევა — კორლისი ბრძოლის ველზე თავს ისე გრძნობს, როგორც თევზი წყალში.
პერსონაჟის შემსრულებელი მსახიობი ლორდს ტაივინ ლანისტერს ამსგავსებს Game of Thrones-იდან.
პრინცესა რეინის ტარგარიენი
"კაცები უმალ ცეცხლს მისცემენ მთელ სამეფოს, ვიდრე ქალის ტახტზე ასვლას ნახავენ", — ამბობს სერიალში კიდევ ერთი ტარგარიენი, პრინცესა რეინისი.
როცა ვესტეროსში მეფე ჯეიჰერის ტარგარიენის მემკვიდრის არჩევის დრო დადგა, ტახტი და დედოფლის ტიტული ყველაზე მეტად სწორედ რეინისს ეკუთვნოდა. თუმცა, მეფის საბჭომ გადაწყვიტა, რომ ტახტზე არ შეიძლებოდა, ქალი ასულიყო, ამდენად, რეინისის ბიძაშვილი, ვისერისი, გამეფდა.
თუმცა, უგვირგვინო დედოფლად მიჩნეული რეინისი, რომელიც ახლა ლორდ კორლისის ცოლია, მაინც აქტიურად მონაწილეობის ვესტეროსის პოლიტიკური ამინდის შექმნაში. ამასთან, წარსულში მომხდარის გამო გულგატეხილობის მიუხედავად, იგი სიმტკიცესა და სიმშვიდეს მაინც ინარჩუნებს.
-
გადახედვააფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს აფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს
-
გადახედვაარსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს არსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
კომენტარები