ჩემი საყვარელი სუპერგმირი ხარ — ბულინგის მსხვერპლი მოსწავლე პოლ რადმა წერილით და საჩუქრით გაამხნევა
სკოლაში სასწავლო წლის დასრულება ყოველთვის განსაკუთრებულ სიხარულს უკავშირდება. ამ შესანიშნავი ამბის აღსანიშნავად აშშ-ის სკოლებში ერთგვარ სამახსოვრო ალბომებს უშვებენ, სადაც მათი მოსწავლეების ფოტოები და სახალისო წარწერებია თავმოყრილი.
თუმცა, წელს ეს ამბავი სახალისო სულაც არ აღმოჩნდა 12 წლის კოლორადოელი ბიჭის, ბროდი რიდერისთვის, რომელსაც ალბომში სამახსოვრო წარწერა ორი მასწავლებლის გარდა არავინ დაუტოვა — მათ შორის, არც თანაკლასელებმა. მართალია, ბროდის თანაკლასელებთან დამეგობრება გაუჭირდა, თუმცა, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულმა მისმა ამბავმა ასობით ადამიანის ყურადღება მიიქცია. ერთ-ერთი მათგანი არაერთი პრიზის მფლობელი ამერიკელი მსახიობი, პოლ რადი, აღმოჩნდა.
რადმა, რომელსაც მაყურებლები ყველაზე მეტად მარველის კინოსამყაროს სუპერგმირად, ადამიან-ჭიანჭველად, იცნობენ, ბროდის გამხნევება გადაწყვიტა. 12 წლის ბიჭს კინოვარსკვლავი ჯერ ვიდეოზარით ესაუბრა, შემდეგ კი ადამიანი-ჭიანჭველას ხელმოწერილი ჩაფხუტი და წერილი გაუგზავნა.
"ჩემს კარგ მეგობარს, ბროდის, იმ დროისთვის, როცა იგი სამყაროს სძლევს", — წერია ჩაფხუტზე.
მსახიობისა და მოსწავლის დამეგობრების შესახებ ინფორმაცია ფეისბუქზე გაავრცელა ბროდის დედამ, კასანდრა კუპერმა. მან ასევე გაასაჯაროვა ხელით დაწერილი ბარათი, რომელიც რადმა პატარა მეგობარს გაუგზავნა.
"ძვირფასო ბროდი,
იმ დღეს შენთან ლაპარაკით ძალიან ვისიამოვნე. მნიშვნელოვანია, გახსოვდეს, რომ მაშინაც კი როცა ცხოვრება რთულია, სიტუაცია მაინც იცვლება ხოლმე უკეთესობისკენ. უამრავი ადამიანი არსებობს, ვისაც უყვარხარ და ვინც ფიქრობს, რომ ყველაზე მაგარი ტიპი ხარ — ერთ-ერთი მათგანი მე ვარ. ერთი სული მაქვს, როდის ვნახავ ყველა იმ საოცრებას, რომელსაც შენ მიაღწევ,
შენი მეგობარი პოლი".
კასანდრას პოსტიდან ისიც შევიტყვეთ, რომ კინოვარსკვლავს და ბროდის ინტერნეტით ახლა უკვე აქტიური მიმოწერა აქვთ. ბროდი პოლს სწერს, რომ იგი მისი საყვარელი სუპერგმირია. პასუხად, რადი პატარა მეგობარს იმავეს ეუბნება.
ბროდის ამბის შესახებ ინტერნეტმომხმარებლებმა მაისის ბოლოს შეიტყვეს. კასანდრა იხსენებს, რომ მისი შვილი ძალიან დასევდიანებული იყო და მხოლოდ მუსიკის მოსმენა სურდა. როცა მან წლის შემაჯამებელ ალბომზე ჰკითხა, ბიჭს თვალები ცრემლით აევსო და უპასუხა, რომ ყველამ, ვისაც კი მასში წარწერის გაკეთება სთხოვა, უარით უპასუხა.
"ძალიან ჭკვიანია და თანატოლებს მასთან ურთიერთობა უჭირთ", — ამბობს დედა და ამატებს, რომ ბროდის თანაკლასელები ასევე დასცინიან "დიდი ყურებისა" და იმის გამო, რომ "ძალიან გამხდარია".
12 წლის ბიჭმა თავისი თავისთვის მიწერილ წერილში ინატრა, რომ მეგობრები გაეჩინა. ეს ნატვრა კი მალევე აუხდა — ჰოლივუდის ვარსკვლავზე რომ აღარაფერი ვთქვათ, ამბის გახმაურების შემდეგ, ბროდის წლის შემაჯამებელ ალბომში სამახსოვრო და გამამხნევებელი წარწერების დატოვება უფროსკლასელებმაც გადაწყვიტეს.
უფროსკლასელებს კი მათაც მიბაძეს, ვინც წინათ უარს ამბობდა ბროდისთან მეგობრობაზე. კასანდრას თქმით, მისი შვილი ახლა სიხარულით "მეცხრე ცაზეა".
ბედნიერ მოზარდს ახლა ერთი სული აქვს, როდის დაიწყება ახალი სასწავლო წელი.
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
-
გადახედვაქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად ქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად
-
გადახედვა2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი 2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი
-
გადახედვამოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს მოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს
-
გადახედვადააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა დააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა
-
გადახედვასომხეთმა და აზერბაიჯანმა, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, შეთანხმებას მიაღწიეს — სომხეთში გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ სომხეთმა და აზერბაიჯანმა, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, შეთანხმებას მიაღწიეს — სომხეთში გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ
-
-
-
გადახედვასაქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს — TI საქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს — TI
-
გადახედვააფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს აფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს
-
გადახედვაარსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს არსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს
-
გადახედვაორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში ორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
კომენტარები