მომენტალური ჩარიცხვა — რას ცვლის საქართველოს ბანკის ახალი პროდუქტი
საქართველოს ბანკი ბიზნესის განვითარებისთვის საჭირო ახალი შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. ცოტა ხნის წინ ბანკმა ბიზნესებს ანგარიშზე თანხის მომენტალური ჩარიცხვა შესთავაზა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერი ბანკის, ნებისმიერი ბარათით, (მათ შორის არაქართული ბარათით განხორციელებული ტრანზაქციისას) მომხმარებლის მიერ გადახდილი თანხა ბიზნესს მომენტალურად ჩაერიცხება.
პროდუქტი უკვე დანერგილია და კომპანიების უმეტესობა უკვე სარგებლობს მისით, რაც ბიზნესპროცესების გამარტივებას უწყობს ხელს და ოპერირებას ბევრად მოქნილს ხდის. მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ ისიც, რომ სიახლის შედეგად, თანხა მომენტალურად ჩაირიცხება შაბათ-კვირასაც, რაც აქამდე ბიზნესებისთვის დიდი დისკომფორტი იყო, რადგან უქმე დღეებში განხორციელებული ტრანზაქციების თანხის ჩარიცხვას რამდენიმე დღე სჭირდებოდა.
"ამ სერვისის გააქტიურებისთვის არანაირი დამატებითი ფუნქიონალის ან პაკეტის შეძენა არაა საჭირო. საკმარისია მხოლოდ კომპანიის სურვილი და მომდევნო დღიდან მყისიერი ანგარიშსწორება აქტიურდება. პროდუქტი ხელმისაწვდომია ყველა კომპანიისთვის, ვინც სარგებლობს საქართველოს ბანკის საგადახდო პროდუქტებით", — ამბობს საქართველოს ბანკის გადახდების მართვის დეპარტამენტის დირექტორი – დავით ბეჟიაშვილი. მასთან ინტერვიუს გზით კი კიდევ უფრო მეტს მოგიყვებით ახალ პროდუქტზე, მასთან დაკავშირებულ ტექნოლოგიურ გამოწვევებსა თუ მოლოდინებზე, რომლებიც საქართველოს ბანკის გადახდებთან დაკავშირებულ ციფრულ პროდუქტებზე უნდა შევიქმნათ:
როგორ შექმნა საქართველოს ბანკმა ბიზნესისთვის მომენტალური ჩარიცხვის ახალი შესაძლებლობა? როგორ მიიღეთ ამ მიმართულებით მუშაობის გადაწყვეტილება?
ბიზნესის ეფექტური ფუნქციონირებისთვის ფულადი სახსრების მოძრაობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. რადგან უნაღდო ანგარიშსწორებით გადახდილი თანხები კომპანიის ანგარიშზე, საუკეთესო შემთხვევაში, მეორე დღეს ირიცხებოდა, ჩავთვალეთ საჭიროდ გადახდის პარალელურად აგვესახა თანხები მიმღების ანგარიშზე, რაც დააჩქარებდა ფულადი სახსრების მოძრაობას და ხელს შეუწყობდა კომპანიის ბრუნვის ზრდას.
რა ტექნიკური სირთულეები შეგხვდათ სამუშაო პროცესში და როგორ გაუმკლავდით მათ?
მომენტალური ჩარიცხის ფუნქციის დანერგვა არ იყო მარტივი, გარდა ტექნიკური სირთულეებისა, გადასაწყვეტი გვქონდა პროცედურული დეტალები. პროდუქტს თან ახლდა გარკვეული რისკებიც. პროფესიონალური გუნდის ჩართულობით ყველა საკითხი ისე გადაწყდა, რომ სერვისი მაქსიმალურად მორგებულია მომხმარებლებზე და არ მოითხოვს დამატებით ცვლილებებს. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ბევრი კომპანია ფიქრობს მსგავსი პროდუქტის დანერგვას, მაგრამ მისი კომპლექსურობიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე ჯერჯერობით არ მომხდარა ბიზნესისთვის შეთავაზება.
აქამდე ბიზნესს მომხმარებლის მიერ გადახდილი თანხა შაბათ-კვირას არ ერიცხებოდა, ან სხვა ბანკის ბარათით გადახდის შემთხვევაში ჩარიცხვა აყოვნებდა. კონკრეტულად, რა შეცვალეთ სისტემაში იმისათვის, რომ მომენტალური ჩარიცხვის იდეისთვის ხორცი შეგესხათ?
როგორც აღვნიშნე, თანხის ჩარიცხვა კომპანიების სასარგებლოდ ხდებოდა მეორე დღეს, მათ შორის შაბათ და კვირის დღეებშიც, მაგრამ ეს არ იყო საკმარისი ჩვენი მიზნების მისაღწევად, რომ ბიზნესს წვდომა ქონოდა ფულად სახსრებზე მყისიერად. ჩვენი მიზანი იყო გადახდის პარალელურად თანხა ასახულიყო კომპანიის ანგარიშზე და უნაღდო ანგარიშსწორების ვადა გათანაბრებულიყო ნაღდი ფულით გადახდასთან. მყისიერი ანგარიშსწორების დანერგვით ჩვენ ხელი შევუწყეთ უნაღდო ანგარიშსწორების კიდევ უფრო პოპულარიზაციას და ნაღდ ანგარიშსწორებაზე დამოკიდებულების შემცირებას.
ეს ეხება როგორც ციფრულ, ასევე ტერმინალით განხორციელებულ გადახდებსაც. როგორ მოახერხა გუნდმა ამ ყველაფრის სინქრონიზება?
ნებისმიერი საგადახდო პროდუქტი, რომლითან ბიზნესი სარგებლობს, ერთნაირად მნიშვნელოვანია, რადგან ყველა არხით მიღებული ფულადი სახსრები უნდა ისახებოდეს მის ანგარიშზე მყისიერად. ამოცანაც ამ კუთხით დაისვა, მიუხედავად გადახდის პროდუქტის და არხისა, თანხა კომპანიისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს მომენტალურად. ეს რა თქმა უნდა, არ იყო იოლი საქმე, მაგრამ პროფესიონალური IT გუნდის ჩართულობით, პროდუქტი დაინერგა და გაეშვა. ტემინალით თუ ელექტრონული კომერციით გადახდის შემთხვევაში, თანხა ხელმისაწვდომია ბიზნესისთვის მყისიერად.
რა იქნება შემდეგ? რას უნდა ელოდოს ბიზნესი საქართველოს ბანკისგან გადახდების მიმართულებით?
როგორც ყოველთვის, ჩვენ ვცდილობთ ხელი შევუწყოთ ბიზნესების განვითარებას თანამედროვე და მომხმარებელზე მორგებული პროდუქტების შეთავაზების საფუძველზე. რა თქმა უნდა არ ვაპირებთ გაჩერებას და მომავალშიც გავარძელებთ ბიზნესების მხარდაჭერას და კიდევ უფრო ხელმისაწვდომს და კომფორტულს გავხდით საქართველოს ბანკის პროდუქტებით სარგებლობას.
კომენტარები