სად იმართება აქციები 20 ივნისს
დღეს, 20:00 საათზე საქართველოს პარლამენტთან აქცია შინ ევროპისკენ გაიმართება. 20 ივნისი სიმბოლური თარიღია 2019 წელს განვითარებული მოვლენების გამო, სწორედ მაშინ ჩაეყარა საფუძველი ბოლო წლების ერთ-ერთ ყელაზე მასშტაბურ ანტიოკუპაციურ და პროდასავლურ პროტესტს. გარდა ამისა, დღეს მოქალაქეები ეროვნული მიზნის დეკლარირებისთვის იკრიბებიან — აქციაზე მიდის ყველა, ვინც მხარს უჭერს ევროკავშირში გაწევრიანებას.
პარლამენტის გარდა აქცია საქართველოში 3, საზღვარგარეთ კი 8 ლოკაციაზეა დაგეგმილი.
სად და როდის გაიმართება აქციები
- თბილისი — პარლამენტის წინ, 20:00 საათი;
- ზუგდიდი — სკეიტ პარკი, 18:00 საათი;
- ბათუმი — 6 მაისის პარკი, 19:00 საათი;
- ქუთაისი — ცენტრალური მოედანი, 15:00 საათი;
- ლონდონი — საქართველოს საელჩო, წმ. გიორგის მოედანი #20, პიმლიკო (Embassy of Georgia, 20 St.George's Square, Pimlico, London), ადგილობრივი დროით 18:00 საათი;
- პრაღა — საქართველოს საელჩო, მლინსკას ქ. 22/4 (Mlýnská 22, 160 00, Praha 6) ადგილობრივი დროით 18:00 საათი;
- ჰანოვერი — ლაიბნიცის უნივერსიტეტი, ადგილობრივი დროით 19:00 საათი;
- პარიზი — რესპუბლიკის მოედანი (Place de la Republique), ადგილობრივი დროით 17:30 საათი;
- ბუდაპეშტი — თავისუფლების მოედანი (Szabadság tér), ადგილობრივი დროით 18:00 საათი;
- ბერლინი — გერმანიის ფედერალური კანცელარია (Vor dem Bundeskanzleramt - Bei den Wasserspielen), ადგილობრივი დროით 17:00 საათი;
- ჰამბურგი — Jungfernstieg (Flaggenplatz), ადგილობრივი დროით 19:00 საათი;
- რეიკიავიკი — პარკი Austurvöllur, ადგილობრივი დროით 16:00 საათი.
ვინ უერთდება აქციას
აქციას უერთდებიან 9 უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები. ისინი სხვადასხვა ტერიტორიიდან მსვლელობით გადაინაცვლებენ პარლამენტთან.
- თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი — 19:00 საათი, უნივერსიტეტის ეზო;
- ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი — 19:00 საათი, ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორია;
- თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტები — 19:00 საათი, ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორია;
- GIPA — 19:00 საათი, ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორია;
- საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი — 19:00 საათი, ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორია;
- საქართველოს უნივერსიტეტი — 19:00 საათი, ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორია;
- კავკასიის უნივერსიტეტი — 19:00 საათი, ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორია;
- საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი — 19:00 საათი, ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორია;
- სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი — 19:00 საათი, ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორია;
- შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი — 20:00 საათი, საქართველოს პარალემენტის მიმდებარე ტერიტორია;
- ალტე უნივესიტეტი — 20:00 საათი, საქართველოს პარალემენტის მიმდებარე ტერიტორია;
- სამხატვრო აკადემია — 19:00 საათი, ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორია;
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა Facebook-ზე გარეკანის ფოტოდ ევროკავშირისა და საქართველოს დროშები დააყენა და აქციის სლოგანი — #შინევროპისკენ დაწერა.
აქციას უერთდებიან ოპოზიციური პარტიები — ნაციონალური მოძრაობა, ლელო, მოქალაქეები, გირჩი — მეტი თავისუფლება, ევროპული საქართველო, დროა, ტრიბუნა.
ამასთანავე, აქციაზე მიდიან სამოქალაქო საზოგადოებისა და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები. მათ შორის, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი ლადო აფხაზავა, საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარე, ფადი ასლი, რეჟისორი ლანა ღოღობერიძე და სხვა.
კლუბი BASSIANI წერს, რომ რუსთაველის გამზირზე გამოსვლა თითოეული მოქალაქის ვალდებულებაა, რათა დავიცვათ და შევინარჩუნოთ თანასწორობაზე, თავისუფლებასა და სოლიდარობაზე, ღია კულტურასა და დემოკრატიულ პრინციპებზე დაფუძნებული სახელმწიფოს იდეა, რომლისთვისაც ათწლეულების განმავლობაში ვიბრძოდით.
"20 ივნისი, 20:00 საათი. ჩვენი შვილების მომავლისთვის ყველა ერთად უნდა დავდგეთ", — წერს მსახიობი და ტელეწამყვანი დუტა სხირტლაძე.
თამარ ჭოხონელიძემ კი მოქალაქეებს და კოლეგებს მიმართა, რომ დღეს ყველა ერთად დადგეს ევროპული მომავლისთვის.
"დღეს საღამოს ვაუქმებთ ყველა გაკვეთილს, რომ ყველამ ერთად შევძლოთ 8 საათზე ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის დაცვა! თუ შენ არ გამოხვალ, ეს ქვეყანა არ გამოვა!" — წერს ბექას სკოლა ფეიბუქზე.
24 ივნისს, როდესაც საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე საბოლოო განცხადება გამოქვეყნდება, აქცია უფრო მეტი ჯგუფის ჩართულობით დაორგანიზდება.
მასალა განახლებადია.
კომენტარები