ტომ ჰენკსის თქმით, ახლა Philadelphia-ში გეის როლს ვერ ითამაშებდა
ფოტო: Getty Images / Everett Collection
ჯონათან დემის 1993 წლის ფილმში Philadelphia (ფილადელფია) შესრულებულმა როლმა ტომ ჰენკსს პირველი ოსკარი მოუტანა: მან ახალგაზრდა გეი კაცი განასახიერა, რომელიც აივ ინფექციით დაინფიცირების შემდეგ სამსახურიდან გაუშვეს.
ახლა, თითქმის 30 წლის შემდეგ, ტომ ჰენკსი ამბობს, რომ მას ან ნებისმიერ სხვა ჰეტეროსექსუალ მსახიობ კაცს ღიად გეი პერსონაჟის შესრულების შესაძლებლობა აღარ მიეცემა და ჰოლივუდის ღირებულებების ამ მხრივ ცვლილებას იზიარებს კიდეც.
"მოდი ვთქვათ, 'შეძლებდა ჰეტეროსექსუალი კაცი ახლა იმავეს გაკეთებას, რაც მე ფილადელფიაში გავაკეთე'? არა და ძალიანაც კარგი, რომ ასეა. ფილადელფიის მთელი სათქმელი ის იყო, რომ არ უნდა გეშინოდეს [აივ ინფექციის / გეი ადამიანების]. ერთ-ერთი მიზეზი კი, რის გამოც ხალხს ამ ფილმის არ ეშინოდა, ისაა, რომ იცოდნენ, გეის როლს მე ვთამაშობდი. ჩვენ ეს უკვე უკან მოვიტოვეთ, აღარ მგონია, რომ დღეს მაყურებელმა მარტივად მიიღოს ჰეტეროსექსუალის მიერ გეის როლის თამაშის მსგავსი არაავთენტიკურობა", — განაცხადა ჰენკსმა The New York Times-თან ინტერვიუში.
ტომ ჰენკსი ფილმში ფილადელფია.
ფოტო: Everett Collection
"დანაშაული არ არის, თუ ვინმე იტყვის, რომ ფილმისგან თანამედროვეობის შესაფერისი სინამდვილის ასახვას უფრო ელოდება. ისე ხომ არ ჩანს, რომ ვინმეს ჭკუას ვარიგებ? ყოველ შემთხვევაში, ჩემი განზრახვა ეს არ ყოფილა", — დააზუსტა მსახიობმა.
ფილადელფიაში შესრულებულმა როლმა ტომ ჰენკსს როგორც ოსკარი, ისე ოქროს გლობუსი და საყოველთაო აღიარება მიუტანა.
აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა ჰოლივუდში ჰეტეროსექსუალი მსახიობების მიერ ქვიარ პერსონაჟების განსახიერების პრობლემურობას განიხილავენ: ადრე ედი რედმეინმა განაცხადა, რომ ფილმში დანიელი გოგო ტრანსგენდერი გმირის როლის შესრულებას ნანობს.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები