პლასტმასის ნარჩენები ოკეანეებში, შესაძლოა, ახალი ანტიბიოტიკების წყაროს წარმოადგენდეს
სტუდენტების ხელმძღვანელობითა და სკრიპსის ოკეანოგრაფიის ინსტიტუტთან თანამშრომლობით ჩატარებული ახალი კვლევის მიხედვით, ოკეანეებში პლასტმასის ნარჩენები, შესაძლოა, ახალი ანტიბიოტიკების წყაროს წარმოადგენდეს. კვლევის წარდგენა 9-13 ივნისს ვაშინგტონში, ამერიკის მიკრობიოლოგიური საზოგადოების კონფერენციაზეა დაგეგმილი.
მეცნიერების შეფასებით, ოკეანეებში ყოველწლიურად 5-13 მილიონი კუბური მეტრი პლასტმასა ხვდება, რომელთაგან ნაწილი წყლის ზედაპირზე მოტივტივე ნარჩენების გროვად ერთიანდება, ნაწილი კი, მიკროპლასტმასად იშლება. ამ ნარჩენებზე მიკრობებს მთელი ეკოსისტემების შექმნა შეუძლიათ. პლასტმასის ნარჩენები მდიდარია ბიომასით, შესაბამისად,იგი ანტიბიოტიკების წარმოებისთვის კარგ მასალას წარმოადგენდეს.
პლასტმასის ნარჩენების, როგორც ანტიბიოტიკების ახალი წყაროს პოტენციალის შესასწავლად, მკვლევრებმა დოქტორ ჯო ჰენდლსმენის მიერ შექმნილი Tiny Earth-ის სამეცნიერო მიდგომა ზღვის პირობებს მოარგეს (აღსანიშნავია, რომ Tiny Earth პროექტების ფარგლებში სტუდენტები ნიადაგში ანტიბიოტიკების მწარმოებელი ბაქტერიების აღმოჩენას ცდილობენ). მკვლევრებმა წყლის ინკუბატორში მაღალი და დაბალი სიმკვრივის პოლიეთილენის პლასტმასა მოათავსეს და 90 დღით გააჩერეს.
მათ ოკეანის პლასტმასისგან ანტიბიოტიკების მწარმოებელი 5 ბაქტერია გამოყვეს, მათ შორის ბაცილას, Phaeobacter-ისა ვიბრიონის შტამები. სხვადასხვა ბაქტერიებთან გამოცდის შემდეგ მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ ბაქტერიების იზოლატები ეფექტიანი აღმოჩნდა როგორც ფართოდ გამოყენებადი ბაქტერიების, ასევე ორი ანტიბიოტიკ-რეზისტენტული შტამის წინააღმდეგ.
"თუ თანამედროვე ანტიბიოტიკების კრიზისსა და მიკრობების ანტიბიოტიკ-რეზისტენტული შტამების აღზევებას გავითვალისწინებთ, ანტიბიოტიკების ახალი, ალტერნატიული წყაროების ძიება არსებითად მნიშვნელოვანია", — განაცხადა კვლევის მთავარმა ავტორმა, ანდრეა პრაისმა ეროვნული უნივერსიტეტიდან სან დიეგოში. "იმედი გვაქვს, განვავითარებთ ამ პროექტს და უფრო ფართოდ დავახასიათებთ მიკრობებსა და იმ ანტიბიოტიკებს, რომლებსაც ისინი წარმოქმნიან".
კომენტარები