საუკეთესო ავტობუსი, საუკეთესო სატვირთო და საუკეთესო ფურგონი — MAN-ის ტრიუმფი ETM Awards-ზე
ფოტო: თეგეტა
ETM (EuroTransportMedia) Awards 2022-ის ტრიუმფატორი MAN Truck & Bus გახდა. კომპანიამ სატვირთო ავტომანქანების, ავტობუსებისა და ფურგონის ტიპის სატრანსპორტო საშუალებებით 4 კატეგორიაში მოიპოვა გამარჯვება.
- MAN TGS-მა თვითმცლელის კატეგორიაში მოიპოვა გამარჯვება;
- საქალაქთაშორისო ავტობუსების კატეგორიაში წარმატება MAN Lion's Intercity LE-ს ხვდა წილად;
- MAN Lion's Coach-მა სამგზავრო ავტობუსების კატეგორიაში ჯილდო მეოთხედ მიიღო;
- მეოთხედ აიღო პირველი ადგილი სრულად ელექტრიფიცირებულმა MAN eTGE-მ, ნულოვანი გამონაბოლქვით.
დაჯილდოების ცერემონია 1-ელ ივნისს ბერლინში ჩატარებული კონგრესის "მომავლის კომერციული სატვირთო ავტომანქანები 2022"-ის ფარგლებში გაიმართა.
საუკეთესო კომერციული სატვირთო მანქანებისა და ბრენდის გამოსავლენად სატვირთო კომერციული მანქანების გამოცემა ETM-Verlag-ის 6000-მა მკითხველმა მისცა ხმა. გამოკითხვის პროცესში აქტიურად მონაწილეობდა კომპანია DEKRA, რომელიც ავტომანქანების ტესტირებას ახორციელებდა.
მკითხველთა გამოკითხვაში "საუკეთესო სატვირთო მანქანა", "საუკეთესო ფურგონი" და "საუკეთესო ავტობუსი", 16 კატეგორიაში, 216-ზე მეტი კომერციული სატრანსპორტო საშუალების მოდელი მონაწილეობდა.
"ETM Awards ძალიან მნიშვნელოვანი კონკურსია MAN-ის გაყიდვებისა და მომხმარებლებთან ურთიერთობის გუნდისთვის. 200-ზე მეტ კონკურენტთან გამარჯვება ისეთ კატეგორიებში, როგორებიც არის საუკეთესო ფურგონი, საუკეთესო სატვირთო მანქანა და საუკეთესო ავტობუსი, დიდ სიამაყის გრძნობასა და მოტივაციას გვანიჭებს", — ფრიდრიხ ბაუმანი, MAN-ის აღმასრულებელი საბჭოს წევრი.
კრისტოფ ჰუბერი, MAN Truck & Bus Deutschland GmbH-ის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე: "ჩვენმა პროდუქციამ წელს კიდევ ერთხელ შეძლო შთაბეჭდილების მოხდენა სატვირთო მანქანების, ავტობუსებისა და ფურგონების კატეგორიებში. ძალიან მოხარულები ვართ, რომ სრულად ელექტრიფიცირებულმა MAN eTGE-მ და ავტობუსმა MAN Lion's Coach-მა ზედიზედ მეოთხედ დაიკავეს პირველი ადგილი ETM Awards-ის კონკურსში".
MAN TGS თვითმცლელი
კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებული MAN TGS-ია, რომელიც იდეალურად არის მორგებული შესაბამის დარგობრივ მოხმარებაზე. სატვირთო გამორჩეულია მაღალი ხარისხით, გამძლეობით, გათვლილია მძიმე პირობებში ექსპლუატაციისთვის. სატვირთოში, ამავდროულად, მთავარი აქცენტი კეთდება მძღოლის კომფორტზე, უსაფრთხოებასა და ეკოლოგიურ სტანდარტებთან შესაბამისობაზე.
MAN TGS აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიებით, როგორიცაა საგზაო საცობის ასისტენტი, რომელი ზრუნავს მძღოლის კომფორტზე შეფერხებული გადაადგილების დროს Congestion Asisistant-სა და Stop&Go ფუნქციის მეშვეობით. დამონტაჟებულია MAN OptiView-ის უსაფრთხო მართვის სისტემა. ის ეხმარება მძღოლს მანევრირების, ზოლიდან ზოლში გადასვლისა და შემობრუნების დროს.
საქალაქთაშორისო და სამგზავრო ავტობუსების კატეგორიებში MAN კვლავ პირველ ადგილზეა
საქალაქთაშორისო ავტობუსების კატეგორიაში გამარჯვება MAN Lion's Intercity LE-ს ხვდა წილად.
ახალი MAN Lion's Intercity LE მოქნილი და შთამბეჭდავი გადაწყვეტაა, მინიმალური „ფლობის საერთო ღირებულებით“. უახლესი ავტობუსები თანამედროვე ტექნოლოგიითა და უნივერსალური აღჭურვილობითაც გამოირჩევა.
კონკურსის კიდევ ერთი გამარჯვებული MAN Lion's Coach-ია, რომელმაც მაღალჭერიანი სამგზავრო ავტობუსების კატეგორიაში მეოთხედ მოიპოვა გამარჯვება. მისი დიზაინი და პროპორციები ისეა შექმნილი, რომ მგზავრებმა და მძღოლებმა MAN Lion's Coach-ში ჩაჯდომისთანავე იგრძნონ თავი კომფორტულად.
ამ მიზანს MAN-მა, ერთი მხრივ, კომფორტული და მაღალი ხარისხის ინტერიერით, ჰარმონიული და მუდმივად ელეგანტური ფერებით, მეორე მხრივ კი, უწყვეტი LED განათების ზოლით მიაღწია.
ახალი Lion's Coach შთაბეჭდილებას ახდენს გაუმჯობესებული სავალი ნაწილითა და საწვავის სისტემით, რომელიც ხელს უწყობს ნაკლები საწვავის მოხმარებას.
MAN eTGE ზედიზედ ოთხი წლის განმავლობაში პირველ ადგილს იკავებს
MAN eTGE-მ ასევე ზედიზედ მეოთხეჯერ გაიმარჯვა ელექტროტრანსპორტიორის კატეგორიაში.
MAN Transporter, სრულად ელექტრიფიცირებული ავტომობილი 2018 წლიდან არის ხელმისაწვდომი, როგორც სამგზავრო, ისე სატვირთო დანიშნულების.
MAN-ს საქართველოში ოფიციალურად თეგეტა ჰოლდინგის შვილობილი კომპანია თეგეტა თრაქ ენდ ბასი წარმოადგენს. კომპანიაში გერმანული ბრენდის პროდუქციაა წარმოდგენილი, მათ შორის, ETM Awards-ზე გამარჯვებული თვითმცლელებიც.
-
მძიმე მეტალის მოსმენა ფიზიკური ტკივილის ატანას აადვილებს — კვლევა მძიმე მეტალის მოსმენა ფიზიკური ტკივილის ატანას აადვილებს — კვლევა
გადახედვა
-
საია: სტრასბურგის მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის კონკურსის წესი რამდენიმე ფუნდამენტურ კითხვას აჩენს საია: სტრასბურგის მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის კონკურსის წესი რამდენიმე ფუნდამენტურ კითხვას აჩენს
გადახედვა
-
მნიშვნელოვანი ნაბიჯი მსოფლიო ჩემპიონატისკენ — რა მოგვცა ამ ორმა გამარჯვებამ? მნიშვნელოვანი ნაბიჯი მსოფლიო ჩემპიონატისკენ — რა მოგვცა ამ ორმა გამარჯვებამ?
-
ვინ იყო ნენსი გრეის რომანი — ასტრონომი, რომელსაც "ჰაბლის დედა" უწოდეს ვინ იყო ნენსი გრეის რომანი — ასტრონომი, რომელსაც "ჰაბლის დედა" უწოდეს
გადახედვა
-
ნეპალში მასობრივი დაკრძალვები მიმდინარეობს — წყალდიდობისგან დაღუპულთა რიცხვმა 1 000-ს გადააჭარბა ნეპალში მასობრივი დაკრძალვები მიმდინარეობს — წყალდიდობისგან დაღუპულთა რიცხვმა 1 000-ს გადააჭარბა
გადახედვა
-
ხელოვნურ ინტელექტთან ხშირი კომუნიკაცია ადამიანებს სულ უფრო რობოტულს ხდის? — კვლევა ხელოვნურ ინტელექტთან ხშირი კომუნიკაცია ადამიანებს სულ უფრო რობოტულს ხდის? — კვლევა
გადახედვა
-
პენიტენციური სამსახური ციხეში პატიმართა განთავსების ლიმიტის გაზრდას განმარტავს პენიტენციური სამსახური ციხეში პატიმართა განთავსების ლიმიტის გაზრდას განმარტავს
გადახედვა
-
დუეინ დევისი თუფაქ შაკურის მკვლელობის ორგანიზებაში დამნაშავედ ცნეს დუეინ დევისი თუფაქ შაკურის მკვლელობის ორგანიზებაში დამნაშავედ ცნეს
გადახედვა
-
FT: ილონ მასკი თანახმაა, უკრაინამ Starlink-ით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმები განახორციელოს FT: ილონ მასკი თანახმაა, უკრაინამ Starlink-ით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმები განახორციელოს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკი Forbes Georgia Under 30-ის მთავარი წარმდგენია საქართველოს ბანკი Forbes Georgia Under 30-ის მთავარი წარმდგენია
-
12 ფოტო იმის დასტურად, რომ ლუჩანო პავაროტი შენზე უკეთ ატარებდა შვებულებას 12 ფოტო იმის დასტურად, რომ ლუჩანო პავაროტი შენზე უკეთ ატარებდა შვებულებას
-
"ისლანდია ამ დრომდე არავის დაუდანაშაულებია რუსული გავლენების გამტარებლად?!" — ნინო წილოსანი ისლანდიის რეფერენდუმზე "ისლანდია ამ დრომდე არავის დაუდანაშაულებია რუსული გავლენების გამტარებლად?!" — ნინო წილოსანი ისლანდიის რეფერენდუმზე
გადახედვა
-
გააგზავნე მინიმუმ 200 ერთეულის Ria-ს ფულადი გზავნილი დისტანციურად და დასაჩუქრდი გააგზავნე მინიმუმ 200 ერთეულის Ria-ს ფულადი გზავნილი დისტანციურად და დასაჩუქრდი
-
გიგა ფარულავა: გეორგიევსკის ტრაქტატის შემდეგ რუსეთმა გააუქმა ეკლესიის ავტოკეფალია, დაუქვემდებარა რუსულ სინოდს და საუკუნეზე მეტხანს რუსი ეგზარქოსებით მართავდა! გიგა ფარულავა: გეორგიევსკის ტრაქტატის შემდეგ რუსეთმა გააუქმა ეკლესიის ავტოკეფალია, დაუქვემდებარა რუსულ სინოდს და საუკუნეზე მეტხანს რუსი ეგზარქოსებით მართავდა!
გადახედვა
-
პროკურატურამ დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე კიდევ ორ პირს წაუყენა ბრალი პროკურატურამ დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე კიდევ ორ პირს წაუყენა ბრალი
გადახედვა
-
თიბისის ბარათებზე წინასასკოლო შეთავაზებები იწყება — მოემზადეთ ახალი სასწავლო წლისთვის თიბისის ბარათებზე წინასასკოლო შეთავაზებები იწყება — მოემზადეთ ახალი სასწავლო წლისთვის
-
ზუგდიდი-ანაკლიის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა ზუგდიდი-ანაკლიის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი გადახდების მიმართულებით საუკეთესო ციფრულ ბანკად დაასახელა Global Finance-მა საქართველოს ბანკი გადახდების მიმართულებით საუკეთესო ციფრულ ბანკად დაასახელა
-
შალვა ნათელაშვილი Eagle Hills-თან გაფორმებული ხელშეკრულების გამო სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ითხოვს შალვა ნათელაშვილი Eagle Hills-თან გაფორმებული ხელშეკრულების გამო სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ითხოვს
გადახედვა
-
ადვოკატი: "ირაკლი ღარიბაშვილი წერილებს არ მოაკლებს საზოგადოებას" ადვოკატი: "ირაკლი ღარიბაშვილი წერილებს არ მოაკლებს საზოგადოებას"
გადახედვა
-
1-ელი სექტემბრიდან თბილისი აუთლეტ ვილიჯში მუნიციპალური ავტობუსით მისვლა იქნება შესაძლებელი 1-ელი სექტემბრიდან თბილისი აუთლეტ ვილიჯში მუნიციპალური ავტობუსით მისვლა იქნება შესაძლებელი
კომენტარები