ირაკლი ზარქუა

8 Jun. 2022, 13:48

ქალბატონი ლომჯარია საერთოდ აირია ახლა ბოლო პერიოდში. მითუმეტეს, მისი მოკავშირე, აი, უკრაინის სახალხო დამცველი რომ დაჰყვებოდა აქ და დარბოდნენ კარდაკარ და ჩვენს ქვეყანას, რომ შავ, მუქ ფერებში ხატავდნენ. რადამ საერთოდ დაითხოვა ქალბატონი დენისოვა. რატომ, იმიტომ, რომ თქვა, ეს მატყაურა ქალი ყოფილაო. ვერ დაამტკიცა და გაადგო. ყველამ თავისი საქმე აკეთოს, მათ შორის, ქალბატონმა ლომჯარიამაც. კეთილი ინებოს, ჩვენ გვყავს უამრავი სხვა პატიმარი, მათი უფლებებიც შეისწავლოს იქნებ, სადმე ირღვევა. [...] ორმაგი სტანდარტის გამო არის გასაკიცხი ლომჯარია.

ასე ეხმაურება ზარქუა ომბუდსმენის განცხადებას, რომ მთავარი არხის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას შეწყალების მოთხოვნით პრეზიდენტს მიმართავს. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
  2. ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
  3. ვინ არიან თემურ უგულავას მემკვიდრეები, ვისაც მისი აქტივების მართვის უფლება აქვთ?
  4. მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
  5. სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ