თიბისისა და ვებსტერის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
ფოტო: თიბისი
20 მაისს თიბისი კონცეპტის ბიბლიოთეკაში თიბისისა და ამერიკულ უნივერსიტეტ ვებსტერს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
ორმხრივი შეთანხმება მიზნად ისახავს სტუდენტების აკადემიური და პრაქტიკული უნარების გამომუშავების ხელშეწყობას, მათი ცნობიერების ამაღლებას, ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტების, მასტერკლასებისა და ღონისძიებების გამართვას. უნივერსიტეტთან ერთად თიბისი სხვადასხვა ტიპის ღონისძიებას, საჯარო ლექციებს, ტრენინგებსა და მასტერკლასებს დაგეგმავს და განახორციელებს. ამასთან, მემორანდუმი სხვა საგანმანათლებლო და ცნობიერების ასამაღლებელი აქტივობების ორგანიზებასაც გულისხმობს.
ვებსტერის უნივერსიტეტი 1915 წელს აშშ-ში დაარსდა და იგი ერთ-ერთი მაღალრეიტინგული უმაღლესი სასწავლებელია მსოფლიოში. უნივერსიტეტი აშშ-ის The Higher Learning Commission-ის (HLC) მიერ არის აკრედიტებული და მას მსოფლიოს მასშტაბით, ჩრდილოეთ ამერიკის, ევროპის, აზიისა და აფრიკის კონტინენტებზე, 50 კამპუსი აქვს.
ვებსტერის უნივერსიტეტის საქართველოს კამპუსი 2022 წლის 19 მაისს საზეიმო ვითარებაში გაიხსნა. უნივერსიტეტი სტუდენტებს ბიზნესისა და მენეჯმენტის მიმართულებით საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებს შესთავაზებს.
"ჩვენთვის სასიამოვნო და საამაყოა, რომ თანამშრომლობას ვიწყებთ ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ამერიკულ უნივერსიტეტთან", — აცხადებს ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისის გენერალური დირექტორი, — "ვებსტერის უნივერსიტეტი საუკუნეზე მეტია, მთელი მსოფლიოს მასშტაბით ავითარებს ყველაზე მოთხოვნად საგანმანათლებლო პროგრამებს და მოხარულები ვართ, რომ ამიერიდან ამ შესაძლებლობებით ქართველი სტუდენტებიც ისარგებლებენ. თიბისისთვის, როგორც ახალი თაობის მუდმივი მხარდამჭერისთვის, განათლების გავრცელება და ახალგაზრდების ხელშეწყობა განსაკუთრებით პრიორიტეტულია და მზად ვართ, ვებსტერის უნივერსიტეტთან ერთად არაერთი პროექტი თუ ღონისძიება განვახორციელოთ".
ვებსტერის უნივერსიტეტის საქართველოს კამპუსი ავტორიზებულია 1 000 სტუდენტისთვის ბიზნესის ადმინისტრირება-მენეჯმენტის, საერთაშორისო ურთიერთობების და მედიაკომუნიკაციების მიმართულებით. უნივერსიტეტში მომავალში სხვა პროგრამების დამატებაც იგეგმება.
რაც მთავარია, ქართველ თუ უცხოელ სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ, მობილობით გააგრძელონ სწავლა ვებსტერის საუნივერსიტეტო ქსელის ნებისმიერ კამპუსში მსოფლიოს მასშტაბით. სწავლის დასრულების შემდეგ, ვებსტერის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს ამერიკული დიპლომი მიენიჭებათ.
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
-
23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება 23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება
-
პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო
გადახედვა
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს
გადახედვა
-
საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება
გადახედვა
კომენტარები