მჟავანაძე ჰყვება დაკავების დეტალებს, როდესაც პოლიციელებმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს
ფოტო: სირცხვილია
სირცხვილიას დირექტორი გიორგი მჟავანაძე ჰყვება დაკავების დეტალებს, როდესაც პოლიციელებმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. მჟავანაძე აცხადებს, რომ პოლიციის თანამშრომელმა 15 მაისს დაურეკა, უთხრა, რომ მის სახელზე წერილია და განყოფილებაში მისვლა სთხოვა, მან კი ადგილზე მისვლა 17 მაისს მოახერხა.
"მივედი მანქანა ბეჟანიშვილის ქუჩაზე გავაჩერე, გადმოვედი და კვლავ დავურეკე, მოვედი შენობაში შემოვდივარ-მეთქი. მიპასუხა, გასული ვარ ახლა და მალე მოვალო, მანდ მოსაცდელი სკამებია და დაჯექი დამელოდეო. კი გამიკვირდა 5 წუთის წინ მითხრა მოდიო და 5 წუთში გასული დამხვდა.
შევედი, არავისთვის არაფერი აღარ მიკითხავს, რადგან პირდაპირ ჩანდა მოსაცდელი სკამები, რომლებიც სრულიად თავისუფალი იყო და ჩამოვჯექი, დაველოდები-მეთქი. ამ დროს მომიახლოვდა მორიგე პოლიციელი ანზორ გულია, რომელმაც თავიდანვე ამრეზით შემათვალიერა, ორჯერ ამხედ დამხედა. ვიგრძენი, რაღაც არ მოეწონა, ალბათ ჩემი ჩაცმულობა — თბილი ამინდი იყო, შორტები მეცვა, მწვანე მაისური და ფეხსაცმელი, კეპი მეხურა და მზის სათვალე მეკეთა. აშკარად უცხო სხეული ვიყავი შავებში გამოწყობილი პოლიციელებისთვის", — ამბობს ის.
აქტივისტის თქმით, პოლიციელმა ჰკითხა, თუ რატომ იმყოფებოდა განყოფილებაში და იქ ვინ დაიბარა, რაზეც მჟავანაძემ უპასუხა, რომ "ვიღაც" პოლიციელა დაურეკა, ამან კი პოლიციელების გაღიზიანება გამოიწვია.
მჟავანაძე ამბობს, რომ პოლიციელმა გარეთ მოცდა მოსთხოვა, რაზეც მან იპასუხა, რომ შენობა მათ არ ეკუთვნით, ხალხისაა და მასაც ჰქონდა იქ ყოფნის უფლება. მისივე თქმით, პოლიციელმა ამის შემდეგ უთხრა, რომ განყოფილებაში მობილურით ყოფნა არ შეიძლება, აქტივისტმა კი უთხრა, რომ ტელეფონს მათ ჩააბარებდა საცავში, თუ იყო ამის შესაძლებლობა.
"მოკლედ, რომ ნახეს რომ ფეხს არ ვიცვლიდი, შემოჯგუფებულმა შავმა პოლიციელებმა მომკიდეს ხელი მკლავებში და უხეში მოძრაობებით დამძრეს გასასვლელისკენ. წინააღმდეგობა საერთოდ არ გამიწევია, რადგან ფიზიკურად შემეხნენ უკვე, მეც გავყევი.
3-4 პოლიციელს ეკიდა ჩემზე ხელი, უკვე ვიგრძენი, რომ რაღაც ისე არ ხდებოდა როგორც საჭირო იყო, გარეთ როგორც კი გამიყვანეს, ჯიბეში ჩავიყავი ხელი, რომ ამომეღო მობილური და გადაღება დამეწყო. პოლიციელების ხელები არ მშორდება, მიუხედავად იმისა რომ გამაგდეს უკვე გარეთ და მობილური რომ ამოვიღე, ვეცადე დისტანცია დამეჭირა, რომ გადამეღო და მხრების მოძრაობით ვცადე რომ გამეთავისუფლებინა მათგან თავი", — ამბობს ის.
მჟავანაძის თქმით, პოლიციელებს მისი ეს მოძრაობა არ მოეწონათ და მისი დაკავება გადაწყვიტეს, ძირს დააგდეს, სახე იატაკზე დაადებინეს. მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ პოლიციელებს ეუბნებოდა, ასე ნუ იქცევით, წინააღმდეგობას არ გიწევთო, პოლიციის თანამშრომლები მსგავს მოპყრობას აგრძელებდნენ.
"ერთი კისერში მიჭერს, ერთი ცალ ხელს მიტრიალებს, მეორე მეორე ხელს, ძირს ვაგდივარ. ერთ-ერთს ჩემი ფეხი უჭირავს ხელში და გვერდულად ატრიალებს, სახსარში ძალიან ძლიერი ტკივილი ვიგრძენი და ვღრიალებ ფეხი მომტყდება გამიშვით არაფერში არ გეწინააღმდეგებით-მეთქი. განაგრძეს ამ ფორმით დაკავება, თან ყველა მაგინებს ფანტაზიის შესაბამისად, გადამიჭირეს ზურგსუკან ძლიერად რკინის ბორკილები, კარგად რომ მეგრძნო ტკივილი.
წამომაყენეს, ჩემ უკან სკამი იდგა და უხეშად ჩამაგდეს ამ საკმში, უკან შეკრულ ჩემსავე ხელებს მივენარცხე და კარგად მოჭერილმა ბორკილებმა კიდე მეტად მომიჭირა. აგრძელებენ გინებას და ვიფიქრე, ეგ არის დამაკავეს. მაგრამ თურმე ეხლა იწყება ყველაფერი", — წერს ის.
როგორც აქტივისტი წერს, დავით კანკავამ უთხრა, თუ როგორ თქვა პოლიციელზე "ვიღაც" და სახეში გაარტყა, შემდეგ კი იგივე მის გვერდით მდგარმა პოლიციელმა გააკეთა.
"თან მაგინებენ გამწარებულები. ხელები უკან მაქვს შეკრული, ვერც ვიფარებ სახეზე და მუხლი ავწიე, თავი დავხარე რომ სახე დამეფარა რამენაირად. "ეს მუხლი ჩამოწიე შენი დედა მოვტ*ან" და იგივე, სახეში მთელი ძალით მირტყამენ. უკან ვიღაცები მედგნენ, იმათაც თავისი ხელი შემაწიეს, თავში ჩამარტყა ერთერთმა. თან მიმეორებენ — შე უზრდელო, ეხლა გეცოდინება რომ პოლიციელი "ვიღაც" არ არისო", — ამბობს ის.
მჟავანაძის თქმით, "ერთ-ერთი შემოლაწუნების შემდეგ ყურში ძლიერი წუილის ხმა ჩაერთო", ორი დღე ესმოდა ეს წუილი, ახლა კი ხან გადის, ხან ბრუნდება. აქტივისტის მონაყოლიდან, ასევე, ვიგებთ, რომ პოლიციელები მას ჰომოფობიური მოტივით შეურაცხყოფას აყენებდნენ.
"მსუყე მეუბნება: "მე რომ მიყურებ, 14 წელია აქ ვმუშაობ, შენნაირებს *ლეზე ვიხევ, მე ქურდიც ვარ, ძველი ბიჭიც და პოლიციელიც". კარგი ცხოვრებით გიცხოვრია-მეთქი, სხვა რაღა უნდა მეთქვა.
ამის შემდეგ დაახლოებით ნახევარი საათი გრძელდებოდა მათი სიტყვიერი შეურაცხყოფა და მუქარა. ეს მსუყე გამუდმებით მიმეორებდა რომ თუ არ გავჩუმდებოდი ჩამიყვანდა ქვედა სართულზე და "პირში მომ*ემდა". რაღაც მომენტში გადაეკეტა, ისევ გამოიქცა დასარტყმელად და ვიღაცებს ეყოთ გონება რომ შეეკავებინათ. მერე დაუძახა ვიღაცას, მიდი მიდი გამოიტანე რა გადავპარსოთ თავი ამ ნაბო*არსო. გამეცინა, საიდან გაუჩნდა საერთოდ ეგ იდეა, რომ თავი უნდა გადაეპარსა. მერე დააყოლა *ლესთანაც უნდა გაგპარსოო. ვახ მეთქი.. ანუ ჩემი *ლის გაპარსვის იდეა... დაუჯერებელი იყო.
მერე ისევ ეს კანკავა მოდის და მაგინებს და მეუბნება: "შე პიდა*ასტო, რანაირად გაცვია, ეგრე რო არ უნდა მოხვიდე პოლიციის განყოფილებაში არ იცი? ნახე რას გავხარ შე პიდა*ასტო, მიდი ერთი გადაუღე ფოტო რა რანაირია", — ეუბნება პოლიციელებს, რომლებმაც წამომაგდეს ფეხზე დამაყენეს და გადამიღეს ფოტო. არადა მშვენივრად მეცვა", — წერს ის.
მისივე თქმით, პოლიციელებს ეუბნებოდა, რომ ბაღში 4 წლის შვილი ელოდება და საშუალება მიეცათ ძმასთან დაერეკა, რათა ბავშვი ბაღიდან გამოეყვანა, თუმცა ადვოკატთან დარეკვის შესაძლებლობა არ მისცეს.
"როგორც კი ჩემს ცემას მორჩნენ მას მერე ვუმეორებდი, რომ 4 წლის შვილი მელოდება ბაღში და უნდა მივაკითხო გამოვიყვანო, ახალი შეყვანილი მყავს, დიდ ხანს ვერ ჩერდება ისედაც და გვიანია, უკვე იქ უნდა ვიყო და ინერვიულებს ბავშვი-მეთქი. ამიტომ დამარეკინეთ ჩემს ძმასთან რომ გავაგებინო, რომ დაკავებული ვარ და ბავშვთან მივიდეს რომ არ იტიროს, ყველა ბავშვი წავა და ამ დრომდე არასდროს არ ვტოვებ მეთქი.
დაახლოებით საათნახევარი ვუმეორებდი ამას და მპასუხობდნენ, ადმინისტრაციული წესით დაკავებულს ზარის უფლება არ გაქვს და "კაპეზეზე" რომ გადაგიყვანენ იქიდან დარეკეო. საათნახევარი არ დავნებდი, ნელ-ნელა გამომკითხეს ბაღს რა ერქვა, სად მდებარეობდა და ა.შ. და რომ დარწმუნდნენ არ ვიტყუებოდი, ბოლოს ვიღაცას შეაწუხა სინდისმა და მოდი დავურეკოთ და შევატყობინოთო. ვუკარნახე ჩემი ძმის ნომერი, დაურეკეს, შენი ძმა დაკავებულია ბავშვს მიაკითხე ბაღშიო. ადვოკატთან რა თქმა უნდა არ დამარეკინეს, ამაზე ზედმეტი იყო ლაპარაკი, მაგრამ ვიცოდი ისედაც ჩემი ძმა დაურეკავდა ადვოკატს", — აცხადებს ის.
მჟავანაძის თქმით, უამრავი სიტყვიერი შეუარცხყოფა მიაყენეს დასამცირებლად და ასევე, ემუქრებოდნენ.
"მემუქრებოდნენ, რომ ფორმის გარეშე მნახავდნენ და „დედას მომიტ*ნავდნენ“, შენი საცხოვრებელიც ვიცით და ადვილად გიპოვით, ვერსად დაგვემალებიო. კაი ჩემო ძმაო-მეთქი, თუ ეგეთი გადაწყვეტილი გაქვთ, რა გაეწყობა", — წერს ის.
აქტივისტის თქმით, ყველაზე ახალგაზრდა და დაბნეული თანამშრომელი მიიყვანეს, რომელსაც თავზე "გამოცდილი" თანამშრომელი ედგა და კარნახობდა, თუ რა ჩაეწერა ოქმში.
"ოქმის შემდეგნი თანაშრომელი ჯონი სამხარაძე, საერთოდ არ მონაწილეობდა ჩემს დაკავებაში, თუმცა მას დაევალა „რატომღაც“ ოქმის შედგენა. რომ წერდა ვუთხარი ცრუ მოწმედ გიყენებენ, მოგიწევს სასამართლოში მოსვლა და ცრუ ჩვენების მიცემა და სისხლის სამართლის დანაშაულია მეთქი ეგ. შეცბა უცბად ზემოთ აიხედა, კამერები გადაამოწმა, რომ არაფერი იყო მშვიდად გააგრძელა კარნახის წერა. ამაზე მსუყემ ჩაიცინა: "ბიჭო უყურებთ ამ კრისას, რა დედამოტ*ნულია?", — ამბობს მჟავანაძე.
სირცხვილიას დირექტორი 17 მაისს გლდანი-ნაძალადევის მე-9 განყოფილებაში დააკავეს და ზაჰესში, დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.
On.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ აქტივისტი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს.
-
შსს-ს მაღალჩინოსანმა, იოსებ სიგუამ, რომელსაც მეუღლე ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს, თანამდებობა დატოვა შსს-ს მაღალჩინოსანმა, იოსებ სიგუამ, რომელსაც მეუღლე ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს, თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
უხვმა ნალექმა თელავის ხევის კალაპოტი გაარღვია და წყალი ქუჩებში გადავიდა | ფოტოები უხვმა ნალექმა თელავის ხევის კალაპოტი გაარღვია და წყალი ქუჩებში გადავიდა | ფოტოები
გადახედვა
-
ექსპედიცია სვანეთში | როგორ ვკარგავთ კავკასიონის მყინვარებს — მომთაბარე პოდკასტი #3 ექსპედიცია სვანეთში | როგორ ვკარგავთ კავკასიონის მყინვარებს — მომთაბარე პოდკასტი #3
-
თეგეტამ Rainmaking-ისა და Startupbootcamp Georgia-ს ლიდერშიფსერიის პირველ ღონისძიებას უმასპინძლა თეგეტამ Rainmaking-ისა და Startupbootcamp Georgia-ს ლიდერშიფსერიის პირველ ღონისძიებას უმასპინძლა
-
ირაკლი დგებუაძემ და იოსებ სიგუამ შსს-ში თანამდებობები გაცვალეს ირაკლი დგებუაძემ და იოსებ სიგუამ შსს-ში თანამდებობები გაცვალეს
გადახედვა
-
პაწაწინა ნამარხის მეშვეობით მეცნიერებმა გიგანტური დინოზავრის სახეობა აღმოაჩინეს პაწაწინა ნამარხის მეშვეობით მეცნიერებმა გიგანტური დინოზავრის სახეობა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
GGU ჯგუფი საქართველოში ერთადერთი არასაფინანსო კომპანიაა, რომელმაც 2026 წელს ორი საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოსგან BB stable შეფასება დაიმსახურა GGU ჯგუფი საქართველოში ერთადერთი არასაფინანსო კომპანიაა, რომელმაც 2026 წელს ორი საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოსგან BB stable შეფასება დაიმსახურა
-
ძალიან მივქარავთ, როცა ამ კაცს ყურადღების მიღმა ვტოვებთ — გვარამია ელისაშვილის განაჩენზე ძალიან მივქარავთ, როცა ამ კაცს ყურადღების მიღმა ვტოვებთ — გვარამია ელისაშვილის განაჩენზე
გადახედვა
-
საინფორმაციო სააგენტო BMG-მ ონლაინ მედიასაშუალება On.ge იყიდა საინფორმაციო სააგენტო BMG-მ ონლაინ მედიასაშუალება On.ge იყიდა
გადახედვა
-
კარგი იდეა მხოლოდ დასაწყისია, შეცდომების მიუხედავად არ გაჩერდე — ფოქსი ელენიკო 19 წლის საკუთარ თავს მიმართავს კარგი იდეა მხოლოდ დასაწყისია, შეცდომების მიუხედავად არ გაჩერდე — ფოქსი ელენიკო 19 წლის საკუთარ თავს მიმართავს
-
"ქურდულ სამყაროს" საქმეზე ერთ-ერთი დაკავებული ცაგერის საკრებულოს ფრაქცია "ხალხის ძალის" თავმჯდომარეა "ქურდულ სამყაროს" საქმეზე ერთ-ერთი დაკავებული ცაგერის საკრებულოს ფრაქცია "ხალხის ძალის" თავმჯდომარეა
გადახედვა
-
აღმოაჩინეს უძველესი კვაზარები, რომელთაც ტრილიონი მზის სინათლე აქვს აღმოაჩინეს უძველესი კვაზარები, რომელთაც ტრილიონი მზის სინათლე აქვს
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ნიკა გვარამიას სტრატეგიას — "შიგნით აქცია, გარეთ სანქცია", "მოღალატეობრივ მიდგომას" უწოდებს ირაკლი კობახიძე ნიკა გვარამიას სტრატეგიას — "შიგნით აქცია, გარეთ სანქცია", "მოღალატეობრივ მიდგომას" უწოდებს
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: ჯო უილსონის დონემდე დავიდა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა ირაკლი კობახიძე: ჯო უილსონის დონემდე დავიდა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა
გადახედვა
-
ოკუპირებულ აფხაზეთში საქართველოს მოქალაქე გელა მებონია დააკავეს ოკუპირებულ აფხაზეთში საქართველოს მოქალაქე გელა მებონია დააკავეს
გადახედვა
-
ნიკა გვარამია: ეუთოს ჰააგის დეკლარაციამ საბოლოოდ დაასრულა "ქართული ოცნების" დელეგიტიმაციის პროცესი ნიკა გვარამია: ეუთოს ჰააგის დეკლარაციამ საბოლოოდ დაასრულა "ქართული ოცნების" დელეგიტიმაციის პროცესი
გადახედვა
-
პუტინის რეიტინგი რუსეთში ზედიზედ მეორე კვირაა მცირდება პუტინის რეიტინგი რუსეთში ზედიზედ მეორე კვირაა მცირდება
გადახედვა
-
პუტინი აცხადებს, რომ უკრაინა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს ქვეყანაში "ნერვული ატმოსფეროს" შესაქმნელად ბომბავს პუტინი აცხადებს, რომ უკრაინა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს ქვეყანაში "ნერვული ატმოსფეროს" შესაქმნელად ბომბავს
გადახედვა
-
ისრაელმა აშშ-ს, ირანის მიერ ტრამპის მკვლელობის გეგმის შესახებ, სადაზვერვო ინფორმაცია გაუზიარა ისრაელმა აშშ-ს, ირანის მიერ ტრამპის მკვლელობის გეგმის შესახებ, სადაზვერვო ინფორმაცია გაუზიარა
გადახედვა
-
TI აქტივისტ თამარ ფერაძეს ტროტუარზე დგომის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში დაიცავს TI აქტივისტ თამარ ფერაძეს ტროტუარზე დგომის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში დაიცავს
გადახედვა
-
თინა ბოკუჩავა არც ენმ-ს თავმჯდომარის კანდიდატად დააყენებს კანდიდატურას და ვერც "რეფორმების საბჭოში" ხედავს თავს თინა ბოკუჩავა არც ენმ-ს თავმჯდომარის კანდიდატად დააყენებს კანდიდატურას და ვერც "რეფორმების საბჭოში" ხედავს თავს
გადახედვა
კომენტარები