ვარკეთილის მეტროს 12,8-მილიონიან ტენდერში გამარჯვებული კომპანიის მეწილე ქართული ოცნების შემომწირველია
ფოტო: თბილისის მერია
მეტროსადგურ ვარკეთილის რეკონსტრუქციისა და კაპიტალური რემონტისათვის 12 760 000 ლარი დაიხარჯება. თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში შპს სამშენებლო კომპანია მამისონმა გაიმარჯვა.
მამისონი და მისი მეწილეები
მამისონის 100%-იანი წილის მფლობელი შპს ევროდ ჰოლდინგია, რომელსაც, თავის მხრივ, სამი მეწილე ჰყავს: თორნიკე ჭკადუა (33%), ნიკოლოზ ჭკადუა (33%) და ირაკლი ჭკადუა (34%). ქართული ოცნების შემომწირველი ევორდ ჰოლდინგის 34%-იანი წილის მფლობელი ირაკლი ჭკადუაა. მან მმართველი პარტიის სასარგებლოდ 2017 წელს 10 000 ლარის ფულადი შემოწირულება გაიღო.
სამშენებლო კომპანია მამისონი სახელმწიფო უწყებების მხრიდან გამოცხადებული სხვა ტენდერებშიც მონაწილეობს. მათ შორის, უნდა აღინიშნოს, რომ კომპანია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გამოცხადებული მსხვილი ტენდერების გამარჯვებულია.
უფრო კონკრეტულად, მხოლოდ 2022 წელს, მამისონმა საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გამოცხადებულ ორ ტენდერში გაიმარჯვა, რომელთა ხელშეკრულებების ჯამური ღირებულება 34 539 532 ლარია. ინფრასტრუქტურის სამინისტროს ტენდერები ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის მონაკვეთების რეაბილიტაციისთვის ჰქონდა გამოცხადებული.
როგორ განაწილდება ხარჯები ვარკეთილის მეტროსადგურის რეაბილიტაციისთვის
ტენდერში გამარჯვებული კომპანია რეაბილიტაციის პროექტით გათვალისწინებული სამუშაოებისთვის 3 752 095 ლარს, ხოლო ინტერიერის პროექტისთვის 9 007 905 ლარს დახარჯავს.
უფრო კონკრეტულად, ხელშეკრულებაში ხარჯები ასეა გადანაწილებული:
რა გაკეთდება ვარკეთილის მეტროსადგურში
ხელშეკრულების მიხედვით, სამუშაოები 2023 წლის ოქტომბრამდე უნდა დასრულდეს. სადგურის რეკონსტრუქცია სხვა სამუშაოებთან ერთად დაზიანებული შეკიდული ჭერის გამოცვლასაც გულისხმობს.
სატრანსპორტო კომპანიასა და ტენდერში გამარჯვებულ ფირმას შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში სამუშაოები შემდეგნაირად არის გაწერილი:
- საინჟინრო ქსელების შეკეთება-განახლება როგორც ცენტრალურ, ასევე ლოკალურ ნაწილში ადმინისტრაციულ და ტექნიკურ სათავსოებში;
- საზოგადოებრივ სივრცეებში საინჟინრო ქსელების მოწყობა;
- შიდა მოსაპირკეთებელი და კეთილმოწყობის სამუშაოები ტექნიკურ და ადმინისტრაციულ ნაწილში;
- საზოგადოებრივ სივრცეებში სტრუქტურული ელემენტების მოწყობა: შეკიდული ჭერები და კედლების კონსტრუქციების დამუშავება;
- კედლებისა და ჭერების ღებვა, კერამიკული ფილით მოპირკეთება, ქვის ზედაპირების პოლირება;
- იატაკებისა და კიბის მოსაპირკეთებელი სამუშაოები: ლითონის ფურცლებითა და კერამოგრანიტის ფილებით;
- ესკალატორის ბალუსტრადების გამოცვლა, სანათების, ელმოწყობილობებისა და სხვადასხვა ტექნოლოგიური მოწყობილობების მონტაჟი;
- სამონტაჟო სამუშაოები: კარები, ვიტრაჟები, სალაროების სარკმლები, სკამები, ბანერები, მიმანიშნებლები, ტაქტილური ბილიკები და სხვა;
- ტერიტორიის დასუფთავება, სამშენებლო ნარჩენების საბოლოო გატანა.
ვარკეთილის მეტროსადგურის ჭერი 2018 წლის 30 იანვარს ჩამოინგრა. შემთხვევის შედეგად 14 ადამიანი დაშავდა. ჭერის ჩამონგრევამდე სადგურის განახლებაზე კომპანია ყვარელმშენმა იმუშავა, რომელიც თბილისის მერიაში ელექტრონული ტენდერის გზით შეარჩიეს.
მეტრო ვარკეთილის რემონტის მიღება-ჩაბარების აქტში ხარისხის ექსპერტიზის დასკვნა არ მოიპოვებოდა. 2017 წელს ყვარელმშენის მიერ ვარკეთილის მეტროსადგურის განახლება ბიუჯეტს 347 852 ლარი დაუჯდა.
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
სომხეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ სომხეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს
გადახედვა
-
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო
გადახედვა
-
ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ "ქართული ოცნების" სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ "ქართული ოცნების" სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა
გადახედვა
-
Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა
გადახედვა
-
ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე
გადახედვა
-
ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს ის საკუთარი გადაწყვეტილებებით შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს ის საკუთარი გადაწყვეტილებებით
გადახედვა
-
რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"? რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"?
გადახედვა
-
გერმანიის ყოფილი სადაზვერვო სამსახურის უფროსი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს გერმანიის ყოფილი სადაზვერვო სამსახურის უფროსი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს
გადახედვა
-
KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება
გადახედვა
-
ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო
-
ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში
გადახედვა
-
თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა
გადახედვა
-
საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები? საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები?
გადახედვა
-
კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ
გადახედვა
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
POG: 90 500 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა POG: 90 500 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
გადახედვა

კომენტარები