აზოვის ბატალიონის განცხადებით, რუსეთი არ წყვეტს მცდელობას, აიღოს აზოვსტალი. მათი თქმით, გასულ 24 საათში 38 საჰაერო თავდასხმა განხორციელდა. ამის შესახებ ინფორმაცია აზოვმა ტელეგრამ არხზე გაავრცელა.

"გასული 24 საათის განმავლობაში აზოვსტალზე, სადაც მარიუპოლის მცველები არიან, 38 საჰაერო თავდასხმა განხორციელდა, მათ შორის 4 სტრატეგიული დაბომბვა. მოწინააღმდეგ არ წყვეტს მცდელობას აიღოს აზოვსტალი და აგრძელებს ყოველდღიურ თავდასხმებს ქვეითების მხარდაჭერით", — წერს აზოვი.

აზოვის ბატალიონის დაზვერვის განყოფილების ოფიცრის, ილია სამოილენკოს განცხადებით, არსებობს როგორც სამხედრო, ისე პოლიტიკური გზა რუსული ჯარის გარღვევისა და აზოვსალის ქარხნის განბლოკვისთვის.

სამოილენკომ აღნიშნა, რომ მებრძოლები ამ სიტუაციაში კვლავ ცდილობენ საუკეთესო ვარიანტების და ძალისხმევის გამოძებნას.

იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში