სასადილო მაფშალიას საქმიანობის უფლება ჩამოართვეს. ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნულ სააგენტოში ადასტურებენ.

სააგენტოს წარმომადენლის ცნობით, სასადილო სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში შემოწმდა:

"საწარმოო პროცესის შეჩერების მიზეზი არის კრიტიკული შეუსაბამობები, რომელთა გამოსწორების შემდეგაც მოხდება საწარმოო პროცესის აღდგენა."