სომხეთის ოპოზიცია ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით ქუჩებში გამოვიდა
სომხეთის ოპოზიციურმა ფრაქციებმა ბოლო დღეებში პრემიერმინისტ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხვნით რამდენიმე მასობრივი აქცია გამართეს. პროტესტი მას შემდეგ დაიწყო, რაც ფაშინიანმა მთიანი ყარაბაღის სტატუსთან დაკავშირებით დათმობაზე მინიშნება გააკეთა.
აქციები საპარლამენტო ბლოკების, სომხური ალიანსისა და მე მაქვს ღირსებას მიერ იყო ორგანიზებული.
მე მაქვს ღირსების ბლოკის დეპუტატმა, ტიგრან აბრაჰამიანმა განაცხადა, რომ მმართველი პარტიის, სამოქალაქო კონტრაქტის შტაბ-ბინების წინ პროტესტის დროს მისი ფრაქციის 11 წევრი დააკავეს. სომხეთის ალიანსიც ამტკიცებს, რომ ჩანაწერებზე აქვთ დაფიქსირებული დაკავებები, რომელიც კომიტასის გამზირის გადაკეტვის მცდელობის დროს წარიმართა.
"ნათელია, რომ ფაშინიანმა პოლიციას, განსაკუთრებით, წითელი ბერეტების სამარცხვინო სტრუქტურას დაავალა, რომ ნებისმიერი პროტესტი უმკაცრესი საშუალებებით აღკვეთონ", — დაწერა აბრაჰამიანმა Facebook-ზე.
მოქალაქეები ფაშინიანის მშობლიური ქალაქიდან, იჯევანიდანაც გეგმავენ 140-კილომეტრიან მარშს, რათა პროტესტის მონაწილეებს დედაქალაქში შეუერთდნენ.
დეპუტატის, იშხან საღატელიანის თქმით, სომხურმა ალიანსმა სხვადასხვა ქალაქიდან მომიტინგეების ჩამოყვანის გეგმა გამოაცხადა. მისი თქმით, პროტესტის კულმინაცია კვირას დიდი აქცია უნდა იყოს.
პროტესტის ბოლო ტალღა ფაშინიანის ძველი მოკავშირისა და ეროვნული უსაფრთხოების ყოფილი ხელმძღვანელის, არტურ ვანეციანის მიერ იყო ორგანიზებული. ის, თავის მხარდამჭერებთან ერთად, 17 აპრილს ერევნის თავისუფლების მოედანზე დაბანაკდა და პრემიერმინისტრის გადადგომა მოითხოვა.
ვანეციანის ინიციატივას ფაშინიანის სხვა ყოფილმა მოკავშირეებმაც, მათ შორის, ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, არა ავიაზიანმა და სომხეთის პოლიციის ყოფილმა უფროსმა, ვალერი ოსიპიანმაც დაუჭირეს მხარი.
ვანეციანის მიერ 2020 წელს დაარსებული პარტია სამშობლო საპარლამენტო ბლოკის, ღირსებისთვის ნაწილია.
პროტესტი ფაშინიანის 13 და 14 აპრილის განცხადებების შემდეგ დაიწყო. როგორც მან თქვა, "საერთაშორისო საზოგადოება" სომხეთს მოუწოდებს, რომ სადავო რეგიონის სტატუსთან დაკავშირებით აზერბაიჯანთან მოლაპარაკებებში "თამასა დასწიოს".
ოპოზიციურმა ჯგუფებმა წინასწარ უარყვეს ნებისმიერი შესაძლო დათმობა, რომელიც შესაძლოა, ფაშინიანმა განახორციელოს.
პრემიერმინისტრის განცხადებებს სომხეთისა და მთიანი ყარაბაღის სომხეთის ხელისუფლების მხრიდან კრიტიკა მოჰყვა.
საპარალამენტო ოპოზიცია, რომელშიც ყოფილი მმართველი პარტია შედის, ფაშინიანის გადადგომას მთიანი ყარაბაღის მეორე ომში სომხეთის დასრულების შემდეგ ითხოვდა. ბოლოს ფაშინიანი 2021 წლის ივნისში ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს დათანხმდა, რომელშიც მისმა პარტიამ დიდი უპირატესობით გაიმარჯვა.
მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
OC Media-ს რედაქცია ამჯობინებს, არ გამოიყენოს ისეთი ტერმინები, როგორიცაა "დე ფაქტო", "არაღიარებული" ან "ნაწილობრივ აღიარებული", როდესაც სტატია ეხება ოკუპირებულ აფხაზეთს ან ე.წ. სამხრეთ ოსეთს, ასევე, მთიან ყარაბაღს. ეს არ ასახავს რედაქციის პოზიციას მათ სტატუსთან დაკავშირებით.
კომენტარები