ელვისის ლოიალურობის პროგრამა — დააგროვე ბევრი ელვა და ისარგებლე უფასო მიტანის სერვისით
სწავლა, სამსახური, ოჯახი — გადატვირთული ყოველდღიურობა ხშირად იმას ნიშნავს, რომ სასურველი ნივთისა თუ პროდუქტის შესაძენად საჭირო დრო არ გვრჩება. ამ პრობლემის ელვის სისწრაფით მოგვარებაში კი ელვისი გვეხმარება.
ელვისისთვის მომხმარებელთა კმაყოფილებაზე ზრუნვა ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. თუ კომფორტულ და სწრაფ მომსახურებასთან ერთად თანხის ნაწილის უკან დაბრუნება, უფასო მიტანის სერვისითა და სხვა უპირატესობებით სარგებლობაც გინდა, ელვისის ლოიალურობის პროგრამა შენთვისაა ზედგამოჭრილი.
ლოიალურობის პროგრამა ყოველი შეკვეთის შემდეგ მომხმარებლებს საჩუქრებსა და მიმზიდველ ბენეფიტებს სთავაზობს. პროგრამის ფარგლებში სხვადასხვა უპირატესობით სარგებლობისთვის ქულები ანუ ელვები უნდა დააგროვო.
რა სარგებლობა მოაქვს ელვას?
ელვისის აპლიკაციაში პირველი შეკვეთის გაფორმებისთანავე ლოიალურობის პროგრამაში ერთვები. შეკვეთის გაფორმების შემდეგ შენ მიერ გადახდილი თანხა ქულებად, ანუ ელვებად გადაიქცევა.
ელვების გამოყენება ორი გზით შეგიძლია:
1. შეგიძლია, დაგროვებული ელვებით ქეშბექ ფუნქციით ისარგებლო და გადახდილი თანხის ნაწილი უკან დაიბრუნო. ელვების დაგროვება აპლიკაციაში ბალანსის დაგროვებას გულისხმობს, რომლის გამოყენებაც ყოველი შეკვეთის დროს ნაწილ-ნაწილ ან ერთიანად შეგიძლია. შესაბამისად, ელვების დაგროვება მომდევნო შეკვეთებზე ფასდაკლებას გულისხმობს.
2. ელვების დაგროვებით Basic სტატუსიდან Silver, შემდეგ კი Gold სტატუსის მოპოვება შეგიძლია. კონკრეტული სტატუსის მფლობელი მომხმარებელი ელვისისგან განსაკუთრებული შეღავათებითა და აქციებით სარგებლობს.
რას ნიშნავს Basic, Silver და Gold სტატუსები?
ელვისის აპლიკაციაში ქულების ანუ ელვების დაგროვებით სხვადასხვა სტატუსისა და შესაბამისი შეღავათებისა და ბენეფიტების მოპოვება შეგიძლია.
Basic სტატუსი
ელვისის აპლიკაციაში მომხმარებლებს თავდაპირველად ე.წ. Basic სტატუსი ენიჭებათ. Basic სტატუსის დროს დახარჯულ 1 ლარზე 1 ელვას მიიღებ. მე-3, მე-5 და მე-10 შეკვეთაზე ელვისისგან განსაკუთრებული სიურპრიზი გელის — უფასო მიტანა, საჩუქარი ან გახუთმაგებული ქულები. 1 500 ელვის დაგორვების შემდეგ Silver სტატუსის მფლობელი გახდები.
Silver სტატუსი
Silver სტატუსის მოპოვების შემთხვევაში დახარჯულ 1 ლარზე 2 ელვას აგროვებ. თუ Silver სტატუსის მფლობელი გახდები, შეკვეთის სრულ (და არა საბაზისო) საფასურზე 50%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებ. ეს ელვისის აპლიკაციით სარგებლობას სწრაფთან ერთად შეღავათიანსაც გახდის. 15 000 ელვის დაგროვების შემდეგ კი Gold სტატუსის მომხმარებელთა რიცხვს შეუერთდები.
Gold სტატუსი
Gold სტატუსის მოპოვების შემთხვევაში შეგიძლია, სასურველი ნივთები და პროდუქცია სრულიად უფასოდ მიიღო. Gold სტატუსი მქონე მომხმარებლებს ელვისი მიტანის სერვისს დაფარვის არეალს გარეთაც ჰპირდება.
აღსანიშნავია, რომ ლოიალურობის პროგრამა სასარგებლოსთან ერთად მოსახერხებელი და სახალისოცაა: აპლიკაციაში პატარა ბილიკი გამოგიჩნდება, რომლის დახმარებითაც გაიგებ, რამდენი ელვა გჭირდება შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად ან საჩუქრის მისაღებად.
რა საჩუქრები ელით ახალ მომხმარებლებს?
თუ ჯერ კიდევ არ სარგებლობ ელვისით, აპლიკაციის გადმოწერასა და დარეგისტრირებაში ახალი მომხმარებლებისთვის განკუთვნილი საჩუქრები და ბენეფიტები დაგარწმუნებს. კერძოდ, ახალ მომხმარებლებს ბალანსზე 5 ლარი დახვდებათ და 3 შეკვეთაზე უფასო მიტანის სერვისით ისარგებლებენ.
ელვისი არც ძველ და ერთგულ მომხმარებლებს დაივიწყებს და ახლებთან ერთად მათ გახუთმაგებულ ქულებსა და კონკრეტული რესტორნებისა და დაწესებულებებისგან საჩუქრებსაც ჰპირდება.
ელვისის ლოიალურობის პროგრამის ფარგლებში თითოეული შეკვეთის ელვის სისწრაფით მიღების გარდა, განსაკუთრებული პირობებით სარგებლობა და საჩუქრების მიღება შეგიძლია, რაც ელვისის მომსახურებით სარგებლობას სასიამოვნო გამოცდილებად აქცევს.
კომენტარები