საქართველოს ხელისუფლების დღევანდელი განცხადებები, რბილად რომ ვთქვათ, გულს მიტეხს — არახამია
უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის თანაპარტიელი და მისი ნდობით აღჭურვილი პირი, დავით არახამია აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლების დღევანდელი განცხადებები გულს უტეხს. მისი თქმით, ამ საკითხს ოდესმე დაუბრუნდებიან, თუმცა ახლა არ სცალიათ.
"პირველი რამდენიმე დღე იყო პოზიცია, რომ უკრაინა, ალბათ, უნდა ჩაბარდეს და არავინ არ გვეხმარებოდა, მაგრამ შემდეგ, როდესაც დაინახეს, რომ მართლაც ჩავებით ბრძოლაში და ღირსეულ წინააღმდეგობას ვუწევთ, დაიწყო საერთო სიტუაციის ცვლილება ამერიკაშიც, მათ შორის ამომრჩევლების ხარჯზე. არამხოლოდ კრიტიკოსების, არამედ ამომრჩევლის ხარჯზე, რომლებიც აწვებიან პოლიტიკოსებს და პოლიტიკოსები იძულებული ხდებიან თქვან ის, რასაც დღეს ამბობენ.
იგივე ხდებოდა იმ ქვეყნებში, რომლებიც ევროპის ლიდერები არიან, მაგრამ უფრო რუსეთზე დამოკიდებული ქვეყნები არიან. საფრანგეთი გერმანია, რომლებიც ახლა ანტირუსულ რიტორიკას იყენებენ, მაგრამ თავიდან გაცილებით უფრო რბილები იყვნენ, ანუ სხვა ქვეყნებიც ნელ-ნელა იცვლიან მიმართულებას. იმედი მაქვს, რომ ოდესმე ამას საქართველოც გააკეთებს იმიტომ, რომ დღევანდელი განცხადებები საქართველოს ხელისუფლებისა, რბილად რომ ვთქვათ, გულს მიტეხს", — თქვა მან მთავარი არხის ეთერში. [მთავარი არხის თარგმანი]
მისივე თქმით, საუბრები იმაზე, რომ ქართული ბანკების საშუალებით რუსეთი გვერდს უვლის სანქციებს ან როდესაც პრეიერმინისტრი ამბობს, რომ უკრაინა ისჯება, თითქოს მიუთითებს იმას, რომ რუსეთი მართალია.
"როდესაც საუბარია, რომ ქართული ბანკების მეშვეობით რუსეთი გვერდს უვლის სანქციებს ან პრემიერმინისტრი ამბობს, რომ უკრაინა ისჯება, უკრაინამ ვერ აიცილა ომი, თითქოს მიუთითებს, რომ რუსეთი მართალია, რომ რუსეთი ყოჩაღია და მივიდა ვიღაცის დასასჯელად.
ამას ოდესმე დავუბრუნდებით, არ გვცალია ახლა, უბრალოდ, ამისთვის. დრო არ გვაქვს, მაგრამ ჩემი აზრით, ქართველმა ხალხმა უნდა შეაფასოს ეს. ჩემი თაობაც, ჩემს თაობამდეც, ჩემი თაობის შემდეგაც თითოეულ ქართველს იგივე ტკივილი დააქვს გულით, სამხრეთ ოსეთიც და აფხაზეთიც. ყველას გვინახავს რა არის რუსული აგრესია, ამიტომ ასეთი განცხადებები ქართველის პირით... მეც უკვე ალმაცერად მიწყებენ ყურებას, როგორ ხდება, რომ ქართველები — ყოველთვის ყველაზე თავისუფლებისმოყვარე ხალხი იყო და ახლა პოლიტიკურ დონეზე ასეთი განცხადებები კეთდება. ერთი მხარეა სამზარეულოში ილაპარაკო ეს, თუ გეშინია, მეორე მხარეა, როდესაც ტელევიზორით აცხადებ ამას", — ამბობს არახამია.
იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში
-
ხელოვნური ინტელექტი დამწყებთათვის სამუშაო ადგილებს ამცირებს — აშშ-ის ახალი მონაცემები ხელოვნური ინტელექტი დამწყებთათვის სამუშაო ადგილებს ამცირებს — აშშ-ის ახალი მონაცემები
გადახედვა
-
OpenAI-ს ხელოვნურმა ინტელექტმა წესები კიდევ 6-ჯერ დაარღვია — კომპანია შემთხვევებს ასაჯაროებს OpenAI-ს ხელოვნურმა ინტელექტმა წესები კიდევ 6-ჯერ დაარღვია — კომპანია შემთხვევებს ასაჯაროებს
გადახედვა
-
ხულო-ზარზმის 47-კილომეტრიანი გზის მონაკვეთიდან სამუშაოები 3 კმ-ზეა დარჩენილი — მინისტრი ხულო-ზარზმის 47-კილომეტრიანი გზის მონაკვეთიდან სამუშაოები 3 კმ-ზეა დარჩენილი — მინისტრი
გადახედვა
-
UNWTO-ს გენმდივანი საქართველოში იმყოფება UNWTO-ს გენმდივანი საქართველოში იმყოფება
გადახედვა
-
ევროს ღირებულება 3 ლარს ჩამოსცდა ევროს ღირებულება 3 ლარს ჩამოსცდა
გადახედვა
-
ახალი პრეპარატი კიბოს უჯრედებს საკუთარივე დამცავი მექანიზმით ანადგურებს ახალი პრეპარატი კიბოს უჯრედებს საკუთარივე დამცავი მექანიზმით ანადგურებს
გადახედვა
-
მოზარდებში სოციალური ქსელების ჭარბი გამოყენება დეპრესიისა და შფოთვის რისკთან დააკავშირეს მოზარდებში სოციალური ქსელების ჭარბი გამოყენება დეპრესიისა და შფოთვის რისკთან დააკავშირეს
გადახედვა
-
ნიადაგში მოხვედრილი მიკროპლასტმასა ტოქსინებისა და მიკრობების გავრცელებას უწყობს ხელს ნიადაგში მოხვედრილი მიკროპლასტმასა ტოქსინებისა და მიკრობების გავრცელებას უწყობს ხელს
გადახედვა
-
ქომაგობა არ ჩერდება — ერთად ვუგულშემატკივროთ საქართველოს ნაკრებს. თუ სტადიონზე ვერ შევიკრიბებით, მთელი ქალაქი ტრიბუნად იქცევა ქომაგობა არ ჩერდება — ერთად ვუგულშემატკივროთ საქართველოს ნაკრებს. თუ სტადიონზე ვერ შევიკრიბებით, მთელი ქალაქი ტრიბუნად იქცევა
-
წელს, ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების 81 ფაქტი გამოვლინდა — გარემოსთვის მიყენებული ზიანი 1,3 მლნ ლარია წელს, ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების 81 ფაქტი გამოვლინდა — გარემოსთვის მიყენებული ზიანი 1,3 მლნ ლარია
გადახედვა
-
სად ქრებიან ფრინველები? — მიგრაციის საიდუმლო, რომლის ამოხსნასაც საუკუნეები დასჭირდა სად ქრებიან ფრინველები? — მიგრაციის საიდუმლო, რომლის ამოხსნასაც საუკუნეები დასჭირდა
გადახედვა
-
სერგეი შოიგუ შალვა პაპუაშვილს ციტირებს და მის განცხადებას იწონებს სერგეი შოიგუ შალვა პაპუაშვილს ციტირებს და მის განცხადებას იწონებს
გადახედვა
-
"საქართველოს სუვერენიტეტის პატივისცემა ევროპული უსაფრთხოებისთვის აუცილებელია" — SOC Group "საქართველოს სუვერენიტეტის პატივისცემა ევროპული უსაფრთხოებისთვის აუცილებელია" — SOC Group
გადახედვა
-
ნიკოლ ფაშინიანი: თუ ჩვენი CSTO-დან გარიცხვა უნდათ, მაშინ გაგვრიცხონ ნიკოლ ფაშინიანი: თუ ჩვენი CSTO-დან გარიცხვა უნდათ, მაშინ გაგვრიცხონ
გადახედვა
-
ChatGPT-სთან ჩვენს მიმოწერებს სხვა ადამიანები კითხულობენ — რა ვიცით ChatGPT-სთან ჩვენს მიმოწერებს სხვა ადამიანები კითხულობენ — რა ვიცით
გადახედვა
-
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? — თეგეტა პარტნიორობას პარალიმპიელ ჩემპიონთან გვანცა ზადიშვილთან იწყებს რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? — თეგეტა პარტნიორობას პარალიმპიელ ჩემპიონთან გვანცა ზადიშვილთან იწყებს
-
ნონა ქურდოვანიძე: "გრანტების მართვის სააგენტოს დაფუძნება მოსაჩვენებლად გადადგმული ნაბიჯი იყო" ნონა ქურდოვანიძე: "გრანტების მართვის სააგენტოს დაფუძნება მოსაჩვენებლად გადადგმული ნაბიჯი იყო"
გადახედვა
-
თათა ოქრუაშვილი — მუსიკა, სცენა და ახალი შეხვედრა მსმენელთან თათა ოქრუაშვილი — მუსიკა, სცენა და ახალი შეხვედრა მსმენელთან
-
კანადა ევროკავშირთან "ასოცირებული წევრობის" იდეას მიესალმება კანადა ევროკავშირთან "ასოცირებული წევრობის" იდეას მიესალმება
გადახედვა
-
მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი სამშენებლო ზედამხედველობის გაციფრულებას გეგმავს მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი სამშენებლო ზედამხედველობის გაციფრულებას გეგმავს
გადახედვა
-
ილჰამ ალიევმა ევროპარლამენტს "კორუმპირებულების ბუდე" უწოდა ილჰამ ალიევმა ევროპარლამენტს "კორუმპირებულების ბუდე" უწოდა
გადახედვა
კომენტარები