ბოლო 5 წლის განმავლობაში მზეზე უდიდესი ამოფრქვევა მოხდა — რას ნიშნავს ეს
მზეზე მძლავრი გვერდითი ამოფრქვევა მოხდა. ამოფრქვევა მოდის მზის ლაქიდან ჩვენი ადგილობრივი ვარსკვლავის დასავლეთ კიდეზე და წარმოადგენს ყველაზე მძლავრ ამოფრქვევას 2017 წლის შემდეგ.
ამოფრქვევა NASA-ს მზის დინამიკის ობსერვატორიამ დააფიქსირა. ამან გამოიწვია რადიო სიგნალების შეფერხება გარკვეული პერიოდით. ყველაზე ძლიერი ამოფრქვევა, რაც კი ოდესმე დაფიქსირებულა, იყო X28-ზე მეტი, 2003 წელს.
უახლეს აფეთქებას თან ახლდა კორონალური მასის ამოფრქვევა, რომელიც დამუხტული პლაზმაა. ის ნელა მოძრაობს და ის ხშირად დედამიწის მაგნიტურ ველს ეჯახება ხოლმე. თუმცა, იმის გამო, რომ ამოფრქვევა მდებარეობდა მზის მხარეს, დედამიწის პერსპექტივიდან, ეს ნაწილაკები არაა მიმართული ჩვენკენ და არ მოხვდება დედამიწაზე.
მეორეს მხრივ, გამოსხივებული ენერგია მოძრაობს სინათლის სიჩქარით და ვრცელდება მზის სისტემაში ყველა მიმართულებით, რის გამოც მან გამოიწვია რადიოს სიხშირეების დახშობა. ეს მაშინ, როდესაც დედამიწაზე ამოფრქვევის დანახვა შეუძლებელია.
ჩვენი ვარსკვლავი ყოველ ათწლეულში ერთხელ გადის ასეთ პერიოდს. ჩვენ ამჟამად მივდივართ აქტივობის პიკისკენ, რომელიც დაახლოებით 2020-იანი წლების შუა ხანებში იქნება.
მაგნიტოსფერო რადიოაქტიური ამოფრქვევისგან გვიცავს, მაგრამ ეს საფრთხეს უქმნის ჩვენს თანამგზავრებს, საკომუნიკაციო სისტემებს, ასტრონავტებს და კოსმოსში ელექტრო ქსელსაც კი.
თუმცა, ახლა ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ვუახლოვდებით მზის აქტივობის პიკს ორბიტაზე ათასობით ახალი თანამგზავრით. ამ წლის დასაწყისში SpaceX-მა განაცხადა, რომ აფეთქებამ არსებითად დააზიანა Starlink-ის რამდენიმე თანამგზავრი.
კომენტარები