ნიუ-იორკში ბალანჩინის საღამო გაიმართა
ფოტო: Ernst Haas
მსოფლიო მნიშვნელობის ქორეოგრაფის, ჯორჯ ბალანჩინის ღვაწლზე და შემოქმედებაზე, მის ქართულ ფესვებზე პირველად მოეწყო ქართული ღონისძიება ნიუ-იორკში. ეს იდეა ახალგაზრდა ქართველ ელჩს, შეერთებულ შტატებში ანა ლეჟავას ეკუთვნის, რომელიც ამ საღამოს თითქმის ერთი წელი ამზადებდა.
Gibney Dance Studio-ში ამერიკული ბალეტის შემქმნელის ცხოვრებაზე სასაუბროდ ახალგაზრდა ელჩმა ამერიკის საბალეტო საზოგადოების წარმომადგენლები, დიპლომატიური წრეები და ქართველი არტისტები მიიწვია. ამერიკის ხმის კორესპონდენტი თეა თუაშვილი ნიუ-იორკიდან მოგვითხრობს.
„მე მინდოდა, რომ ადამიანის სხეულის მოძრაობის სილამაზე, ნახაზის სისუფთავე და პლასტიკური გამომსახველობა გამეხადა დაუვიწყარი, რომ ბალეტი ყოფილიყო არა სოუსი, ან საწებელი სხვა რაიმე კერძისთვის, არამედ სრულუფლებიანი, ხელოვნების აბსოლუტურად დამოუკიდებელი სახეობა“ – ამბობდა ჯორჯ ბალანჩინი, რომელმაც მსოფლიო ქორეოგრაფიას 425 საბალეტო დადგმა დაუტოვა, ჩამოაყალიბა ამერიკული საბალეტო სკოლა და მსოფლიო მნიშვნელობის ქორეოგრაფის სახელი დატოვა. მისი ქართული ფესვების შესახებ უცხოელებმა ბევრი არ იციან.
ამ ერთი წლის განმავლობაში, ვიდრე ჯორჯ ბალანჩინის საღამოს ამზადებდა, ამერიკელებმა Gibney Dance Studio-ში, სადაც ის მუშაობს, ბევრჯერ ჰკითხეს, თუ რატომ უნდოდა მას ან სწორედ ის რატომ უნდა ყოფილიყო იმ საღამოს ორგანიზატორი, სადაც ამერიკული ბალეტის ფუძემდებლის, მსოფლიო მნიშვნელობის ქორეოგრაფის შესახებ ისაუბრებდნენ. სწორედ ამ კითხვაზე პასუხისთვის ანა ლეჟავამ, საქართველოს ახალგაზრდა ელჩმა აშშ-ში, ამერიკული საბალეტო საზოგადოების წარმომადგენლები და ქართველი დიპლომატები ერთად შეკრიბა Gibney Dance Studio-ში.
ანა ლეჟავა: მართლაც არ მჯერა, რომ ეს გამოვიდა. ბევრ ფინანსურ პრობლემასთან იყო დაკავშირებული ასევე წარმოგიდგენიათ იპოვოთ თავისუფალი სივრცე მანჰეტენის შუაგულში? მაგრამ ეს ყველაფერი გამოვიდა და ძალიან მიხარია.
ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოს მხრიდან ხდება მის მიმართ პატივის მიგება ღონისძიების სახით. ბევრი დაინტერსდა ამ ღონისძიებით. დღეს დილითაც კი ვიღებდი წერილებს, რომ თუ იყო ადგილი დარჩენილი, რომ მოსულიყვნენ ამ ღონისძიებაზე. მაგალითად დაინტერესდა ნიუ-იორკის ბალეტის საზოგადოება, ბალანჩინის საზოგადოება.
ანა თავად ბალერინაა. მისი პირველი პედაგოგი ჯორჯ ბალანჩინის ძმის შვილი, ცისკარ ბალანჩივაძე იყო. ჯორჯ ბალანჩინის ქართულ ფესვებზე მისი ბიძაშვილი იმ დოკუმენტურ ფილმში საუბრობს, რომელიც ნიუ-იორკში მცხოვრებმა ახალგაზრდა ქართველმა რეჟისორმა მედეა ასათიანმა და ანა ლეჟავამ სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის გადაიღეს.
მედეა ასათიანი: მე მაინტერესებდა თუ ვინ, როგორი ადამიანი იდგა ამ გენიის უკან. ეს იყო ჩემთვის ყველაზე საინტერესო გამეგო ვინ იყო ჯორჯ ბალანჩინი, მაგრამ მე გიორგი ბალანჩივაძე უფრო მაინტერესებდა. ამ ინტერვიუს მეშვეობით ადამიანები ჯორჯ ბალანჩინის ქართულ ფესვებზე უფრო მეტს გაიგებენ.
ანა ლეჟავა: ცისკარი იყო ჩემი ბალეტის პირველი მასწავლებელი. რომ მივედი ჩასაწერად მე მეგონა ვერც მიცნობდა, მაგრამ აღმოჩნდა ისე კარგად ვახსოვარ, რომ ჩემი ბავშვობის სურათები მაჩვენა. მე და მედეა ავტირდით. ძალიან ემოციური გამოდგა ეს შეხვედრაც და თავად ინტერვიუც.
“ბალანჩინი და დაკარგული მუზა” - ეს არის ამერიკელი გავლენიანი ავტორის ელიზაბეტ კენდელის წიგნის სახელი, რომელიც მან ცნობილ ქორეოგრაფს მიუძღვნა. წიგნზე მუშაობის პროცესში მან იმოგზაურა რუსეთში, ევროპის იმ ქვეყნებში, სადაც ახალგაზრდა ბალანჩინი ემიგრირებული იყო, ფინეთში, სადაც ისვენებდა და რა თქმა უნდა საქართველოში, სადაც ის სოფელ ბანოჯაშიც ჩავიდა.
ელიზაბეტ კენდელი: ის არ იყო ქართველი, რადგან 1962 წლამდე ვერ ნახა საქართველო. პირველად საქართველოში 58 წლის ასაკში ჩავიდა. მისი მამა იყო საქართველოდან, მაგრამ ჩავიდა სანქტ-პეტერბურგში რომ ესწავლა კონსერვატორიაში. ბალანჩინმა საქართველოს შესახებ მამამისისგან იცოდა რადგან მამამ დაწერა ოპერა და დააარსა ოპერა საქართველოში. თავად ის იმერელი იყო, ოღონდ არა ქუთაისიდან, სოფელ ბანოჯადან, სადაც მაღაზიებიც კი არ იყო. იდგა ეკლესია, რომელიც მელინტონ ბალანჩივაძის მამამ ააშენა.
ანა ლეჟავა ნიუ-იორკში თავის ქორეოგრაფიულ გამოცდილებას ნიუ-იორკში მცხოვრებ ქართველ იმიგრანტ ბავშვებს უზიარებს. ჯორჯ ბალანჩინის საღამოსთვის მან ანსამბლ “ფესვების” მოცეკვავეებთან ერთად გია ყანჩელის მუსიკაზე სპეციალური ცეკვა დადგა. ნიუ-იორკში ცხოვრობს და საბალეტო სკოლის გახსნას აპირებს ასევე მეორე ქართველი ქორეოგრაფი, ირაკლი შენგელია, რომელმაც ცოტა ხნის წინ ნიუ-იორკის უნივერსიტეტი დაამთავრა.
ირაკლი შენგელია: მიხარია, ქართველებმა გავიხსენეთ ბალანჩინი. რუსები ამბობენ ჩვენია, ამერიკელები - ჩვენია, ქართველები - ჩვენია. ვისია? ჩემის აზრით ის არის საერთაშორისო. კარგია რომ აქ ტარდება ეს ღონისძიება. პროფესიული ცეკვის კუთხით ნიუ -იორკი ინოვაციური აკვანია, ამ ქალაქში არსებობს განსაკუთრებულად საინტერესო ადგილები და ასეთია "Gibney Dance", სადაც ჩვენ ვიმყოფებით, საინტერესო ადგილი თანამედროვე ცეკვის მიგნებებისთვის, ამიტომ აქ რომ ტარდება ეს საღამო ეს ორჯერ საინტერესოა ჩემთვის.
-
მთავრობის ადმინისტრაციამ ტრამპის და კობახიძის 22 სექტემბერს გადაღებული ერთობლივი ფოტო გამოაქვეყნა მთავრობის ადმინისტრაციამ ტრამპის და კობახიძის 22 სექტემბერს გადაღებული ერთობლივი ფოტო გამოაქვეყნა
გადახედვა
-
შიო III-მ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო შიო III-მ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო
გადახედვა
-
აი, როგორი ელფოსტა მოგივათ, თუ OpenAI-ს მოდელი თქვენს ორგანიზაციას "დაჰაკავს" აი, როგორი ელფოსტა მოგივათ, თუ OpenAI-ს მოდელი თქვენს ორგანიზაციას "დაჰაკავს"
გადახედვა
-
პაკისტანმა ავღანეთზე ავიაიერიში მიიტანა პაკისტანმა ავღანეთზე ავიაიერიში მიიტანა
გადახედვა
-
"თბილისობასთან" დაკავშირებით, დედაქალაქის რამდენიმე ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა ეტაპობრივად იზღუდება "თბილისობასთან" დაკავშირებით, დედაქალაქის რამდენიმე ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა ეტაპობრივად იზღუდება
გადახედვა
-
Huawei-მ ტელეფონზე მისამაგრებელი კამერა გამოუშვა — იგი ზოგ ფლაგმანურ სმარტფონზე ძვირია Huawei-მ ტელეფონზე მისამაგრებელი კამერა გამოუშვა — იგი ზოგ ფლაგმანურ სმარტფონზე ძვირია
გადახედვა
-
ნინო ხარატიშვილს ჰაინრიხ ჰაინეს პრემია მიენიჭა ნინო ხარატიშვილს ჰაინრიხ ჰაინეს პრემია მიენიჭა
გადახედვა
-
აშშ-ში კრისტა პაიკის სიკვდილით დასჯა ჩაიშალა — ის ორ სასიკვდილო ინექციას გადაურჩა აშშ-ში კრისტა პაიკის სიკვდილით დასჯა ჩაიშალა — ის ორ სასიკვდილო ინექციას გადაურჩა
გადახედვა
-
ფაშინიანს მოქალაქეების მიერ მთავრობისთვის ერთი და იმავე საკითხზე წერილების გაგზავნაზე შეზღუდვების დაწესება სურს ფაშინიანს მოქალაქეების მიერ მთავრობისთვის ერთი და იმავე საკითხზე წერილების გაგზავნაზე შეზღუდვების დაწესება სურს
გადახედვა
-
რუსეთი ქვეყნიდან უნგრელ დიპლომატებს აძევებს რუსეთი ქვეყნიდან უნგრელ დიპლომატებს აძევებს
გადახედვა
-
შემოსავლების სამსახური განმარტავს, თუ რა უნდა გაითვალისწინოთ წელს ქონების გადასახადთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური განმარტავს, თუ რა უნდა გაითვალისწინოთ წელს ქონების გადასახადთან დაკავშირებით
გადახედვა
-
60%-მდე ფასდაკლება ელექტრონულ სატენდერო გარანტიაზე საქართველოს ბანკისგან 60%-მდე ფასდაკლება ელექტრონულ სატენდერო გარანტიაზე საქართველოს ბანკისგან
-
ბაქო-თბილისის სარკინიგზო მარშრუტს რეისები ემატება, მგზავრობის ფასი მცირდება — აზერბაიჯანის რკინიგზა ბაქო-თბილისის სარკინიგზო მარშრუტს რეისები ემატება, მგზავრობის ფასი მცირდება — აზერბაიჯანის რკინიგზა
გადახედვა
-
რა ვიცით კორნელის უნივერსიტეტში მომხდარი ჯგუფური გაუპატიურების საქმეზე რა ვიცით კორნელის უნივერსიტეტში მომხდარი ჯგუფური გაუპატიურების საქმეზე
გადახედვა
-
საფრანგეთში პროტესტმა 356 სკოლა მოიცვა, დაკავებულია 600-ზე მეტი ადამიანი — რას აპროტესტებენ? საფრანგეთში პროტესტმა 356 სკოლა მოიცვა, დაკავებულია 600-ზე მეტი ადამიანი — რას აპროტესტებენ?
გადახედვა
-
ისრაელის საელჩო მადლობას უხდის ქართული წარმოშობის ისრაელელ ექიმს, რომელმაც Flydubai-ს რეისზე დაჭრილი პილოტი გადაარჩინა ისრაელის საელჩო მადლობას უხდის ქართული წარმოშობის ისრაელელ ექიმს, რომელმაც Flydubai-ს რეისზე დაჭრილი პილოტი გადაარჩინა
გადახედვა
-
NASA-ს მავალმა მარსზე ტბების, ზედაპირქვეშა და ცხელი წყლების კვალს ერთ ადგილზე მიაგნო NASA-ს მავალმა მარსზე ტბების, ზედაპირქვეშა და ცხელი წყლების კვალს ერთ ადგილზე მიაგნო
გადახედვა
-
Google-მა არაერთი დაყოვნების შემდეგ Gemini 4-ის ფლაგმანი მოდელი Argon წარადგინა Google-მა არაერთი დაყოვნების შემდეგ Gemini 4-ის ფლაგმანი მოდელი Argon წარადგინა
გადახედვა
-
გარი კასპაროვის თქმით, ის გააფრთხილეს, რომ მისი სიცოცხლე საფრთხეშია გარი კასპაროვის თქმით, ის გააფრთხილეს, რომ მისი სიცოცხლე საფრთხეშია
გადახედვა
-
"ტელეიმედის" ჯამური ზარალი ₾500 მლნ-ს აღწევს — რა წერია არხის ფინანსურ ანგარიშში? "ტელეიმედის" ჯამური ზარალი ₾500 მლნ-ს აღწევს — რა წერია არხის ფინანსურ ანგარიშში?
გადახედვა
-
შსს ენმ-ს რიყის დოქებთან დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით აფრთხილებს შსს ენმ-ს რიყის დოქებთან დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით აფრთხილებს
გადახედვა
კომენტარები