აღმოაჩინეს 100 მილიონი წლის წინანდელი კრევეტები, რომლებიც სექსის გარეშე მრავლდებოდნენ
მკვლევრებმა, რომლებიც სწავლობენ ცარცული პერიოდის მტკნარი წყლის ნამარხებს სამხრეთ ავსტრალიაში, აღმოაჩინეს გადაშენებული მტკნარი წყლის კრევეტების ახალი სახეობა (Koonwarrella peterorum), რომლის მდედრებიც სექსის გარეშე მრავლდებოდნენ. ეს ფენომენი ცნობილია როგორც პართენოგენეზი და არის ასექსუალური გამრავლება.
პართენოგენეზის დროს ემბრიონის სპონტანური განვითარება ხდება, გაუნაყოფიერებელი კვერცხუჯრედიდან. ცნობილია, რომ ეს გვხვდება როგორც მცენარეებში, ასევე ცხოველებში, თუმცა ითვლება, რომ ის ძალზე იშვიათია. ზოგიერთი სახეობა, როგორიცაა ჭინჭრის ციება, მრავლდება მხოლოდ პართენოგენეზის გზით. მიუხედავად ამისა, ზოგიერთ ისეთ არსებაში, რომელიც სქესობრივად მრავლდება პართენოგენოზის შემთხვევებს მაინც ვხვდებით, როგორც ეს იყო კალიფორნიის კონდორის შემთხვევაში, რომელიც მოხსენიებულია Journal of Heredity-ში 2021 წელს.
ასევე: მეცნიერებმა გადაშენების პირას მყოფ სახეობაში "უბიწო შობადობა" დააფიქსირეს
როგორც კვლევის თანამკვლევარმა თომას ჰეგნამ, ფრედონიაში ნიუ-იორკის სახელმწიფო უნივერსიტეტის (SUNY) პალეონტოლოგიის ასისტენტმა Live Science-ს განუცხადა, მტკნარი წყლის ჯიშების კრევეტებში ეს პირველი შემთხვევაა.
კრევეტების ახალი სახეობა გამოავლინეს 40 ცალკეული ნამარხის შესწავლისას. ეს პალეონტოლოგიური ადგილია, რომელიც თარიღდება აპტიის ეპოქით (125 მილიონიდან 113 მილიონი წლის წინ).
ეს კრევეტები არ ჰგავდნენ იმას ადამიანები რომ მიირთმევენ. ისინი ბევრად უფრო მჭიდროდ არიან დაკავშირებული თანამედროვე ზღვის მაიმუნებთან (Artemia salina), რომლებიც კრევეტების ნაირსახეობაა.
ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ასექსუალური გამრავლება იშვიათია, არის ის, რომ სახეობები, რომლებიც ამას აკეთებენ, ყოველთვის გადასცემენ თავიანთ გენებს, იქნება ეს კარგი თუ ცუდი, მაშინ როცა სექსუალური რეპროდუქცია საშუალებას იძლევა განესხვაოს კარგი გენები პოტენციურად მავნე გენებისაგან. თუმცა, პართენოგენეზი, შეიძლება იყოს სასარგებლო, როდესაც საქმე ეხება ახალ ადგილებში გავრცელებას, როგორიცაა პატარა, იზოლირებული აუზები.
კვლევა გამოქვეყნდა Journal of Palaeontology-ში.
კომენტარები